მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7192.5
-0.0086
flag
AZN 1.598
-0.0034
flag
CNY 39.42
0.003
flag
EUR 3.1483
0.0209
flag
GBP 3.6408
0.0313
flag
KZT 56.35
-0.0011
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.7166
-0.0057

სილქ როუდ ჯგუფი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება

news image

თიბისი კაპიტალის მიერ გამართულ კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთი საპანელო სესია - საქართველო საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე: ორი წარმატებული ევროობლიგაციის ტრანზაქციის მიმოხილვა - დაეთმო საქართველოდან საერთაშორისო ბაზრებზე ბოლოდროინდელი წარმატებული ევროობლიგაციების გამოშვების გამოცდილების განხილვას საქართველოს მთავრობის და სილქ როუდ ჯგუფის მაგალითზე.

სესიის ფარგლებში განხილული იყო ქართველი ემიტენტების პოზიციონირება საერთაშორისო ინვესტორებთან, მათი უკუკავშირი და ინტერესი ქვეყნის რისკების გათვალისწინებით. ასევე ყურადღება გამახვილდა ობლიგაციების გამოშვების პროცესზე, მის ძირითად გამოწვევებსა და წარმატების განმაპირობებელ ფაქტორებზე.

სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა კონფერენციაზე ისაუბრა იმ გამოცდილებაზე და პროცესზე, რომელიც წინ უძღოდა 2025 წლის სექტემბერში განხორციელებულ 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კორპორატიულ ემისიას საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტრანზაქციას ამ მიმართულებით. მისი თქმით, ინვესტორების მაღალი ინტერესი და ნდობა განაპირობა როგორც კომპანიის სტრატეგიულმა ხედვამ, ასევე ქვეყნის მიმართ მზარდმა ინტერესმა. ემისიის შედეგად მიღებული რესურსი კი კომპანიის ახალი პროექტებისა და განვითარების გეგმების დაფინანსებას მოხმარდება.

გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი:

“ეს იყო ხანგრძლივი და საინტერესო გზა. სილქნეტი 2017 წელს შევიდა ობლიგაციების ადგილობრივ ბაზარზე და 2019 წელს საერთაშორისო ბაზარზეც გავიდა. შევიძინეთ დიდი გამოცდილება, დავიმსახურეთ ინვესტორების ნდობა და ავიმაღლეთ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. 2025 წელს წარმატებით გავედით საერთაშორისო ბაზარზე უკვე ჰოლდინგის დონეზე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით ინვესტორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვინარჩუნებდით გამჭვირვალე და სანდო კორპორაციულ მმართველობას, რაც საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორია.“

გიორგი რამიშვილმა ჰოლდინგის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა:

“ამჟამად ვიწყებთ რამდენიმე დიდ პროექტს. მათ შორის საქართველოში პირველ 3-დონიან სერტიფიცირებულ მონაცემთა ცენტრს 2 მეგავატის საწყისი სიმძლავრით ფრანგულ სატელეკომუნიკაციო გიგანტთან, ორანჟთან, პარტნიორობით, რაც არის მნიშვნელოვანი მიღწევა როგორც სილქნეტისთვის, ასევე ქვეყნისთვის. დავიწყეთ სილქ თაუერსის მშენებლობა ბათუმში, რომელიც უძრავი ქონების მასშტაბური პროექტია. საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების კონსორციუმთან ერთად მნიშვნელოვნად ვაფართოვებთ ჩვენს ენერგეტიკულ ბიზნესს. ვიწყებთ 200 მეგავატის სიმძლავრის განახლებადი ენერგიის პროექტს, რომლის ანონსირებას აპრილში ვგეგმავთ.

საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის დიდი პოტენციალი აქვს, რაც სხვა სექტორების განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის.

საქართველო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, მსოფლიოში შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად. ახლა, როდესაც ეს კარი გავაღეთ, ვაგრძელებთ ჩვენი ბიზნესის ზრდას ძლიერი პარტნიორების, გამორჩეული გუნდისა და წარმატებასა და გრძელვადიან კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიზნესგარემოს პირობებში.“

კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის, ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, საერთაშორისო ინვესტორები და სხვა კაპიტალის ბაზრის მონაწილე ინსტიტუტები, მათ შორის J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins და სხვა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი x City Mall - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

25.03.2026.14:27

საქართველოს ბანკისა და City Mall-ის სპეციალური აქცია საქართველოს ბანკის Amex ბარათის მფლობელებისთვის 29 მარტის ჩათვლით გრძელდება.

შეთავაზების ფარგლებში, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელები City Mall-ში შოპინგისას 10-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ (ჯამში მაქსიმუმ 10,000 MR ქულა).

აქციით სარგებლობისთვის აუცილებელია შეთავაზების წინასწარ გააქტიურება მობილბანკში და გადახდის განხორციელება Wallet-ში დამატებული ბარათით.

ინფორმაციისთვის, აქცია ვრცელდება City Mall საბურთალოსა და გლდანში მდებარე მაღაზიებზე და არ მოქმედებს კვების ობიექტებში, აფთიაქებსა და მარკეტებში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა საკრედიტო Amex ბარათის მიღების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ბარათი სრულად ციფრულად, მობილბანკიდან, რამდენიმე წამში მიიღონ. ბარათის დამტკიცებისთანავე შესაძლებელია მისი დამატება Apple Pay-სა და Google Pay-ში და გადახდის განხორციელება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა