მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

სილქ დეველოპმენტის პროექტი სილქ თაუერსი მსოფლიოს წამყვან უძრავი ქონების გამოფენა MIPIM 2026-ზე წარდგა

news image

სილქ თაუერსი უკვე იმკვიდრებს თავის ადგილს უძრავი ქონების მსოფლიო სცენაზე: 9-13 მარტს სილქ დეველოპმენტის გამორჩეული პროექტი კანში, MIPIM 2026-ზე წარდგა.

MIPIM უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფორუმია, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან წამყვანი დეველოპერები, არქიტექტორები, ინვესტორები და დარგის პროფესიონალები მთელი მსოფლიოდან. ასეთი მასშტაბის გამოფენაზე ქართული კომპანიის მონაწილეობა ქვეყნის, როგორც არქიტექტურული, საინვესტიციო და ტურისტული ჰაბის პოზიციონირებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სილქ თაუერსი ერთადერთი ქართული პროექტია, რომელიც ნომინირებული იყო MIPIM Awards 2026-ზე, MIXED-Use (მრავალფუნქციური) ნომინაციაში.

სილქ თაუერსი შავი ზვის რეგიონში უანალოგო პროექტია, რომელზეც ლეგენდარული იაპონელი არქიტექტორი, ტოკიოს ოლიმპიური სტადიონის შემქმნელი კენგო კუმა მუშაობს. ეს მისი არქიტექტურული სტუდიის (KKAA) პირველი თანამშრომლობაა საქართველოსთან.

პროექტის მშენებლობა ძველი ბათუმის სანაპიროზე, ალისა და ნინოს ქანდაკებისა და ანბანის კოშკის გვერდით უკვე მიმდინარეობს. საინვესტიციო აპარტამენტებს კომპლექსის მხოლოდ ნაწილი ეთმობა, დანარჩენი საუცხოო ინფრასტრუქტურას ქმნის - კერძო იახტ-კლუბი, ღია და დახურული საცურაო აუზები, პადელის კორტები, სპა და ფიტნეს ცენტრები, ბარ-რესტორნები, საბავშვო მოედნები. ქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის უკვე გაიხსნა კომპლექსის ირგვლივ გაშენებული სარეკრეაციო ზონა - 2 ჰექტარზე გადაჭიმული მუნიციპალური პარკი, რომლის შესაქმნელად სილქ დეველოპმენტმა ლანდშაფტის დიზაინის დანიურ კომპანია MASU PLANNING-თან ითანამშრომლა.

სილქ თაუერსის აპარტამენტების წინასწარი რეზერვაციები 2025 წლის აგვისტოში დაიწყო. მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროექტი უკვე წარმოდგენილი იყო უძრავი ქონების ხუთ საერთაშორისო გამოფენაზე: პოლონეთში (ვარშავა და კრაკოვი), თურქეთში (სტამბოლი), საუდის არაბეთში (რიადი), საქართველოსა (თბილისი) და ჩინეთში (შანხაი); 2026 წელს კი, როგორც ერთადერთმა ქართულმა დეველოპერულმა პროექტმა, სილქ თაუერსმა მანჩესტერში, A Place in the Sun Live 2026-ზე მიიღო მონაწილეობა.

სილქ დეველოპმენტი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ჰოლდინგის, სილქ როუდ ჯგუფის შემადგენლობაშია. 2005 წლიდან დღემდე სილქ დეველოპმენტმა მრავალი მსხვილი პროექტი განახორციელა და შედეგად ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოში. კომპანია გამოირჩევა საქმისადმი თანამედროვე მიდგომებითა და მდგრადობით, რაც განაპირობებს სანდოობას როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებისათვის. სილქ თაუერსი კომპანიის ერთ-ერთი წამყვანი პროექტია, რომელიც ზუსტად ასახავს სილქ დეველოპმენტის უცვლელ ერთგულებას გააზრებული, ბუნებასთან ჰარმონიაში შექმნილი, ადამიანის საჭიროებებზე მორგებული დიზაინის მიმართ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა

10.04.2026.13:05

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი.  სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.

TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)

TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი

ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი

ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი

იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი

არდი • ARDI 105 მლნ. ლარი

ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა