სილქნეტი და ევროპული სატელეკომუნიკაციო გიგანტი Orange სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ
3 ივნისს, პარიზში, გლობალური ტელეკომუნიკაციების ლიდერ კომპანია Orange-ის ოფისში, Orange Alliance-ის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა სილქნეტს და Orange-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. სტრატეგიული თანამშრომლობა საშუალებას აძლევს სილქნეტს მეტად განავითაროს ფიზიკური და იურიდიული პირების სატელეკომუნიკაციო და ციფრული მომსახურება Orange-ის მრავალწლიანი გამოცდილების და ინოვაციური პლატფორმების დახმარებით.
პარტნიორობის ფარგლებში სილქნეტი მიიღებს წვდომას სატელეკომუნიკაციო და ციფრულ სექტორში Orange-ის მიერ დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რომელიც უკვე ათწლეულებია ლიდერობს ინდუსტრიაში მსოფლიო მასშტაბით და ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იურიდიული პირებისთვის თანამედროვე ციფრულ მომსახურებებს (B2B ICT სერვისები) - ღრუბლოვანი მომსახურება, კიბერუსაფრთხოება, მართული მომსახურება (managed services) და ა.შ. - და დაეხმარება საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის პროცესს.
Orange, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზრების აღიარებული ლიდერი, აღმოუჩენს სილქნეტს სრულ საოპერაციო მხარდაჭერას, როგორც საკუთარი ცოდნის გაზიარების, ასევე, თავის სპეციალისტებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან დაკავშირების მეშვეობით, რაც აუცილებელია მძლავრი სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად. ფიზიკური პირების მომსახურების სფეროში Orange-ის სერვისების და პროდუქტების ფართო ასორტიმენტზე წვდომა, ასევე მოიცავს, მოწინავე ტექნოლოგიური პლატფორმების გამოყენებას, რაც სატელეკომუნიკაციო სივრცის შემდგომ განვითარებას ემსახურება.
სილქნეტი და Orange გააგრძელებენ თანამშრომლობას აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოების მიმართულებით სილქნეტის აბონენტებისთვის მომსახურების მუდმივი გაუმჯობესების მიზნით.
პარიზში სტრატეგიული ალიანსის დოკუმენტს ხელი მოაწერეს სილქნეტის მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა და Orange-ის მხრიდან აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების დირექტორმა, ბრუნო ზერბიბმა.
„მოხარული ვარ, რომ სილქნეტსა და ევროპულ სატელეკომუნიკაციო გიგანტ Orange-ს შორის ათ წელიწადზე მეტი ხნის მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა გადაიზარდა სტრატეგიულ ალიანსში, რომელიც აღნიშნავს ახალ ეტაპს სილქნეტის ციფრული ეკოსისტემის განვითარებაში. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას შევთავაზოთ მომხმარებელს უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიები, პროდუქტები და მომსახურება. დარწმუნებული ვარ, რომ სილქნეტის სტრატეგიული ალიანსი ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ კონგლომერატთან, როგორიცაა Orange, შემოიტანს უმაღლეს ხარისხს და ინდუსტრიის უახლეს მიღწევებს, როგორც ქართულ, ასევე რეგიონულ სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე“. - განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
“Orange მოხარულია კიდევ უფრო გააძლიეროს სილქნეტთან თანამშრომლობა Orange Alliance პროგრამის მეშვეობით. Orange-ის გამოცდილების, პროდუქტებისა და პლატფორმების გამოყენება გაზრდის სილქნეტის ღირებულებას საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. ჩვენი ინოვაციური სტრატეგიის უმთავრესი ამოცანაა მასშტაბური პლატფორმების შექმნა და ჩვენი პარტნიორებისთვის მათზე მზარდი წვდომის უზრუნველყოფა. ჩვენი გუნდი მზად არის წინსვლისათვის სილქნეტთან ერთად და წარმატებული პარტნიორობისთვის.“ - განაცხადა ბრუნო ზერბიბმა - Orange-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების დირექტორმა.
სილქნეტის შესახებ
სილქნეტი საქართველოს ფიქსირებული და მობილური კავშირის წამყვანი პროვაიდერია. კერძო და იურიდიულ პირებს სთავაზობს სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, როგორიცაა მობილური და ფიქსირებული სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი და ფასიანი სატელევიზიო სერვისი. სილქნეტს გააჩნია მსხვილი სააბონენტო ბაზა საქართველოში: მობილურ ქსელში 1,88 მლნ აბონენტი, 150 000 მომხმარებელი ფიქსირებულ ქსელში; 343 000 - ფართოზოლოვან ფიქსირებული ქსელში; 251 000 - ფასიან სატელევიზიო ქსელში (31/03/2024 პერიოდის მონაცემებით). სილქნეტს Fitch-ის რეიტინგით მინიჭებული აქვს B1/Stable Moody's და B +/სტაბილური. სილქნეტი კავკასიის წამყვანი საინვესტიციო ჰოლდინგის - სილქ როუდ ჯგუფის წევრია.
www.silknet.com;
Orange -ს შესახებ
Orange მსოფლიოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია. Orange ჯგუფი აერთიანებს 282 მლნ კლიენტს მსოფლიოს მასშტაბით (2024 წლის მარტის მონაცემები), მათ შორის 243 მლნ მობილური ქსელის და 21 მლნ ფიქსირებული ქსელის მომხმარებელს. Orange ჯგუფი ოპერირებს 26 ქვეყანაში. ბრენდით Orange Business არის გლობალური IT და სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი.
www.orange.com; www.orange-business.com
სხვა სიახლეები
05.09.2025.21:00
მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის, – ამის შესახებ კომპანია “ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ამირან მამუჭაძემ კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღმშენებლობისთვის ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.
„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს მოხდა. გასულ პერიოდში არა ერთ კარგ პროექტით მივიხიბლეთ თბილისელები – განსაკუთრებით ეფექტური იყო გარკვეული პროექტები. მინდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ პრეზენტაციას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი ბატონი კახის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც წარმოდგენილი იყო. ჩვენი გუნდი უჭერს მხარს პროექტებს და გვერდით დავუდგებით მის განხორციელებას. განსაკუთრებით კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ხშირად იღებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას. 1000-კაციანი კომპანია, რომელიც დასაქმდება, მიიღებს მონაწილეობას და ქვეყნის აღმშენებლობაში ძალიან დიდ ეფექტს გამოიღებს და პოზიტიური იქნება ჩვენთვის. მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის“, – აცხადებს ამირან მამუჭაძე
შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.
საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.
„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.
„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.
მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.