„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახლა თუ არა, ოდესღაც მაინც ყველას სჯეროდა თოვლის ბაბუის. ზოგისთვის ის ლაპლანდიაში ცხოვრობს, ზოგისთვის მაღალმთიან სოფელში. ათასობით ქართველი ბავშვისთვის კი თოვლის ბაბუა საქართველოდან შორს ათენში, თესალონიკში, სტამბოლში, ბარიში, მილანში, ნიუ-იორკსა თუ მსოფლიოს სხვა ქალაქში მცხოვრები მათი ოჯახის წევრია.
დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ემიგრანტები, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოში მყოფ ოჯახებსა და ახლობლებს უპირობო სიყვარულით, ზრუნვით და უსაზღვრო სიკეთით მილიონობით ამანათს უგზავნიან. ახალი წელი სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ ეს სიყვარული მათ დაუბრუნოთ და მიუხედავად შორი მანძილისა, აგრძნობინოთ მადლიერება, სიყვარული და მათთვის ახალი წლის დადგომა უფრო ჯადოსნურ და დაუვიწყარ მოგონებად აქციოთ.
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს" - ეს თიბისის საახალწლო გზავნილია, რომელიც ქართველი ემიგრანტების ყოველდღიური თავდადების, შრომის, ზრუნვის და სიკეთის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს.
„თიბისიში გვჯერა, რომ ახალი წელი ის განსაკუთრებული დროა, როდესაც პატარა საჩუქარსაც კი შეუძლია უპირობო სიყვარულის, მონატრების, მადლიერების და დაფასების გამოხატვა. ჩვენს საახალწლო კამპანიას იმ ადამიანებს ვუძღვნით, ვისთვისაც მანძილი თან ყველაფერი, ამავდროულად კი არაფერია, როცა საქმე სიყვარულისა და ზრუნვის ყოველდღიურ გამოხატვას ეხება. გვინდა, ეს მანძილი დროებით, ერთი დღით მაინც წავშალოთ, დავამოკლოთ, უხილავი გავხადოთ და სიყვარული ჩვენს ემიგრანტებს, მათი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად უკან დავუბრუნოთ“ - მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
ერთად შეუძლებელიც შესაძლებელი ხდება, სწორედ ამიტომ, თიბისი თავის მომხმარებლებს, DHL-თან ერთად, აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ მზრუნველობა, ემიგრაციაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებს სიყვარული უკან დაუბრუნონ და მათთვის საახალწლო საჩუქარი საქართველოდან 23 ქვეყანაში გააგზავნონ.
კამპანიის ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით, თიბისის მომხმარებლებს, ახლობელ ემიგრანტებთან საჩუქრის გაგზავნა და სიყვარულის დაბრუნება განსაკუთრებული პირობით შეუძლიათ: 5 კგ-მდე (როგორც რეალური, ისე მოცულობითი წონის) საახალწლო ამანათს 23 ქვეყანაში, ფიქსირებულად 160 ლარად გააგზავნიან. პირველ 4000 გამგზავნს კი გადახდილი თანხის 50%, 80 ლარი, ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაუბრუნდება. შეთავაზებით სარგებლობისთვის, აუცილებელია ეწვიოთ DHL-ის ფილიალს და თანხა თიბისის ტერმინალზე - უფასო თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით ან ახალი თიბისი კონცეპტ 360 ბარათით გადაიხადოთ. გზავნილის სხვა დეტალებს, გთხოვთ გაეცნოთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.