სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს მობაილბანკში ბიზნესოპერაციებისა და ტრანზაქციების შესრულება ახალი ფუნქციონალებითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლების დროს და მათ ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.
სიახლეები ბიზნეს მობაილბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:
• გაუმჯობესდა პაროლის აღდგენის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები ბიზნეს მობაილბანკის Log in-ის გვერდიდან პაროლის აღდგენას სულ რამდენიმე წამში, ძალიან მარტივად შეძლებენ.
• ბიზნეს მობაილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ მობაილბანკის მომხმარებლის აქტივაციის ვადის ამოწურვის შესახებ. ახალი ფუნქციონალით, კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა ექნება, ბიზნეს მობაილბანკითვე გაუხანგრძლივოს მომხმარებელს აპლიკაციით სარგებლობის ვადა.
• თიბისის ბიზნეს მობაილბანკს მომხმარებლების მენეჯმენტის ფუნქციონალი დაემატა. კომპანიის მფლობელს შესაძლებლობა აქვს, დისტანციურად, ბიზნეს მობაილბანკით გაააქტიუროს “ვადაგასული მომხმარებელი”, დაამატოს ახალი მომხმარებელი და ჩაურთოს მას სხვადასხვა უფლება. ამასთანავე, შეიცვალა როლის მინიჭების ფუნქციონალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა როლის ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.
• თიბისის ბიზნეს მობაილბანკით შესაძლებელია სასურველი ვალუტის კურსის მოთხოვნა. შეთავაზების გაგზავნიდან რამდენიმე წუთში, პასუხის მიღების შემდეგ კი, სასურველ კურსში თანხის დაკონვერტირება. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ შეთავაზებული კურსი მომხმარებლისთვის მისაღები არ იქნება, შესაძლებელია მოთხოვნის კიდევ ერთხელ გაგზავნა, იმავე ან უფრო დაბალ კურსზე.
• კომპანიებს, რომლებიც თიბისის მომხმარებლები არიან, მაგრამ არ სარგებლობენ ციფრული მომსახურებით, ბიზნეს მობაილ და ვებ-აპლიკაციებიდან შეუძლიათ რეგისტრაცია, რისთვისაც ფილიალში ვიზიტი საჭირო აღარ არის. რეგისტრაციის დასრულებისთანავე, მათ მომენტალურად ექნებათ წვდომა ანგარიშებზე, როგორც ინტერნეტ ისე-მობაილბანკში.
თიბისიში ბიზნესპროცესების გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს მობაილბანკში კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი იქნება ხელმისაწვდომი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.07.2025.17:46
ბიქეი ჰოლდინგმა, რომელიც წარმოადგენს თეთრი კვადრატის მფლობელ კომპანიას, გიორგი ნატროშვილი (CFA) თეთრი კვადრატის ახალ გენერალურ დირექტორად დანიშნა. გიორგი შეცვლის შორენა დარჩიაშვილს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეთრი კვადრატის ბრენდის შექმნასა და დეველოპერულ ბაზარზე მისი პოზიციის გაძლიერებაში. ბიქეი ჰოლდინგის აქციონერები და მენეჯმენტი გულწრფელ მადლიერებას გამოხატავენ შორენა დარჩიაშვილისადმი მისი ერთგულებისათვის და უსურვებენ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.
ეს სტრატეგიული ცვლილება თეთრ კვადრატს მისცემს საშუალებას, რომ საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე დარჩეს ინოვაციურ და ლიდერ კომპანიად და ამავე დროს მნიშვნელოვნად გააფართოვოს საერთაშორისო გაყიდვების არხები. თეთრი კვადრატი ყოველთვის გამოირჩეოდა თანამედროვე საცხოვრებელი პირობებისა და ურბანული გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და პროდუქტების დანერგვით. ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
გამოცდილი ლიდერი ახალი ეპოქისთვის
გიორგი ნატროშვილი ახალ პოზიციას დიდი გამოცდილებით იკავებს. მას ამჟამად ბიქეი ჰოლდინგში ფინანსური დირექტორისა და საოპერაციო დირექტორის თანამდებობები უკავია. ბიქეი ჰოლდინგამდე, გიორგი იყო m2 უძრავი ქონების ფინანსური დირექტორი, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ზრდასა და ოპერაციულ წარმატებაში. მანამდე, გიორგი მუშაობდა ჯეოსელში, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, ხოლო კარიერა დაიწყო Ernst & Young-ში, სადაც ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებაში.
გიორგი არის სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსი (CFA) და აღიარებული ექსპერტი ფინანსების, უძრავი ქონების განვითარების, საინვესტიციო მენეჯმენტის, ტექნოლოგიების, IT-ისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში. მისი მრავალპროფილური გამოცდილება და პროგრესული ხედვა სრულად შეესაბამება თეთრი კვადრატის მისიას — დააწესოს ახალი სტანდარტები უძრავი ქონების განვითარების ინდუსტრიაში.
გიორგის ხელმძღვანელობით, თეთრი კვადრატი აქცენტებს გააკეთებს მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური დიზაინის კონცეფციების დანერგვაზე, რათა შექმნას კომფორტული საცხოვრებელი სივრცეები. მისი ძლიერი ფინანსური და საინვესტიციო გამოცდილება კომპანიას დაეხმარება ოპერაციების ოპტიმიზაციაში, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ზრდის ახალი შესაძლებლობების ათვისებაში. გიორგის ღრმა ცოდნა ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში საშუალებას მისცემს თეთრ კვადრატს, ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები დანერგოს თავის პროექტებში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მობინადრეების ცხოვრების სტანდარტებს და კომპანიას შეუნარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას.
მომავლის მშენებლობა გამოცდილებით
„დღევანდელ დინამიკურ უძრავი ქონების ბაზარზე, კვალიფიკაცია და ექსპერტიზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ — განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, ბიქეი ჰოლდინგის მმართველმა პარტნიორმა. „გიორგის გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა და ინოვაციებისადმი ერთგულება მას იდეალურ ლიდერად აქცევს თეთრი კვადრატის ზრდის ახალ ეტაპზე. გვჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის განსაკუთრებული ღირებულების შექმნას.“ თეთრი კვადრატი რჩება ერთგული თავისი ძირითადი ღირებულებების — ხარისხის, კეთილსინდისიერებისა და მომხმარებლის კმაყოფილებისადმი, როგორც ახალი, საინტერესო ეტაპი იწყება კომპანიისთვის.
თეთრი კვადრატის შესახებ
თეთრი კვადრატი არის უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანია საქართველოში, რომელიც ცნობილია ინოვაციური საცხოვრებელი პროექტებითა და ინოვაციური ურბანული გადაწყვეტილებების შეთავაზებით. ბიქეი ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, თეთრი კვადრატი აგრძელებს დიზაინის, მდგრადობისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.