სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ბიზნესების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.
ახალი ფუნქციონალები ბიზნეს ინტერნეტბანკში რამდენიმე მიმართულებით დაინერგა:
• სიახლეების კატეგორია - ბიზნეს ინტერნეტბანკში შესვლისას, სიახლეების კატეგორიაში დაწკაპუნებით, შესაძლებელია ციფრული ბანკის სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება.
• ამონაწერი რამდენიმე ანგარიშიდან -ბიზნესმომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ექსელის ფაილით, 5 ანგარიშიდან ამონაწერი ერთდროულად, მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით ჩამოტვირთონ.
• ნაშთების ისტორიის შემოწმების ფუნქციონალი - ახლა უკვე ერთ სივრცეში შესაძლებელია ნებისმიერ თარიღში, ანგარიშის ნახვა ნებისმიერ ვალუტაში. ასევე, ნაშთების გაფილტვრა ანგარიშის და დასახელებების მიხედვით.
• სახელფასო პროექტში ჩართვა - ბიზნეს ინტერნეტბანკიდან უკვე შესაძლებელია თანამშრომლების სახელფასო პროექტში ჩართვა და მათთვის სახელფასო ბარათების დამზადება. ამისათვის, შეთავაზებების გვერდიდან სახელფასო შეთავაზების არჩევა და მონაცემების შევსება საკმარისია, რის შემდეგაც მომხმარებელს თიბისის წარმომადგენელი დაუკავშირდება.
თიბისიში, ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, სიახლეები მუდმივად ინერგება. უახლოეს მომავალში, ბიზნეს ინტერნეტბანკს კიდევ არაერთი განახლებულ ფუნქციონალი დაემატება.
სხვა სიახლეები
04.07.2025.16:09
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები — მათ შორის, ვაჟთა, ქალთა და ასაკობრივი გუნდები — საერთაშორისო მატჩებზე მაისურებზე წარწერას „საქართველო“ გამოიყენებენ, რითაც ინგლისური „Georgia“-ს ჩანაცვლება მოხდება. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურად განაცხადა.
საქართველოს ბანკი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია
გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან საქართველო ხდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც ფიბამ (საერთაშორისო კალათბურთის ფედერაცია) მშობლიურ ენაზე და უნიკალური დამწერლობით — ქართულად — ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებში ქვეყნის სახელის გამოყენების ნება დართო.
ფიბას მხრიდან ამ ნაბიჯის აღიარება საერთაშორისო დონეზე ენობრივი მრავალფეროვნებისადმი მზარდი ყურადღების და კულტურული იდენტობის პატივისცემის მაგალითია.
გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეროვნული თვითმყოფადობის, ენისა და კულტურის პოპულარიზაციას და სპორტულ ასპარეზზე გაძლიერებას.
წარწერა „საქართველო“ არა მხოლოდ ფორმებზე გამოჩნდება, არამედ აისახება ბრენდინგში, სარეკლამო მასალებში და ფედერაციის ციფრულ არხებზეც.
ახალი ფორმები და ვიზუალური იდენტობა პირველად ასაკობრივ და ქალთა ევროპის ჩემპიონატებზე იქნება გამოყენებული. აგვისტოში კი, ქვეყნის მთავარი ნაკრები, ევროპის მთავარ სცენაზე - ევრობასკეტზე სწორედ ამ ფორმით წარსდგება.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრებებს