მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.5
0.0007
flag
AZN 1.5865
-0.0002
flag
CNY 38.45
0.0068
flag
EUR 3.1803
-0.0022
flag
GBP 3.6445
0.0015
flag
KZT 52.58
-0.0029
flag
TRY 0.0629
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0005

სიახლეები საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკში

news image

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის ციფრული საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს. ამ მიზნით, ბიზნეს მობილბანკსა და ბიზნეს ინტერნეტბანკს მნიშვნელოვანი ახალი ფუნქციონალები დაემატა.

განახლებები მიზნად ფინანსების მართვის პროცესის კიდევ უფრო გამარტივებას და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას ისახავს.

ძირითადი სიახლეები ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ყოველთვის ახალ ბიზნეს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში სრულად ციფრულად ხელმისაწვდომია უზრუნველყოფილი სხარტი ბიზნეს სესხი. ამჯერად კი ბიზნესს შეუძლია, არსებული უზრუნველყოფის ფარგლებში გაზრდილი ლიმიტით, 500 000 ლარამდე თანხა მოითხოვოს და ციფრულად გაიაროს დამტკიცების და თანხის მიღების პროცესი.

ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებლებს განახლებული დიზაინით და გამარტივებული გამოცდილებით ხვდება. დაემატა მუქი რეჟიმი (Dark Mode), გაუმჯობესდა ნავიგაცია და განახლდა შეთავაზებების გვერდი, რომელიც ახლა უფრო მეტად ინტუიციურია და ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც B2B, ისე ფინანსურ შეთავაზებებს.

ამასთანავე გამარტივდა ვალუტის კონვერტაციის პროცესი. მომხმარებელი ახლა მარტივად ხედავს ბანკის კურსს, ციფრული არხის კურსს და მათ შორის საკუთარ სარგებელს.

გადარიცხვების მიმართულებას ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა. მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს ინვოისი ფოტოს სახით, რომელსაც სისტემა AI-ის მეშვეობით წაიკითხავს და გადარიცხვის ფორმას ავტომატურად შეავსებს ეს ფუნქცია ამცირებს შეცდომების რისკს და მნიშვნელოვნად ზოგავს ბიზნესის დროს.

ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი - ამ პრინციპით, საქართველოს ბანკის ციფრული არხები ეტაპობრივად ფართოვდება და როგორც დაფინანსებაზე, ისე ფინანსური მართვის ინსტრუმენტებზე წვდომას ბიზნესს ერთ სივრცეში აძლევს.

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან  ისარგებლეთ ინტერნეტბანკით ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში ონლაინ 2 წუთზე ნაკლებ დროში.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TOP 5 რესტორანი - 2025 წლის III კვარტალში დაფიქსირებული ბრუნვის მიხედვით

25.12.2025.13:00

საქართველოში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია მზარდ განვითარებას განიცდის, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს სარესტორნო ბიზნესი წარმოადგენს. ეს მიმართულება ყოველწლიურად იცვლება და ვითარდება, რის შედეგადაც სექტორში კონკურენციის დონეც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამ კონტექსტში Business Insider Georgia-მ სარესტორნო სფეროს წამყვანი კომპანიები გამოიკვლია და საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა 2025 წლის მესამე კვარტალში ბრუნვის მიხედვით რესტორნების ტოპ 5 საწარმოს სია.

მაშ ასე, 2025 წლის III კვარტალში ბრუნვის მიხედვით TOP რესტორნები ასე გამოიყურება:

  • შპს ანტრე 2008
  • სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - ემ|გრუპ
  • შპს ბი თი ეი ჯორჯია
  • შპს წისქვილი ჯგუფი
  • შპს ჯი-ემ-თი მთაწმინდა​

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები?

შპს ანტრე 2008 - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 04/03/2008. მისი 100%-იანი წილის მფლობელია თამილა მაისურაძე. დირექტორი - თამილა მაისურაძე.

სს სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - ემ|გრუპ - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 30/05/2005, გენერალური დირექტორი - უჩა უგულავა. კომპანიის 64%-იანი წილის მფლობელია  უჩა უგულავა, ხოლო 36%-ის ივანე ნიკოლაიშვილი.

შპს ბი თი ეი ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/11/2006. მისი 100%-იანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადოება ბი თი ეი ჰავალიმინლარი იესეკ ვე იჩესეკ ჰიზმეთლერი. დირექტორები - ბაჰა ბულბულ და მეჰმეთ ბადემ.

შპს წისქვილი ჯგუფი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 19/09/2002. მისი 37.99%-იანი წილის მფლობელია ლაშა ჩხაიძე, 17.51%-იანის - ოთარ ლოლაშვილი, 14.5%-ის - ლიდია ბარამია და 30%-ის შოთა საღლიანი. დირექტორი - გიორგი თავაძე.  გენერალური დირექტორია გიორგი შველიძე.

შპს ჯი-ემ-თი მთაწმინდა - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/1996. მისი 100%-იანი წილის მფლობელია მთაწმინდა პლატო ჰოლდინგ ქომფანი. დირექტორი - გიორგი თავაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა