სიახლეები, რომელსაც Roamingo მომხმარებლებს სთავაზობს - დეტალები
მიმდინარე ეტაპზე Roamingo • როუმინგო-ს სერვისებზე მოთხოვნა 5-ჯერ არის გაზრდილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Roamingo-ს მარკეტინგის მენეჯერმა თათია გოგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პიკის სეზონი უკვე დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე Roamingo-ს სერვისებზე მოთხოვნა დინამიურად მზარდი იქნება.
თათია გოგიშვილის თქმით, ერთი წლის განმავლობაში Roamingo-ს აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ უკვე 140 ათას გადააჭარბა.
კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე Roamingo-ს სერვისებზე მოთხოვნა იზრდება, რადგანაც ბევრი საზღვარგარეთ გადის შვებულების გასატარებლად და ამ პერიოდში სწორედ Roamingo-ს ინტერნეტს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა იმისათვის, რომ Roamingo-მ ლოიალური მომხმარებლების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს, ამისათვის კომპანია ახალი სერვისების დამატებაზე და ზოგადად ხარისხის გაუმჯობესებაზე ინტენსიურად მუშაობს.
„Roamingo-ში მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს.
1. ახალი ფუნქციონალი – გამოუყენებელი GB-ების გაზიარება:
დავამატეთ ახალი ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ გაუზიაროს დარჩენილი ინტერნეტი (GB) მეგობარს. ამისთვის საჭიროა, რომ მომხმარებელმა გაუგზავნოს მეგობარს სპეციალური ბმული, ხოლო მიღების შემდეგ ადრესატი მიჰყვება მარტივ ინსტრუქციებს.
ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც მოქმედი, ასევე ახალი მომხმარებლებისთვის.
2. ვიჯეტი აპლიკაციაში – მარტივი წვდომა დარჩენილ გიგაბაიტებზე:
მეორე მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ აპლიკაციას დაემატა ვიჯეტი.
აღარ არის საჭირო აპლიკაციაში შესვლა იმისთვის, რომ ნახო, რამდენი GB დაგრჩა – ახლა უკვე შეგიძლია ეს პირდაპირ მობილურის ეკრანიდან აკონტროლო ვიჯეტის მეშვეობით. ფუნქცია მნიშვნელოვნად ამარტივებს დარჩენილი GB-ების კონტროლს.
3. eSIM ევროპის ქვეყნებისთვის:
ევროპის რეგიონში მომხმარებლების მხრიდან ხშირად ისმოდა შეკითხვები ახალი eSIM-ის დამატებასთან და გააქტიურებასთან დაკავშირებით.
ახლა, როცა ევროპა+თურქეთის პაკეტს ყიდულობ, შეგიძლია იმავე eSIM-ზე დაამატო ახალი ქვეყანა. მაგალითად, თუ იმყოფები იტალიაში და შემდეგ გეგმავ საფრანგეთში მოგზაურობას, შეგიძლია საფრანგეთის პაკეტი პირდაპირ იმავე eSIM-ზე დაამატო ხელახალი გააქტიურების გარეშე.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და მოთხოვნადი ფუნქციაა, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამცირებს ტექნიკური ჩარევის საჭიროებას.
მოლოდინები ძალიან დიდი გაქვს იმიტომ, რომ პარალელურად ჩავუშვით საკმაოდ კარგი შეთავაზებები. ორი კვირაა რაც SOLO-თან ერთად დავიწყეთ კამპანია. საქართველოს ბანკის Visa Infinite ბარათის მფლობელები Roamingo-ში უფასოდ იღებენ ევროპა + თურქეთის 5 GB-ს. ხოლო, SOLO Visa Signature ან Platinum ბარათის მფლობელები 3 GB-ს“, - აცხადებს თათია გოგიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
14.05.2025.18:12
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წლის მთავარი ინსპირაციული ღონისძიება - Spotlight-ი სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისში გაიმართება.
Spotlight Tech 2025 25 მაისს ჩატარდება, ორდღიანი Spotlight 2025 კი მსმენელს 7 და 8 ივნისსუმასპინძლებს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს, 14 მაისს, დაიწყო და მათი შეძენა ონლაინ,TKT.ge-სა და biletebi.ge-ს პლატფორმაზე არის შესაძლებელი.
Spotlight 2025-ის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სიახლეებს და გამომსვლელთა სიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ბმულზე.
„ინდუსტრიაში ახალი ტექნოლოგიების, აღმოჩენების და ინსპირაციის გაზიარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია Spotlight-ის ღონისძიების წარმდგენია. საქართველოს ბანკისთვის ტრადიციად იქცა, ინდუსტრიის ლიდერების ხელშეწყობა ინოვაციური იდეების გაზიარების, გენერირების და თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბების პროცესში და ამ მიმართულებით, არც Spotlight-ის ღონისძიებაა გამონაკლისი. ისეთი პლატფორმების აღმოჩენა, სადაც ადამიანები არ ჩერდებიან და უყვებიან ერთმანეთს, თუ როგორი უსაზღვროა შესაძლებლობები – ჩვენთვის, საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი და ორგანულია. ამიტომ, უკვე მრავალი წელია, სფოთლაითის მხარდამჭერები ვართ და გვიხარია, რომ წელს სფეროს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებაში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების უფროსი.
ინფორმაციისთვის, ღონისძიება Spotlight-ის მოგზაურობა 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც Marketer.ge-მ ინდუსტრიის წარმომადგენელს ერთ სივრცეში მოუყარა თავი. დღეს „სფოთლაითი“ აერთიანებს ყველას, ვინც ინოვაციურ კვალს ტოვებს – იქნება ეს ბიზნესის, მარკეტინგის, ტექნოლოგიების თუ სტარტაპების სფეროში. ეს ტრანსფორმაცია ასახავს თანამედროვე ბიზნესის მზარდ ურთიერთკავშირს, სადაც მარკეტინგი, ტექნოლოგიები და ინოვაცია განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული.