სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი “ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
კიდევ ერთი სიახლე PSP-სგან - ქართველ მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია საკვები დანამატების ფრანგული ხარისხის ახალი სტანდარტი სილამაზესა და ჯანმრთელობაში, პრემიუმ ბრენდის „ლაბორატორია გრანიოს“ (Granions Laboratoir) პროდუქტები.
„ლაბორატორია გრანიოს“ უკვე 75 წელია წამყვანი ბრენდია მიკროელემენტებისა და საკვები დანამატების სფეროში. ის ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ოლიგოთერაპიის კონცეფცია დანერგა ფარმაცევტულ ბაზარზე და დღესაც ლიდერია ამ მიმართულებაში.
კომპანია ჰიპოალერგიული მაღალი ხარისხის და ბიოშეღწევადობის ინგრედიენტებით აწარმოებს ბუნებრივ და კლინიკურად დადასტურებულ პროდუქტებს: ვიტამინები, მინერალები, ოლიგოელემენტები, ზღვის კოლაგენის შემცველი საკვები დანამატები, სილამაზის, გაახალგაზრდავების და კანის მოვლის პროდუქები და სხვ.
ზღვის კოლაგენის უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობა და მრავალმხრივი სასარგებლო თვისებები ხელს უწყობს თმის, კანის, ფრჩხილის, სახსრების და ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას; დერმატოლოგიური ხაზი განკუთვნილია როგორც მგრძნობიარე კანის, ასევე ატიპოიური ეგზემის და აკნეს სამკურნალოდ.
„PSP მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციებსა და თანამედროვე მედიცინის სიახლეებს, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვას გაუმარტივებს. მეცნიერებაზე დაფუძნებული ინოვაციური ფორმულებით ბუნებრივ ინგრედიენტებზე შექმნილი პროდუქტების ეფექტურობა დადასტურებული კლინიკურად და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების GMP და ISO სერტიფიკატებით, საერთაშორისო ჯილდოებით და მსოფლიოს მრავალი ქვეყენის მომხმარებელთა ნდობით.
ფრანგული ხარისხის და 75 წლიანი გამოცდილების „ლაბორატორია გრანიოს“ პროდუქცია საშუალებას გვაძლევს ჩვენ მომხმარებლებს გავაცნოთ ახალი სტანდარტი სილამაზესა და ჯანმრთელობაში“- აცხადებენ PSP-ში.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
განჯინა - ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
13.03.2026.18:16
ბავშვობა ბებიის გარეშე წარმოუდგენელია. ხშირად, სწორედ ბებიები არიან ის ადამიანები, რომლებიც უპირობო სიყვარულითა და უკომპრომისო ერთგულებით გვაჯილდოებენ. წლევანდელი საგაზაფხულო კამპანია საქართველოს ბანკმა ბებიებს მიუძღვნა.
ცხადია, ეს კამპანია ნოსტალგიური გემოს გარეშე ვერ ჩაივლიდა, ამიტომაც საკონდიტრო ბრენდ განჯინას დამფუძნებელს, სოფო ჩიქოვანს ვესაუბრეთ. კამპანიის ფარგლებში, ის სტუმრებს განსაკუთრებულ სიახლეს შესთავაზებს – ბავშვობის მონატრებული გემოს, ატმის ნამცხვრის დაგემოვნება განჯინაში მხოლოდ მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. ასევე, თუ განჯინას 31 მარტის ჩათვლით ეწვევით, 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ PLUS ბარათით გადახდისას.
გემო და მეხსიერება
სოფო გვიყვება, რომ ბავშვობასთან ყველაზე მეტად დესერტები, განსაკუთრებით კი ბებიის რეცეპტები აკავშირებს. დღემდე ვერ ივიწყებს ბებიის მომზადებულ ვანილის ტორტს შოკოლადის გედებით და ნამცხვარს სახელად ატმები, რომელსაც მისთვის განსაკუთრებით ნოსტალგიური გემო აქვს. ცხობის მიმართ მისი განსაკუთრებული სიყვარულიც ბებიის მიერ მომზადებულ ნუგბარს უკავშირდება.
მარტის თვეში სოფო ბავშვობის გემოებს განჯინაში გაგვიზიარებს. ბებიის რეცეპტით მომზადებული ატმებით სტუმრებისთვის იმ ზრუნვის, სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას ეცდება, რომელიც მისთვის ამ დესერტთან ასოცირდება. ნუგბარი ნოსტალგიურ გემოსთან ერთად უნივერსალურობითაც გამოირჩევა.
როგორც სოფოსგან შევიტყვეთ, დღეს მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ე.წ. კორპუსიანი, ანუ რეალისტური დესერტები, რომლებიც ვიზუალურად ნამდვილ ხილს ჰგავს, შიგნით კი ბისკვიტის, კრემისა და მუსის რთულ კომპოზიციას მალავს. განჯინაში მსგავსი ტექნიკით შექმნილი რამდენიმე ნუგბარი უკვე აქვთ, ახლა კი მათ რიგებს ტრადიციული ატმებიც შეუერთდება.
“რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი ამ ნამცხვარს სულ ამზადებს და ეს გემო მასთან ერთად გატარებულ ძვირფას დროს მახსენებს. გვინდოდა, ეს ემოცია სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. დარწმუნებული ვარ, ატმები უფროს თაობას ბავშვობის ტკბილ ნოსტალგიას გაუღვიძებს, ახალგაზრდებს კი თავისი ტრენდულობითა და გამორჩეული ვიზუალით მოხიბლავს”, – აღნიშნავს განჯინას დამფუძნებელი.
განჯინას შესახებ
განჯინა საკონდიტრო ბრენდია, რომლის ისტორიაც პანდემიის პერიოდიდან იწყება. სოფო ჩიქოვანი პანდემიამ მიახვედრა, რომ ცხობა საყვარელ საქმიანობასთან ერთად, დიდი პოტენციალის მქონე პროფესიადაც შეეძლო ექცია. პირველივე ნაბიჯებიდან მხარში დედა ედგა და ზუსტად ამიტომ, არასდროს დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ყველაფერი გამოუვიდოდა.
“ღუმელის საყიდლადაც მე და დედა ერთად წავედით ლილოში. ვიყიდეთ 120-ლარიანი ღუმელი და განჯინას ისტორიაც ამ ღუმელით დაიწყო“, – იხსენებს განჯინას დამფუძნებელი, სოფო ჩიქოვანი.
სულ მალე განჯინა ძალიან პოპულარული გახდა. ბიზნესის ზრდისთვის ფეხი რომ აეწყო, სოფომ გადაწყვიტა, ესპანეთში, კერძოდ კი ბარსელონაში, საუკეთესო საკონდიტრო უნივერსიტეტში ჩაებარებინა.
“სპეციალურად ამისთვის ესპანური ენა სამ თვეში ვისწავლე და უნივერსიტეტში ჩავაბარე. იქ 1 წელი ვსწავლობდი და ამ პერიოდის განმავლობაში განუწყვეტლივ თბილისში ჩამოსვლასა და საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ვფიქრობდი”, – ამბობს სოფო
დღესდღეობით განჯინა მზარდი ბიზნესია, რომელსაც 25 ადამიანისგან შემდგარი გუნდი აძლიერებს. ბრენდის უკან ძირითადად ქალები დგანან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რათა საკონდიტრო გამორჩეული დესერტებით ყოველდღიურად დახუნძლონ.
განჯინას სამომავლო გეგმები
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებსაც განჯინა მიმდინარე წელს გვპირდება. სოფო აღნიშნავს, რომ სულ მალე ბრენდი სტუმრებს ახალ ფილიალში მიიღებს, სადაც მათ ახალი გემოებითაც გაუმასპინძლდებიან. ამასთან, წლის განმავლობაში განჯინას ტკბილეულის გასინჯვა სხვადასხვა pop-up კუთხეშიც იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სოფოს ოცნებაა, განჯინა ესპანეთის რომელიმე ქალაქშიც გახსნას და უგემრიელესი დესერტები ადამიანებს საზღვრებს გარეთაც გააცნოს. მას სჯერა, რომ ეს ჩანაფიქრი ადრე თუ გვიან ხორცს შეისხამს და ჟინი, ისევე როგორც ადრე, მომავალშიც ყველაფერს შეაძლებინებს.