„შუაგული“ ფართოვდება - ოქტომბრის ბოლოს ორი ახალი სივრცე და მინი გოლფის მოედანი იხსნება
საღონისძიებო სივრცე Shuaguli • შუაგული ვითარდება და ფართოვდება, რაც მას საკუთარი მომხმარებლებისთვის მეტი სერვისის შეთავაზების საშუალებას აძლევს. როგორც Business Insider Georgia-სთან VNG GROUP-ის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლანა ბლიაძემ განაცხადა, დღეისათვის „შუაგული“ 7 სივრცისგან შედგება, თუმცა მალე მას ახალი და განსხვავებული სივრცეები დაემატება.
„ჩვენი საღონისძიებო სივრცე მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებს - სტუმრებს, აღნიშნულ სეზონზე, აქვთ არჩევანი კლასიკურ, დახურულ დარბაზებსა და ნახევრად ღია სივრცეებს შორის. “მთავარი დარბაზი” კლასიკური და ელეგანტურია, “გარდენი” გამწვანებული და მყუდრო, „ლეიქსაიდი“ ნახევრად დახურული სივრცეა აუზთან, რომელიც აღნიშულ სეზონზე ვიტრაჟულად იხურება და სითბოს ინარჩუნებს, გვაქვს ასევე საზაფხულო პავილიონები, ასევე პანორამული დარბაზი. საერთო ჯამში, გვაქვს 7 სივრცე, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანზეა მორგებული და თითოეული სტუმარი იპოვის მისთვის სასურველ სივრცეს, ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის.
დაახლოებით ოქტომბრის ბოლოსთვის გვექნება ორი ახალი სივრცის გახსნა - მინი გოლფის მოედანი და ინოვაციური ფოტოსივრცე - „ფოტო ვენიუ“. ეს ნიშნავს, რომ სივრცეში შესვლისთანავე 12 ერთმანეთისგან განსხვავებული გარემო დაგხვდებათ, სადაც ნებისმიერ კუთხეში შეძლებთ ლამაზი და დამამახსოვრებელი ფოტოების გადაღებას. ზოგადად, „შუაგულში“ ფოტოების გადაღების დიდი მოთხოვნაა, აქამდე თუ ღია, ულამაზეს სივრცეს ვთავაზობდით, ახლა სხვადასხვა თემატიკის ფოტოზონებშიც შეუძლიათ ჩვენს სტუმრებს პოზიორობა, როგორც აღვნიშნეთ, გახსნა დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
გზაშია ასევე ბროწეულების დარბაზი, სადაც ბროწეულების ხეივანი და ულამაზესი გარემო იქნება, მისი გახსნა ოდნავ მოგვიანებით იგეგმება“, — აცხადებს ლანა ბლიაძე.
„შუაგული“ — ეს არის ამბავი, რომელიც დაიწყო სიყვარულით და თავგადასავლებით.
„მთავარია კარი შეაღოთ და სული შეგეკვრებათ … ზურმუხტისფერი ბალახი და საფირისფერი ცა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და სხვა განზომილებაში გადაჰყავხართ… სივრცე, რომელიც გიცოცხლებთ თბილ ემოციებს, სადაც სიყვარულის სიმფონიას კლასიკა იწყება და თანამედროვეობა ასრულებს.
,,შუაგული” გთავაზობთ სივრცეებს ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი დღისთვის. ჩვენი სივრცეები ერთნაირად მიმზიდველია, როგორც კლასიკური საღამოებისთვის, ასევე მყუდრო ოჯახური და სამეგობრო შეკრებებისთვის, ბავშვებთან ერთად სტუმრობისთვის, გარე ღონისძიებებისა და აუზის თემატიკისთვის.
ასეთია ადგილი, სადაც დრო ჩერდება და არსებობს მხოლოდ სიყვარული.
„შუაგული” – ზღაპრული აღნიშვნის სამყარო“, - აღნიშნულია საღონისძიებო სივრცის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.