მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

შთამბეჭდავია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბიზნესს - გოჩა კამკია

news image

„ამბასადორ აილენდ ბათუმი“ - ეს პროექტი შავი ზღვის აუზის ქვეყნების ისტორიაში უძრავი ქონების ყველაზე მსხვილი და კონცეპტუალური შეთავაზებაა დანარჩენი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა. 

მისი თქმით, ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი საქართველოს გლობალურ ბიზნესდიალოგში გამორჩეულ და უნიკალურ პოზიციას ანიჭებს. 

„ეს პროექტი ჩვენს ქვეყანას იმთავითვე გამორჩეულს, უნიკალურსა და განსხვავებულს ხდის, როდესაც საქმე დანარჩენ სამყაროსთან ბიზნესდიალოგს ეხება. მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ გვქონდა ბედნიერება, გლობალური კომპანიების ჩართულობით საქართველოდან შეგვეთავაზებინა კონცეპტუალური უძრავი ქონების გეგმა, რომელიც თავისი ფუნქციური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კერძოდ, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ აქ გაშენდება სასტუმროები, აპარტამენტები, ვილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები“, - აცხადებს გოჩა კამკია. 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებს, საქართველოში პირველ პროფესიონალურ იახტ კლუბს და მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს, რაც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

„საგანმანათლებლო და ჯანდაცვის დაწესებულებებთან ერთად, პროექტი მოიცავს საქართველოში პირველ პროფესიონალურ იახტ-კლუბს, რაც, ბიზნესთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში ახალი კულტურის შემოტანას ნიშნავს.

ამასთანავე, შთამბეჭდავია თავად პროექტის საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბიზნესს. ჩვენს კომპანიაში სწორად ჩამოყალიბებული სისტემების შედეგად, უკვე სრულ მზადყოფნაში ვართ, ვუმასპინძლოთ ამ მასშტაბურ ბიზნესპროცესებს“, - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მერე’ს სააღდგომო შეთავაზებები

06.04.2026.10:38

გაზაფხულზე, განსაკუთრებით კი სააღდგომო დღეების მოახლოებისას, ჩვენი ყოველდღიური საჭიროებები საგრძნობლად იზრდება. ეს ის პერიოდია, როცა სადღესასწაულო სუფრის მომზადება, გარდერობის განახლება, სახლისთვის ტექნიკის შეძენა თუ ქალაქგარეთ დასვენების დაგეგმვა ერთდროულად ხდება აქტუალური. მსგავსი მრავალფეროვანი ხარჯების ერთბაშად დაფარვა ბიუჯეტისთვის ხშირად მნიშვნელოვანი გამოწვევაა და შესაძლოა, დამატებით ფინანსურ სტრესთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამ მიზნებისთვის Silk Bank-მა მერე ბარათის სპეციალური სააღდგომო შეთავაზებები მოგვიმზადა. ამ ინიციატივის დახმარებით საჭირო ნივთებსა თუ მომსახურებებს გაცილებით მარტივად მიიღებ და ფინანსებს უფრო გონივრულად გაანაწილებ.

სააღდგომო შეთავაზებები ვრცელდება შერჩეულ პარტნიორ ობიექტებზე, სადაც ზოგან - სასიამოვნო ქეშბექები, ზოგან კი განაწილების გაზრდილი თვეები გელოდება. ეს ყველაფერი ხდება ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 0%-ად, რაც მაქსიმალურ მოქნილობასა და რეალურ ეკონომიას ნიშნავს.

სადღესასწაულო სამზადისი ხშირად საკუთარი თავის გახალისებით იწყება. თუ საგაზაფხულო გარდერობის განახლებას გეგმავ, ეს შეთავაზება ნამდვილად შენთვისაა: 5-იდან 7 აპრილის ჩათვლით, Dressup-ის მაღაზიებსა თუ ონლაინ პლატფორმაზე (dressup.ge) შოპინგისას მერე ბარათით გადახდის შემთხვევაში, თანხის 30% (მაქსიმუმ 150 ლარი) უკან დაგიბრუნდება, ხარჯს კი სრულიად უმტკივნეულოდ 4 თვეზე გაანაწილებ.

გაზაფხული ცვლილებების დროა და შესაძლოა, სწორედ ახლა გადაწყვიტო სახლისთვის, საჩუქრად ან უბრალოდ საკუთარი კომფორტისთვის ახალი ტექნიკის შეძენა. მაღაზიებში ისედაც არსებულ სააღდგომო ფასდაკლებებთან ერთად, მერე ბარათის 30 პარტნიორ კომპანიაში შენაძენის ღირებულებას გაორმაგებულ — 6, 8, 10 და 12 თვეზე გაანაწილებ ეფექტურ 0%-ად. ეს შესაძლებლობა მხოლოდ 3-13 აპრილის შუალედშია აქტიური.

მათთვის, ვინც სადღესასწაულო, გრძელ დასვენებებზე ქალაქგარეთ გასვლას ან სულაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოგზაურობას აპირებენ, სილქ ბანკმა დამატებითი კომფორტი შექმნა. 3-იდან 13 აპრილის ჩათვლით Booking-სა და Airbnb-ზე სასტუმროს ან აპარტამენტის დაჯავშნას მერე ბარათით შეძლებ ნებისმიერი პერიოდისთვის, სრული ღირებულება კი 12 თვეზე ეფექტურ 0%-ად განაწილდება.

თუ გსურს, სადღესასწაულო ვახშამი ევროპული გემოებით გაამდიდრო, ევროპროდუქტი საუკეთესო არჩევანია, რადგან აქ ერთ სივრცეში ყველაზე დიდი ასორტიმენტი დაგხვდება. 6-იდან 15 აპრილის ჩათვლით ნებისმიერ ტერმინალზე მერე ბარათით გადახდისას თანხის 20%-ს (მაქსიმუმ 100 ლარს) ქულების სახით დაიბრუნებ Silk მობაილბანკში. ხარჯს ამ შემთხვევაში 3 თვეზე გაანაწილებ. დაგროვილი ქულების ლარში გადაცვლა კი ნებისმიერ დროს უმარტივესადაა შესაძლებელი (100 ქულა = 1 ლარი).

სადღესასწაულო დღეებში ხშირი მგზავრობა და სტუმრიანობა გარდაუვალია. 6-იდან 15 აპრილის ჩათვლით მერე ბარათით საწვავის ხარჯსაც 3 თვეზე გაანაწილებ, ეფექტურ 0%-ად, საქართველოში სოკარის ნებისმიერ ბენზინგასამართ სადგურზე და დამატებით 20%-ს (მაქსიმუმ 100 ლარს) ქულების სახით დაიბრუნებ.

ეკოლოგიური ტრანსპორტის მფლობელებისთვისაც იდენტური პირობები მოქმედებს: თუ ელექტრომობილი გყავს, 6-იდან 15 აპრილამდე EV power-ის 60 000-ზე მეტ დასამუხტ სადგურზე შეგიძლია ავტომობილის დამუხტვა ნებისმიერ დროსა და ადგილას. უბრალოდ მოძებნე აპლიკაციაში სასურველი მისამართი, გადაიხადე მერე ბარათით და დაიბრუნე 20% (მაქსიმუმ 100 ლარი ქულების სახით), თანხას კი 3 თვეზე გაანაწილებ.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს მერე ბარათი და გსურს ამ მრავალფეროვანი შეთავაზებებით სარგებლობა, მისი აღება სრულიად უფასოდ შეგიძლია ონლაინ, Silk მობაილბანკშიბანკის ფილიალებსა და პარტნიორ ობიექტებში.

გაქვს ახლა, იხდი მერე!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა