მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.1
0.0079
flag
AZN 1.5918
-0.0005
flag
CNY 38.044
-0.0026
flag
EUR 3.1203
-0.0139
flag
GBP 3.5401
-0.0113
flag
KZT 52.17
-0.0005
flag
TRY 0.0639
0
flag
USD 2.7067
-0.0006

„შოკოჰოლიკმა“ საახალწლო შეკვეთების მიღება დაიწყო და ასორტიმენტს ახალი პროდუქტიც დაამატა

news image

არტიზანული შოკოლადის საწარმო Chocoholic - შოკოჰოლიკმა, რომელიც 6 სახეობის ნუგასა და სხვადასხვა სახის შოკოლადს აწარმოებს, საახალწლო შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო.

როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი თეა ედიშერაშვილი აცხადებს, სეზონურობის გათვალისწინებით საახალწლოდ „შოკოჰოლიკმა“ ასორტიმენტს შტოლენი დაამატა. „ნუგებთან დაკავშირებით ასორტიმენტი იგივე გვაქვს და ვფიქრობ, სრულიად ნორმალურია, რომ 2 წლის განმავლობაში 6 სხვადასხვა სახეობის ნუგა გვაქვს. რაც შეეხება შოკოლადებს - ყოველთვის ვითვალისწინებთ მომხმარებლების გემოვნებას და შოკოლადს წინასწარი შეკვეთების საფუძველზე ვამზადებთ. ამ მხრივ ნამდვილად ვაკმაყოფილებთ ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს. დამატებით პროდუქტებში კი ყოველთვის ვითვალისწინებთ სეზონურობას. მაგალითად, სააღდგომოდ გვაქვს პასკა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად - შტოლენი. წელს პირველად ავიღეთ შტოლენზე შეკვეთები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და წლევანდელი შტოლენი, სხვა შოკოლატერიებისა და საცხობებისგან განსხვავებით, იქნება ძალიან მაღალი ხარისხის, ნარჩევი ინგრედიენტებით. ჩვენ უფრო მეტი პრეტენზია გვაქვს ხარისხზე, ვიდრე რაოდენობაზე, ამიტომაც რაოდენობა ყოველთვის შეზღუდულია,“ - განმარტავს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

„შოკოჰოლიკის“ საახალწლო შეთავაზება საახალწლო თემატიკით მორთულ ბოქსებს მოიცავს.

„საახალწლოდ ყოველთვის გვაქვს სპეციალური შეთავაზებები. კომპანიებს და დაინტერესებულ პირებს ვუგზავნით პრეზენტაციებს, სადაც ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი და დასურათებული. გვაქვს საახალწლო თემატიკის ნუგების ბოქსები. თავად ფილები ძალიან პრეზენტაბელური და ლამაზია. საახალწლო სიახლეა ასევე შტოლენიც, რომელიც ისეთი უნდა იყოს, რომ მასზე მთელი თბილისი ლაპარაკობდეს,“ - ამბობს თეა ედიშერაშვილი.

„შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ წლევანდელი წინასაახალწლო პერიოდი შეკვეთების კუთხით გასული წლისგან განსხვავებული იქნება და კომპანია მეტ შეკვეთას მიიღებს.

„შარშანდელი წინასაახალწლო პერიოდი ქვეყანაში აქციების პერიოდს დაემთხვა და პრაქტიკულად 2024 წლის სეზონი ჩავარდა. ჩავარდა კორპორატიული შეკვეთებიც, რადგან სამსახურებში კორპორატიული წვეულებები გაუქმდა. წელს, წინასაახალწლო პერიოდის შესაფასებლად ჯერ ადრეა და სტატისტიკა არ მაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ 2025 წლის სეზონი გასულის მსგავსი არ იქნება და უფრო მეტი შეკვეთა შემოვა,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

დღეისათვის „შოკოჰოლიკის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე „სმარტის“ ფილიალებში.

„ჩვენი პროდუქცია იყიდება ონლაინ და „სმარტის“ რამდენიმე ფილიალში. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე ძალიან კარგ კომპანიასთან. მცირე მეწარმეებსა და დიდ კომპანიებს შორის მოლაპარაკება ხშირად დამოკიდებულია მარჟასა და პროცენტებზე, და ამ მხრივ ძალიან გვჭირდება ხელშეწყობა. ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, და ამ შემთხვევაში ბევრ ჩვენნაირ მცირე ბიზნესს წარმოვადგენ. საჭიროა არსებობდეს სტანდარტი, რომ ყველა კომპანიასთან ერთიდაიგივე მიდგომა არ ჰქონდეთ და გარკვეული შეღავათები იყოს. სამწუხაროდ, ეს შეღავათები არ არის. „სმარტს“ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან თავიდანვე დიდი ხელშეწყობით დავიწყეთ თანამშრომლობა და დღემდე ასე გრძელდება. კარგი იქნება, თუ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ „სმარტს“ და უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება პატარა მეწარმეებს,“ - აცხადებს „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელი.

საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში შოკოლადის და ზოგადად სხვადასხვა ინგრედიენტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა „შოკოჰოლიკმა“ მოახერხა, რომ ფასები დღემდე შენარჩუნებული აქვს.

„პროდუქცია არ გაგვიძვირებია. თუმცა ეს თავად კომპანიისთვის მძიმეა, რადგან კაკაოს ფასი მსოფლიო ბაზარზე თითქმის 200%-ით არის გაზრდილი და შესაბამისად შოკოლადის ნაწარმის ფასიც იზრდება. ჩვენი ძირითადი მიმართულება ნუგების წარმოებაა. შოკოლადს რაც შეეხება - ჩვენს შემთხვევაში - ეს არ არის მასიური წარმოება. ყველაფერი ხელით მუშავდება, ხელით იხატება - მცირე წარმოებაა, მაგრამ ლუქს ბრენდია. წარმოებაში შოკოლადს ბევრს არ ვიყენებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფასები იგივე დაგვეტოვებინა. ნუგების ფასიც 2 წელია არ გაგვიზრდია, მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულის ფასი გაზრდილია. ჩვენი პროდუქცია ისედაც არ არის იაფი - ნედლეულის მაღალი თვითღირებულების გამო. ვეცადეთ, რომ მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობა შეგვენარჩუნებინა. მირჩევნია, რომ ამ ეტაპზე კომპანიას ნაკლები შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი მუდმივი მომხმარებლებისთვის ფასები იგივე დარჩეს. თუმცა, არ ვიცი, ფასების შენარჩუნებას როდემდე შევძლებთ. თუ ნედლეულის ფასი ისევ გაიზრდება, ცხადია, კომპანიის გაკოტრებაზე ვერ წავალ,“ - განმარტავს თეა ედიშერაშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მოემზადე ზამთრისთვის“ - განაახლე ავტომობილის მოვლის საშუალებები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

20.11.2025.16:54

თოვლი, ყინული, წვიმა, ნისლი და დაბალი ტემპერატურა - ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ამინდის ცვლილება ავტომობილით გადაადგილებისას მძღოლებს გარკვეულ გამოწვევებს უქმნის. უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად კი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება აუცილებელია. 

„თეგეტა მოტორსი“ უკვე წლებია, ახსენებს მძღოლებს, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნა, არამედ მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. „მოემზადე ზამთრისთვის“ - ამ გზავნილით კომპანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და ყურადღებას იმ აუცილებელ პროცედურებსა თუ პროდუქტებზე ამახვილებს,რომლებიც ზამთარში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამ პროცესში ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი ანტიფრიზისა და საქარე მინების საწმენდი სითხის სწორად შერჩევა და დროული შემოწმებაა.

დიმიტრი ზედელაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საცხებ-საპოხი მასალების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენთვის, როგორც საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიისთვის, მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მხოლოდ სერვისით არ შემოიფარგლება - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და ზამთრისთვის ტექნიკური მომზადების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ. „თეგეტა მოტორსში“ მიგვაჩნია, რომ სწორად მომზადებული ავტომობილი ნიშნავს მშვიდ მგზავრობას, თავდაჯერებულობას გზაზე და რისკების მინიმუმამდე დაყვანას“.

ანტიფრიზი - ძრავის მთავარი დამცველი ყინვისგან

ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, დროულად შემოწმდეს და შეიცვალოს ანტიფრიზი. იგი ცნობილია, როგორც გამაგრილებელი სითხე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას. თუმცა ანტიფრიზის ფუნქცია მხოლოდ ყინვისგან დაცვით არ შემოიფარგლება, ის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ანტიფრიზის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის. ის განსხვავდება ფერებით, თუმცა ფერი არ ნიშნავს ტექნიკურ განსხვავებას. რეალური განსხვავება ქიმიურ შემადგენლობაშია. ანტიფრიზის სწორად შესარჩევად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკური მონაცემების გათვალისწინება.

ანტიფრიზი ძრავს გაყინვისგან იცავს და -30-35 გრადუს ტემპერატურას უძლებს. გარდაამისა, გამაგრილებელი ფუნქცია აქვს ზაფხულის პერიოდში და ძრავს გადახურებისგან იცავს. ანტიფრიზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი კოროზიისგან დაცვაა. ის შეიცავს დანამატებს, რომლებიც წყლის ტუმბოსა და სისტემის შიდა ნაწილებში ხელს უშლის ჟანგის წარმოქმნას.

ანტიფრიზის შემოწმება და დროულად შეცვლა ავტომობილის რეგულარული მოვლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მდგომარეობას ძირითადად შემოდგომაზე, ზამთრის დაწყებამდე, ამოწმებენ, თუმცა რეალურად ანტიფრიზის შემოწმებას სეზონურობა არ ახასიათებს და შესაძლებელია, წლის ნებისმიერ დროს, საჭიროებისამებრ, შემოწმდეს და შეიცვალოს. როგორც წესი, ანტიფრიზი იცვლება 2-5 წელიწადში ერთხელ ან ავტომწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით“, - აღნიშნავს დიმიტრი ზედელაშვილი.

თუ ანტიფრიზი დროულად არ შეიცვლება, შეიძლება, დაბინძურდეს და დაკარგოს სითბოს რეგულირების უნარი ან აღარ დაიცვას სისტემა ყინვისგან, რისი შედეგიც შეიძლება, იყოს ძრავის სისტემის დაზიანება.

მინის საწმენდი სითხე - ხილვადობა და უსაფრთხოება

ზამთარში თოვლი, ტალახი და ყინვა პირდაპირ მოქმედებს საქარე მინის სისუფთავეზე. თუ მძღოლს ხედვა ეზღუდება, ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ყინვის საწინააღმდეგო მინის საწმენდი სითხის გამოყენება.

ზამთრის პერიოდში, ერთი შეხედვით, უბრალო შეცდომებიც კი სერიოზულ პრობლემად იქცევა. ხშირად მძღოლები საქარე მინის საწმენდ ავზში წყალს ასხამენ, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე იყინება, შედეგად ყინული ბლოკავს შუშის საწმენდებს და მძღოლი ვერ ახერხებს მათ გამოყენებას, რაც გზაზე მოძრაობისას რისკებს ზრდის.

ზამთრისთვის განკუთვნილი მინის საწმენდი სითხეები სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ არ გაიყინოს და ნებისმიერ ტემპერატურაზე უზრუნველყოს საქარე მინის სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა.

„თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მომხმარებელს კვალიფიციური პერსონალი დაეხმარება, რომ ავტომობილი ზამთრისთვის სრულყოფილად მოამზადონ: პროფესიონალური დიაგნოსტიკით, შესაბამისი სითხეების შერჩევითა და საჭირო სამუშაოების შესრულებით. ზრუნვა ავტომობილზე ზამთრის დაწყებამდე ნიშნავს მშვიდ, დაცულ და კომფორტულ მგზავრობას მთელი სეზონის განმავლობაში.

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა