მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

შობა-ახალი წლის პერიოდში საზღვარგარეთ დასვენებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები - Traveltime.ge ბაზრის ტენდენციებზე

news image

ტურისტული კომპანია Traveltime.ge • თრეველთაიმ.ge-ს მაგალითზე, შობა-ახალი წლის პერიოდში დასვენებაზე მაღალი მოთხოვნაა ევროპულ მიმართულებებზე. როგორც Business Insider Georgia-ს Traveltime.ge-ს თანადამფუძნებელმა თაკო მამაიაშვილმა განუცხადა, ევროპული მიმართულებების გარდა წელს შობა-ახალი წლისთვის აქტიურია დუბაი და დოჰა. როგორც ტურისტულ კომპანიაში განმარტავენ, წელს საახალწლოდ ევროპაში დასვენება საშუალოდ 10%-ით არის გაძვირებული.

„ზოგადად, შობა-ახალი წლის პერიოდი ყველაზე დატვირთული პერიოდია ტურისტულ ინდუსტრიაში, და 2025 წელსაც განსაკუთრებულად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მოთხოვნა პრაქტიკულად ყველა მიმართულებაზეა, ისევე როგორც 2024 წელს. თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე ქალაქი, რომლებიც შობა-ახალი წლის პერიოდში დასვენებისთვის ლიდერობენ. ისევე როგორც წინა წელს, წელსაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პარიზი, როგორც ყველაზე რომანტიკული მიმართულება - სიყვარულის ქალაქი. პრაღა და ბუდაპეშტი მიმართულებებია, სადაც ევროპული საშობაო ბაზრობების და კულტურული ატმოსფეროს გამო მიდიან. წელს ასევე მოთხოვნაა დუბაიზე და დოჰაზე - თბილი კლიმატი და მაღალი ხარისხის სერვისი. დოჰას მიმართულების გააქტიურება წელს გამოიწვია იმ ჩარტერულმა ფრენებმა, რომლებიც თბილისსა და დოჰას შორის დაინიშნა. დოჰაზე წინა წელს ასეთი მაღალი მოთხოვნა არ ყოფილა.

ერთ-ერთი მიმართულება, რაც წელს დაემატა და გახდა საკმაოდ აქტიური, არის ვენეციის მიმართულება. ავიაკომპანია Wizz Air-მა დეკემბრიდან დაამატა ვენეციაში ფრენა და ეს მიმართულებაც საკმაოდ აქტიური გახდა. ვენეციაზე საახალწლოდაც მოთხოვნაა, თუმცა განსაკუთრებული აქტიურობა ვენეციის კარნავალის პერიოდზე შეინიშნება. ასევე აქტიურია ეგვიპტე,  თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეგვიპტის მიმართულება ყოველ წელს აქტიურია და წელსაც საახალწლოდ აქვს მოთხოვნა“, - აღნიშნა თაკო მამაიაშვილმა.

Traveltime.ge-ს მეორე თანადამფუძნებელი, ნინი მამაიაშვილის თქმით, საახალწლო პერიოდში პოპულარულია ეგზოტიკური ქვეყნებიც.

„პოპულარულია ეგზოტიკური ქვეყნებიც. მაგალითად, ტაილანდის მიმართულება საკმაოდ პოპულარულია და ასევე შრი-ლანკაც. თუმცა წინასაახალწლო პერიოდში უფრო არჩევენ, რომ ევროპაში წავიდნენ, რადგანაც იქ ძალიან ლამაზი საშობაო ბაზრობებია. თუმცა ვიტყოდი, რომ ტაილანდის მიმართულებაც საკმაოდ აქტიურია. ასევე მოთხოვნაა მალდივებზეც, თუმცა ტაილანდი უსწრებს მოთხოვნის კუთხით. მალდივებზე დასვენებას ძირითადად წყვილები ითხოვენ“, - განმარტავს ნინი მამაიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ტურისტული კომპანია Traveltime.ge დებმა თაკო და ნინი მამაიაშვილმა დააფუძნეს და ის ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია დაკომპლექტებულია გამოცდილი გუნდისგან, რომელიც მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების დამღლელი რუტინის გამრავალფეროვნებასა და გაფერადებაზე, საოცარი ადგილების აღმოჩენით და ბედნიერი მოგონებების შექმნით.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image BIAFF 2025 - ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

12.12.2025.12:18

13-17 დეკემბერს, ბათუმის კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ბიაფის კინოკვირეულს. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი.

წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები 15 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 20-ზე მეტი ქვეყნიდან. კინოჩვენებებს კავეა გრანდ მოლი უმასპინძლებს.

მაყურებელს საშუალება ექნება რამდენიმე სექციაში ნახოს და შეაფასოს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის - კანი, ვენეცია, სანადენსი, ბერლინალე, ტორონტო, კარლოვი ვარი, ლოკარნო და ა.შ. მონაწილე, წლის გამორჩეული ფილმები.

წელს, კინოფესტივალი წინა წლებისგან განსხვებული ფორმატით ჩატარდება - ჟიურის ნაცვლად, კინომოყვარულებს შეეძლებათ შეაფასონ ფილმები და გამოავლინონ აუდიტორიის პრიზი.

საფესტივალო ფილმების ჩამონათვალს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

შეიძინეთ ბილეთები tkt.ge-ზე და მხარი დაუჭირეთ ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალს, ისიამოვნეთ BIAFF 2025-ის ექსკლუზიური კინოკოლექციით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა