შეთავაზებები საბავშვო მაღაზიებსა და ობიექტებში საქართველოს ბანკის PLUS და AmEx ბარათების მფლობელებისთვის
საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, PLUS და საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, საბავშვო მაღაზიებსა და გასართობ სივრცეებში უფრო მეტი PLUS და MR ქულა დააგროვონ.
PLUS ბარათის მფლობელები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ შემდეგ ობიექტებში:
• Zootopia-ში, კონტაქტური ზოოპარკში, თბილისა და ბათუმში. შეთავაზება მოქმედებს 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით;
• Kiwos Toys სათამაშოების მაღაზიაა მრავალფეროვანი ასორტიმენტით. შეთავაზება მოქმედებს 30 სექტემბრამდე როგორც ფიზიკური, ასევე ციფრული ბარათით გადახდისას;
• Magic City მულტიფუნქციური ცენტრია 50-ზე მეტი ატრაქციონით, ვიდეო და სიმულაციური თამაშებით, ინტერაქციული გასართობი ზონით. შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს;
• Pupazzo Toy-ის ეკომეგობრულ, პრემიუმ სათამაშოების მაღაზიაში PLUS ქულების შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს;
• Bicocca Baby Boutique საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ელეგანტურ კოლექციებს აერთიანებს. შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს;
• Carter’s ამერიკული ბრენდია, რომელიც სპეციალიზებულია ბავშვთა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. შეთავაზება აქტიურია 31 აგვისტოს ჩათვლით;
• Sokko საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდია. შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს;
• LitKid საბავშვო ლიტერატურის ციფრული პლატფორმაა. შეთავაზება 30 სექტემბრამდეა აქტიური;
• Orgservice სასკოლო, საბავშვო და სამხატვრო ნივთების ფართო ასორტიმენტს აერთიანებს.შეთავაზება 31 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს;
• Mima Kids ესპანური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ელეგანტურ დიზაინსა და ინოვაციურ ფუნქციონალს აერთიანებს. მაღაზიაში PLUS ქულების შეთავაზება 30 სექტემბრამდე მოქმედებს.
გარდა ამისა, kubiki.ge-ში LEGO-ს ექსკლუზიურ კოლექციაზე 23-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვებაა შესაძლებელი.
ნახეთ PLUS ბარათის საბავშვო შეთავაზებების დეტალები საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
AmEx-ის საკრედიტო ბარათის მფლობელები კი 5-ჯერ მეტ MR ქულას დააგროვებენ შემდეგ ობიექტებში:
• Zootopia;
• Kiwos Toys;
• Magic City;
• Pupazzo Toy;
• Bicocca Baby Boutique;
• Babystep;
• Carter’s;
• Mima Kids;
• Sokko;
• Orgservice.
აღნიშნულ ობიექტებში შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის 30 სექტემბრამდე მოქმედებს. გაეცანით შეთავაზებების დეტალებს საქართველოს ბანკის ვებგვერდზე.
მოემზადეთ სასკოლო სეზონისთვის, შეუკვეთეთ PLUS ბარათი ონლაინ – პლასტიკურ ბარათს ფილიალში მიიღებთ, ხოლო ციფრული ბარათის აქტივაციას მობილბანკში რამდენიმე წამში შეძლებთ. AmEx ბარათის შეკვეთაც როგორც ონლაინ ასევე ფილიალიდან არის შესაძლებელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.08.2025.18:00
სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია Aramex Georgia და ბრიტანული კომპანია Navi Ltd (UK Georgian Trade Hub) 20 აგვისტოს, 17:00 საათზე, თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. ეს ექსკლუზიური პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში.
ღონისძიება, რომელიც სპეციალურად ქართველი მეღვინეებისთვის იმართება, მიზნად ისახავს მათთვის ახალი საექსპორტო არხებისა და ლოჯისტიკური მხარდაჭერის გაცნობას.
ღონისძიების ფარგლებში ქართველ მეწარმეებს გააცნობენ შემდეგ საკითხებს: ბრიტანული ბაზრის მიმდინარე ტენდენციები და სიახლეები; ბაზრის მოცულობა და განვითარებადი სეგმენტები; ბრიტანული ღვინის ბაზრის ტენდენციები და გამოცდილება ქართული ღვინის კომპანია Wet Dog გამოცდილებით. ღონისძიების ფარგებში ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მიწოდებული იქნება ასევე შემდეგი სახის ინფორმაცია: CWC – საერთაშორისო კონკურსის უპირატესობები, რეგისტრაცია და ლოჯისტიკა; ექკლუზიური ლოჯისტიკური პარტნიორი - Aramex Georgia; ეფექტური მიწოდების სქემა და პრაქტიკული რჩევები დროული ტრანსპორტირებისთვის; ხარჯების ოპტიმიზაცია და დროული ტრანსპორტირება; ბრიტანეთში საექსპორტო პარტნიორობის შეთავაზება – NAVI Ltd-ის ქსელი და გაყიდვების არხები.
აღნიშნული შეხვერის სპიკერები კი არიან:
როგორც ცნობილია, საერთაშორისო გადაზიდვების გლობალური ბრენდი „Aramex“-ი უკვე 12 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ექსპორტიორებსა თუ იმპორტიორებს. სწორედ ამ მისიის გაგრძელებაა „Navi Ltd“-თან გაფორმებული ახალი შეთანხმება.
რაც შეეხება ბრიტანულ კომპანია Navi Ltd-ს ის საიმპორტო-სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 21 წლის უკან ბრიტანეთში მცხოვრები ქართველების მიერ დაფუძნდა.
დაინტერესებულ პირებს ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაცია შეუძლიათ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/Sj1o9Ux6aPVMNWds7
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ გაერთიანებულ სამეფოში 753.0 ათასი დოლარის ღირებულების 149 733 ლიტრი ღვინო გაიტანა ექსპორტზე. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი კი 182 574 ლიტრის დონეზე იყო. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი %-ითაა შემცირებული. 18%-ითაა შემცირებული.