შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით თბილისის 4 საუკეთესო აუზზე
ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად, SOLO მომხმარებლებს თბილისის 4 საუკეთესო აუზზე SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას 30%-იანი ქეშბექით (მაქსიმუმ 300 ლარი თითოეულში) სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
შეთავაზება მოქმედებს შემდეგ ობიექტებში:
საცურაო აუზების სამუშაო საათებსა და შეთავაზების გამოყენების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იხილავთ ვებგვერდზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.21:44
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისათვის მხარდაჭერის შესაძლებლობები. საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში დაეხმარება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იზრდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა როგორც სასესხო ნაწილში, ასევე ლიზინგის კუთხით. მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგრანტო კომპონენტის გაფართოებასა და ისეთი მიმართულებების მხარდაჭერაზე, როგორიცაა მწვანე პროექტები, ქალთა ჩართულობა ბიზნესში, ბიზნესის გაციფროვნება, კვლევა - განვითარება და აგროტურიზმი.
„ამ კუთხით, ბიზნესის წახალისება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ინოვაციური და მდგრადი პროექტების დასაფინანსებლად, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი,“ - აღნიშნა საქართველოს ბიზნეს - ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.