მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.5
0.0007
flag
AZN 1.5865
-0.0002
flag
CNY 38.45
0.0068
flag
EUR 3.1803
-0.0022
flag
GBP 3.6445
0.0015
flag
KZT 52.58
-0.0029
flag
TRY 0.0629
-0.0001
flag
USD 2.697
-0.0005

შეთავაზება, რომელსაც Georgian Bus, Omnibus და Metro Georgia ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს სთავაზობენ - UAG-მ პარტნიორებთან ერთად საახალწლო კამპანია დაიწყო

news image

საახალწლო პერიოდისთვის საქართველოს სამ წამყვან საავტობუსო ოპერატორს: Georgian Bus-ს, Omnibus-სა და Metro Georgia-ს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლების შეთავაზებები აქვს. ეს ნაბიჯი ნაწილია იმ კამპანიისა, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პარტნიორ კომპანიებთან ერთად ახორციელებს. კამპანიის მიზანია საახალწლო პერიოდში მგზავრობის და ზოგადად მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს.

Georgian Bus 25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრებისთვის უზრუნველყოფს 20%-იან ფასდაკლებას სპეციალური პრომო კოდით HAPPYBUS2026. 

Omnibus ასევე სთავაზობს მგზავრებს 20%-იან ფასდაკლებას, აქტივაციისთვის საჭიროა პრომო კოდის OMNIBUS2026 გამოყენება. შეთავაზება  25 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მოქმედებს.

Metro Georgia 22 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს სპეციალურ ტარიფს სთავაზობს ბილეთებზე, რომლის ფარგლებშიც თითო ბილეთის ფასი 20₾-ს შეადგენს. 
როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურე კომპანიებში აცხადებენ, აღნიშნული ფასდაკლება საშუალებას აძლევს მგზავრებს საახალწლო პერიოდში უფრო სწრაფად და იაფად გადაადგილდნენ.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ღვინის წარმოებით დაკავებული TOP 5 საწარმო

24.12.2025.19:00

საქართველო ღვინის წარმოების კუთხით ოდითგანვე განთქმული ქვეყანაა და ქართულ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. საინტერესოა ვინ არიან დარგის ლიდერები.

Business Insider Georgia გთავაზობთ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილ 2025 წლის მესამე კვარტლის ბრუნვის მიხედვით ღვინის მწარმოებელი კომპანიების top 5.

  • სს ბადაგონი
  • შპს Bolero & Company
  • შპს ასკანელი ძმები
  • შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
  •  შპს მოსავლის მართვის კომპანია

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საინტერესოა, ვინ არიან ლიდერი კომპანიების მფლობელები.

სს ბადაგონი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 15/10/2003. მისი გენერალური დირექტორია  მარინა გიორგაძე.

შპს Bolero & Company - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 14/11/2012. მისი გენერალური დირექტორია ირაკლი ბექაური, ხოლო დირექტორი - დავით ბოჭორიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ვახტანგ კარიჭაშვილი.

შპს ასკანელი ძმები - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/06/1998. მისი დირექტორია ირაკლი უგლავა. კომპანიის 45%-იან წილს ფლობს ასკანელი ვაინერი & დისტილერი, ხოლო 55%-ს გოჩა ჩხაიძე.

შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 08/09/2004. მისი გენერალური დირექტორია დავით დუგლაძე. კომპანიის 25.66%-იანი წილის მფლობელია ალექსანდრე ივანიშვილი, 25.68% -ს ზაალ დუგლაძე ფლობს, 25.66%-ს დავით დუგლაძე, ხოლო დარჩენილ 23%-ს შპს აისი ინკ.

შპს მოსავლის მართვის კომპანია - რეგისტრაციის თარიღია 04/08/2020. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სახელმწიფო, მმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ღვინის ეროვნული სააგენტო, ხოლო დირექტორია პაატა ჭავჭანიძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა