შესაძლებლობები ღიაა, რომ განათლების გზაზე არ გაჩერდე – გაიცანით ნინო მაისურაძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი STEM სკოლაში
„განსაკუთრებით მაინტერესებს ტექნოლოგია და ინჟინერია, ამიტომ ხშირად ვმუშაობ Arduino-სთან და სხვადასხვა STEM პროექტზე - მიყვარს ახალი რაღაცების შექმნა და აღმოჩენა”, - ნინო მაისურაძე, STEM სკოლის მოსწავლე და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი.
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით, საგანმანათლებლო პროექტი - STEM სკოლა შეიქმნა.
პროექტი შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გაიარონ ერთწლიანი ონლაინ კურსი, რომელსაც კომაროვის სკოლის პროფესიონალები უძღვებიან და დაეუფლონ მომავლის პროფესიებს.
STEM სკოლაში სწავლის გამოცდილებას გვიზიარებს 15 წლის მოსწავლე და საქართველოს ბაკის სტიპენდიატი, ნინო მაისურაძე ქალაქ გორიდან, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ფიზიკა და მათემატიკა და საკუთარ მომავალ პროფესიასაც ტექნოლოგიურ ინჟინერიას უკავშირებს.
როგორ გავხდი STEM-ის მოსწავლე
რეგისტრაციის შემდეგ უნდა დამეწერა ტესტი, რომელიც ჩემს ზოგად ცოდნას ამოწმებდა. ცოტავნერვიულობდი, მაგრამ მაინც შევეცადე, საუკეთესოდ მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები.როდესაც გავიგე, რომ სტიპენდიატი გავხდი, სიხარულს ვერ ვმალავდი. ეს ჩემთვის ყველაზედიდი სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტი ვისწავლო და ახალი გამოწვევები მივიღო.სტიპენდიატობამ დამარწმუნა, რომ განათლების გზაზე არ უნდა გაჩერდე.
რას ვურჩევ სხვა მოსწავლეებს
თუ ვინმეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, უნდა დარეგისტრირდეს თუ არა STEM სკოლაში, პასუხიერთია - აუცილებლად! თავიდან მეც ბევრს ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა პროექტში მოხვედრას, მაგრამ, საბოლოოდ, STEM სკოლაში ჩაბარება საუკეთესო გადაწყვეტილება აღმოჩნდა.ტესტის არ უნდა შეგეშინდეთ, ის არც ისე რთულია. მთავარია, ლოგიკურად იფიქრო დაბოლომდე ეცადო შენი შესაძლებლობების გამოვლენას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენსშესაძლებლობებში დარწმუნებული იყო. ცდა ძალიან ბევრს ნიშნავს. ამით მინიმუმ ძალიან დიდგამოცდილებას მიიღებ. და თუ პირველივე ჯერზე ვერ მოხვდი STEM სკოლაში, არ უნდადანებდე. კიდევ ბევრჯერ გექნება შესაძლებლობა. ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოუვაყველას, ვისაც მართლა უნდა და ცდილობს.
როგორია სწავლა STEM-ში
აქ უფრო მეტად პრაქტიკული სწავლებაა. ტრადიციულ სკოლებიდან განსხვავებით,შეგვიძლია, პრაქტიკულად ვიმუშაოთ რეალურ პრობლემებზე. ეს მეთოდი მეხმარება მასალისუკეთ გააზრებაში და უფრო მეტად მაძლევს მოტივაციას, რადგან ვიცი, რომ რასაც ვსწავლობ,რეალურ ცხოვრებაში გამომადგება. სკოლა ძალიან გამართულია და არ არის რაიმე, რაც არმომწონს.
როდესაც ჩემი ფოტო ვნახე ბილბორდზე, ძალიან გახარებული ვიყავი. მივხვდი, რომ სწავლასდა შრომას ყოველთვის აქვს შედეგი.
ჩემს მეგობრებს და უცხო ადამიანებსაც ძალიან გაუხარდათ ჩემი ფოტოს დანახვა ბილბორდზე.ოჯახის წევრები, მეგობრები და მასწავლებლები მილოცავდნენ, მეხუმრებოდნენ კიდეც, რომ„ქალაქის ცნობილი სახე“ გავხდი. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როცა ჩემი ტოლებიმეუბნებოდნენ, რომ ეს მათაც აძლევს მოტივაციას, უფრო მეტად ეცადონ და არ შეუშინდნენგამოწვევებს.
რას ვგეგმავ STEM სკოლაში და მომავალში
ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ საინტერესო პროექტში მივიღო მონაწილეობა. ბავშვობიდანმაინტერესებდა ტექნოლოგიები და მეცნიერება, მაგრამ STEM-თან უშუალო შეხება მანამდე არმქონია. სწორედ საქართველოს ბანკის სტიპენდიამ მომცა ეს შესაძლებლობა.
ახლა უკვე ვიცი, რომ დიდი ალბათობით ჩემი მომავალი პროფესია სწორედ STEM-ს დაუკავშირდება. მინდა, გავიგო, როგორ მუშაობს სხვადასხვა ტექნოლოგია, რა გამოწვევებია ამსფეროში და როგორ შეიძლება მეც შევიტანო ჩემი წვლილი. ეს სტიპენდია მაძლევსშესაძლებლობას, გავიღრმაო ცოდნა, შევხვდე საინტერესო ადამიანებს და უფრო კარგადგავაცნობიერო, რა მინდა მომავალში.
ამ გამოცდილების გარეშე, შესაძლოა, ამ სფეროსთან საერთოდ არ მქონოდა შეხება, მაგრამახლა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის მიმართულებაა, სადაც ჩემს თავს ვხედავ.
ინფორმაციისთვის, STEM სკოლა ნიჭიერ და ცნობისმოყვარე მოსწავლეებს აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, კურსები კი მათ აძლევს როგორც პრაქტიკულ, ისეთეორიულ ცოდნას ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიის მიმართულებით.
STEM სკოლის მთავარი უპირატესობა სწავლების ისეთი ფორმა და შინაარსია, რომელიც სრულად არის მორგებული დისტანციური სწავლების ყველა სპეციფიკას - კვირაში ერთხელ სამი საათის განმავლობაში საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მოსწავლეები ერთვებიან სწავლის პროცესში შეუფერხებლად.
ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გასაზრდელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.12:20
კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.
„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.
თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.
მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.
„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.