შექმენი პირველი შეთავაზება Ads მენეჯერში - საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ინიციატივით, მომსახურების სფეროში მომუშავე ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, Ads მენეჯერით 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება შექმნან, ხოლო ქულებს, რომელიც მომხმარებელს უნდა ჩაერიცხოს, ბანკი სრულად დაფარავს.
კამპანია მოქმედებს 31 იანვრის ჩათვლით და განკუთვნილია:
ბიზნესები, რომლებიც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით პირველად განათავსებენ შეთავაზებას, მიიღებენ ერთკვირიანი სარეკლამო შეთავაზების სრულ დაფინანსებას საქართველოს ბანკისგან. კამპანიის ფარგლებში, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთჯერადად შექმნან 10-ჯერ მეტი PLUS ქულის შეთავაზება, სადაც თითოეული მომხმარებლისთვის დასაბრუნებელი ქულების მაქსიმალური ოდენობა 4 000 PLUS-ს შეადგენს. შექმნილი შეთავაზების შესახებ ინფორმაციის გავრცელება კი ბიზნესს საქართველოს ბანკის არხებში — მობილბანკში, offers.bog.ge-ზე, sCoolApp-ში, ასევე ბანკის სოციალური მედიის ინსტრუმენტებით შეუძლიათ. კამპანიის ფარგლებში თითოეული ბიზნესისთვის შეთავაზების დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 1000 ლარით განისაზღვრება.
Ads მენეჯერი საქართველოს ბანკის უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, თავად შექმნას ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების დაგროვების შეთავაზებები და წარადგინოს ისინი ბანკის არხებში, რომელთაც 1 800 000-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს.
აღნიშნული შეთავაზების გარდა, კამპანიის ფარგლებში, მომსახურების სფეროში მოქმედ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ:
დამატებით, ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომია პრაქტიკული ონლაინ კურსები კონტენტის მენეჯმენტის, ხელოვნური ინტელექტისა და სარესტორნო ბიზნესის მართვის მიმართულებით.
შეთავაზების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
სხვა სიახლეები
Globalcell-ის 10GB ინტერნეტ-პაკეტის გააქტიურებისას, SIM/eSIM ბარათი უფასოდ - UAG-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პარტნიორებთან ერთად საახალწლო კამპანია დაიწყო
24.12.2025.17:20
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საახალწლო კამპანია მიმდინარეობს. მგზავრებს 15 იანვრის ჩათვლით ექსკლუზიური შეთავაზებები ელოდებათ აეროპორტის პარტნიორი ობიექტებისგან. კამპანიის ფარგლებში მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ არა მხოლოდ სასიამოვნოდ გაატარონ დრო აეროპორტში, არამედ ისარგებლონ სპეციალური სერვისებითა და აქციებით.
გარდა ამისა, მგზავრებისთვის გათვალისწინებულია განსაკუთრებული შეთავაზება საერთაშორისო ინტერნეტთან დაკავშირებით, რაც საახალწლო პერიოდში მგზავრობის გამოცდილებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
გლობალ სელ - GLOBALCELL-ის ოფისებში, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე ფილიალში, მომხმარებლებს დახვდებათ 100%-იანი ფასდაკლება საერთაშორისო SIM, ისე eSIM ბარათებზე - აბონენტის მიერ 10GB-იანი ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებისას.
როგორც "გლობალ სელში" აცხადებენ, მომხმარებლებს საახალწლო აქციით სარგებლობა 2026 წლის 15 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ "გლობალ სელი" ერთადერთი ავტორიზებული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც აბონენტებს სთავაზობს უვადო/მუდმივ საერთაშორისო ქართულნომრიან SIM და eSIM ბარათებს, უფასო ზარებით როუმინგში.
"გლობალ სელის" ფილიალები და ოფისები მომხმარებლებს 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის სივრცეში.
