შენ იცი, მთავარია გჯეროდეს - თიბისის გზავნილი ახალ თაობას
ახალი თაობის ცხოვრებაში, ბოლო ზარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღეა.
ბოლო ზარი - ეს მხოლოდ ცხოვრების დასრულებული ეტაპი კი არა, უპირველესად, ახლის დასაწყისია. წინ მთელი ცხოვრებაა - სავსე გამოწვევებით, შანსებით, თავგადასავლებით, სირთულეებითა და გამარჯვებებით. გვჯერა, რომ ეს ის მომენტია, როცა ყველაზე მთავარია საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა - მთავარია, გჯეროდეს.
თიბისის ახალი ბრენდ პლატფორმითა და გზავნილით - „მთავარია გჯეროდეს“ - გვსურს, ადამიანების გვერდით ვიყოთ ისეთ მნიშვნელოვან მომენტებში, როცა გადაწყვეტილებას იღებენ, რომ ახალ მიზანს და გზას უნდა მიუძღვნან თავი.
ახალი თაობისთვის, სწორედ, ამ მნიშვნელოვანი და გარდამავალი ეტაპისთვის - ბოლო ზარისთვის შევქმენით ბრენდირებული პერანგები, რომლის იდეაც ახალი თაობის (და არამხოლოდ) საყვარელ სპორტსმენთან - გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით დაიბადა. პერანგებზე დატანილია გიორგის ხელნაწერი “მთავარია გჯეროდეს” და მისი ავტოგრაფი.
ჩვენი პარტნიორობის - თიბისი x გიორგი მამარდაშვილი - ფარგლებში, უმნიშვნელოვანესია ახალი თაობის მხარდაჭერა; იმ თაობისა, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, რომელიც თავად ქმნის მომავალს.
პერანგი - ყველაზე სიმბოლური და ძვირფასი ნივთია ბოლო ზარზე. მას მნიშვნელოვნად ხდის ბოლო ზარის დღეს მიღებული სურვილები. ამ დღის სამახსოვროდ, სწორედ, პერანგი გრჩება მთელი ცხოვრება.
“არაუშავს, თუ ყველა კითხვაზე ჯერ არ გაქვს პასუხი. შენ იცი, რაზე ოცნებობ და რა გინდა მთელი გულით, მთავარია გჯეროდეს! წინ დიდი აღმოჩენები და თავგადასავლები გელოდება“ - ასეთია თიბისის გზავნილი ახალი თაობისთვის.
ბრენდირებული პერანგების ლიმიტირებული რაოდენობა თიბისის ფილიალებში, შემდეგ ქალაქებში განთავსდება: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახალციხე, ბორჯომი და ბოლნისი. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კი, ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ, შეძლებენ თიბისის ბოლო ზარის საჩუქრის ფილიალებიდან გატანას.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
14.05.2025.18:00
„იონას საფუტკრე“, რომელიც თაფლსა და ფუტკრის პროდუქტებს აწარმოებს უკვე 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანია ასორტიმენტს აფართოებს და ჩირისა და ტყლაპის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ, Business Insider Georg-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი იონათამიშვილმა განუცხადა.
„ვიწყებთ ჩირების და ტყლაპის წარმოებას. შევიძინეთ შესაბამისი დანადგარი. მოთხოვნიდან გამომდინარე, გვინდა რომ ქართული პროდუქცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს ჩირების სახით, რადგანაც სწორედ მათი მხრიდან იყო დიდი ინტერესი და მოთხოვნა. ამიტომ, აუცილებლად როგორც კი ხილის სეზონი დაიწყება, რომელ თვეშიც რომელი ხილი იქნება ამის მიხედვით, დავიწყებთ ჩირების და ტყლაპის წარმოებას. სავარაუდოდ, ეს მოხდება მაისის ბოლოდან“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი გიორგი იონათამიშვილი.
ცნობისთვის, „იონას საფუტკრის“ პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეშიც, რომელიც მდებარეობს საბურთალოზე, კერძოდ, ბუდაპეშტის 11 ნომერში.