მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.5
-0.0023
flag
AZN 1.5994
-0.002
flag
CNY 39.556
0.0038
flag
EUR 3.1376
0.004
flag
GBP 3.6311
0.0025
flag
KZT 56.33
-0.0033
flag
TRY 0.0615
-0.0001
flag
USD 2.7189
-0.0034

შენ ამას შეძლებ - როგორია საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეო

news image

ყოველი წლის მიწურულს, საქართველოს ბანკი ახალი წლის ვიდეო რგოლს გვთავაზობს, რომელიც შთაგვაგონებს, გვამოტივირებს, ემოციებით გვავსებს და უსაზღვრო შესაძლებლობების აღმოჩენის გზაზე არ გაჩერებისკენ გვიბიძგებს.

საქართველოს ბანკმა ეს ტრადიცია არც წელს დაარღვია და საახალწლო ვიდეო რგოლი შემოგვთავაზა - რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ამბავი ადამიანის შესახებ, რომელმაც ახალი წელი გააფერადა.

ქართველი მეწარმე ჯორჯ კობი ინსპირაციაა, ინოვატორობის, გამბედაობისა და გაუჩერებელი წინსვლის სიმბოლო. მისი ისტორია კი დასტური, რომ დასახული მიზნების მიღწევა მხოლოდ არ გაჩერებით არის შესაძლებელი.

სწორედ მისი ინსპირაციით, საქართველოს ბანკი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თუ შენ საკუთარ თავს მიენდობი და მთელი გულით მიჰყვები დასახულ მიზანს, მაშინ “შენ ამას შეძლებ, შესაძლებლობები უსაზღვროა”.

“ჯორჯ კობიმ, იგივე გიგო კობახიძემ, წარმოუდგენლად საინტერესო გზა გაიარა, გახდა თავის საქმეში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და დიდი კვალიც დატოვა. ეს ვიდეო მას ეძღვნება. ვიდეო შავ-თეთრ ქალაქში ფერადის გაჩენის ამბავს ჰყვება, რაც ვიზუალურ გადაწყვეტაშიც გამოიხატება. ამბავი ალეგორიულია თუმცა კობის რეალური ამბებით შთაგონებული. თავად კამპანიის დროს წესით აუცილებლად გაიგებთ მასზე მეტს. ჯორჯ კობიმ იმაზე მეტი რამე შეძლო ვიდრე ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში უნდა ეტეოდეს და მაინც მასზე ბევრმა საერთოდ არ ვიცით. წელს გვინდა ეს შეიცვალოს.

კობის შესახებ ცოტა მეტის გაგების შემდეგ მოგვინდა გვეთქვა რამხელა ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ერთ ადამიანს თავისი იდეებით, ხასიათით, ცხოვრებით, და კი, ნამდვილად ღირს შეეჭიდო ყველაზე საინტერესო ამბებს და დაუმიზნო ერთი შეხედვით მიუღწეველ მიზნებს.

ჩვენი წლევანდელი მესიჯია - შენ ამას შეძლებ. ტრადიციულად, საქართველოს ბანკის საახალწლო სლოგანი ადგილზეა - შესაძლებლობები უსაზღვროა”, - აღნიშნავს ეკა ყიფიანი, სარეკლამო სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი.

“ახალი წლის კამპანიები საქართველოს ბანკში განსაკუთრებით გვიყვარს და მათ, მომხმარებლებთან ერთად, ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით. ეს არის შესაძლებლობა, დავიწყოთ მზადება ახალი წლისთვის - ახალი ენერგიით, ახალი შემართებით და არ გაჩერების იდეით.

წელსაც, ჩვენი საახალწლო რგოლის მთავარ სათქმელამდე ბრენდის ღირებულებებით მივედით - გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამ პროცესში კი ვფიქრობთ, ხანდახან მათ თავდაჯერება სჭირდებათ, ამიტომ გადავწყვიტეთ, წლევანდელი მოწოდება იყოს შეხსენება, რომ “შენ ამას შეძლებ”.

ასე მივედით ქართველი მეწარმის - ჯორჯ კობის ისტორიამდე, რომელმაც ახალი წელი გააფერადა და ყველასთვის საყვარელი ტრადიციის ნაწილად იქცა. მისი ამბავი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუ არ ჩერდები, შესაძლებლობები მართლაც უსაზღვროა.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ კამპანიის შექმნასა და განხორციელებაში ჩართულ თითოეულ ადამიანს, ჩვენი გუნდის წევრებს, სააგენტო Supermarket-ს და მომხმარებელს, რომელიც ამ რგოლს ნახავს და ისეთივე ემოციით აივსება, როგორითაც ვიყავით ჩვენ, ამ რგოლის შექმნის პროცესში”, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა

17.03.2026.18:54

ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა.

ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან.

SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლებლობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა