შეკვეთილში „ციცინათელას“ განახლებული პარკი გაიხსნა
შეკვეთილში „ციცინათელას“ განახლებული პარკი გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ცნობით, Starring Georgia-ს მიერ ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, ატრაქციონების პარკში განახლდა ტექნიკური ნაწილი. შეიცვალა ციცინათელას კონცეფციაც.
პარკის გახსნას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან, Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე ამირან ჯანელიძესა და კომპანიის დირექტორ თამარ ჩხაიძესთან ერთად, განახლებული პარკის ტერიტორია დაათვალიერა.
როგორც გიორგი მირცხულავამ აღნიშნა, კულტურის სამინისტრო Starring Georgia-ს ხელს შეუწყობს ციცინათელას პარკში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.06.2025.14:00
GGM - ის შვილობილმა კომპანია ,,კერკმა“, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, საბავშვო ხაზის პროდუქტის - ხილის ფირფიტების სერიული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დირექტორმა თამარ გაბეჩავამ განუცხადა.
„დავიწყეთ საბავშვო ხაზის პროდუქტის - ხილის ფირფიტების სერიული წარმოება. ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული სნექი ,,კერკის“ გუნდის გამოგონებაა. ,,ბატონის’’ ფორმის ორიგინალურ შეფუთვაში მოთავსებული ხილის ფირფიტები არ შეიცავს საკვებ დანამატებს, შესაბამისად, გემოსა და სიჯანსაღის იდეალურ ბალანსს ჰქმნის. პროდუქტის დამუშავების პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი და უცხოელი კვების ტექნოლოგები და ნუტრიციოლოგები.
გემოვნურ თვისებებთან ერთად, მნიშვნელოვანი ფაქტორია შეფუთვა. ფირფიტებს შორის მოთავსებულია კვების ინდუსტრიაში გამოყენებადი უმაღლესი ხარისხის პერგამენტი. მცირე ზომისა და პრაქტიკული შეფუთვის გამო კი, კომფორტული შესანახი და ტრანსპორტირებადია “, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, მშრალი ხილის ქართული საწარმო ,,კერკი“ აჭარაში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ძენწმანში მდებარეობს და უკვე ოთხი წელია, რაც ქართულ, გემრიელ, გამომშრალ ხილსა და ხილის ფირფიტებს ამზადებს.