შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში ქართველ მუსიკოსებთან ერთად - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa
31 დეკემბერს, შეხვდით ახალ წელს კოხტა ბაკურიანში და შეიქმენით საუკეთესო საახალწლო გამოცდილება SOLO-სთან და Visa-სთან ერთად. საახალწლო ღონისძიებაზე დაუკრავენ ბექა გოჩიაშვილი, ლუკა თოფურია და თემურიკო დიასამიძე.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
3-დღიანი პროგრამის ფარგლებში, კოხტა ბაკურიანის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ 1-2 იანვრის სადღესასწაულო ღონისძიებებსაც, სადაც მოუსმენენ საინტერესო არტისტების შესრულებას.
სასტუმროს და რესტორნების დასაჯავშნად +995 32 2 402 222; welcome@silkhospitality.com
სხვა სიახლეები
რა სიახლეს სთავაზობს „ბუეთი“ მომხმარებელს და როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა
23.12.2025.14:00
ქართული ნატურალური ჩაის მწარმოებელი კომპანია „ბუეთი“ საახალწლოდ მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ჩაის 6 განსხვავებული გემოს ნაკრებს სთავაზობს , - ამის შესახებ Business Insider Georgia - ს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა, ქეთევან კაკაურიძემ განუცხადა.
„მიმდინარე სიახლე გვაქვს ის, რომ დავასრულეთ მუშაობა ახალ სასაჩუქრე ნაკრებზე. ამ ეტაპზე აქტიურად ვამატებთ აღნიშნულ პროდუქტს სხვადასხვა ობიექტში. ნაკრები აერთიანებს 6 განსხვავებული გემოს ჩაის და ვფიქრობთ, საახალწლოდ იდეალური საჩუქარია “, - აცხადებს ქეთევან კაკაურიძე.

2025 წელი კომპანიისთვის დადებითი აღმოჩნდა, 2026 წლის მთავარი გეგმა კი გაფართოებაა.
„2025 წელს პოზიტიურად ვაფასებთ. უამრავი გამოწვევა და დაბრკოლება იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, შევძელით ახალი პროდუქტის შექმნა, რომელიც ამ წლის ერთ-ერთი დიდი წარმატებაა.
„2026 წლის გეგმები ძირითადად გაფართოებისკენ არის მიმართული, თუმცა ასორტიმენტის გაზრდაზეც ვფიქრობთ “, - აღნიშნავს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ხუთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. საწარმო ტყიბულში მდებარეობს და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიით.