მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7114.6
0.0072
flag
AZN 1.6065
-0.0001
flag
CNY 38.003
-0.0005
flag
EUR 3.1087
-0.0075
flag
GBP 3.6948
0.0024
flag
KZT 53.54
0.0019
flag
TRY 0.0698
0
flag
USD 2.732
-0.0001

შეინიშნება ჯავშნების მნიშვნელოვანი ზრდა და პოზიტიური დინამიკა - TTE ROOMS

news image

TTE ROOMS ეს არის უნიკალური სათამაშო სივრცე, რომლის ისტორიაც 2021 წლიდან იწყება. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ ბევრი ერთგული მომხმარებელი შეიძინა. 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის სეზონი კომპანიისთვის მზარდია. ამის შესახებ, Business Insider Georgia- TTE ROOMS-ის დამფუძნებელმა ემილ სარქისიანმა განუცხადა

ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვცდილობთ მომხმარებელს უწყვეტად შევთავაზოთ სხვადასხვა სიახლე. აღსანიშნავია, მოთხოვნის ზრდა განსაკუთრებით, 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. მომხმარებლებს ვთავაზობთ უნიკალურ სათავგადასავლო თამაშებს, რომელიც სრულიად ორიგინალური კონცეფციითა და დეკორაციებით გამოირჩევა “, - კომპანიის დამფუძნებელი ემილ სარქისიანი.

TTE ROOMS-ის მომხმარებლების ნაწილი ადგილობრივიანაწილი კი უცხოელი. მოთხოვნა კი სტაბილურად მზარდია

„TTE ROOMS-ის სტუმრების 50% ადგილობრივი მაცხოვრებელია, ხოლო 50% ტურისტი, რაც კომპანიის ფართო მიმზიდველობაზე მიუთითებს. მიუხედავად, ბაზარზე არსებული გარკვეული გამოწვევებისა, TTE ROOMS-ში მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. 2024 წლის ზაფხულ-შემოდგომის პერიოდში გაყიდვები 2023 წელთან შედარებით 100%-ით იყო გაზრდილირაც ჯავშნების გაორმაგებას ნიშნავს “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

 

კომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდისთვის კომპანიაში განსაკუთრებულად პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

„კერძოდ, მაისისა და ივნისის თვეებში ევროპელი სტუმრების მხრიდან ჯავშნები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც პირდაპირ განაპირობა შემოსავლების ზრდა. გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გააქტიურდა მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდანაც, ხოლო ტურისტული ნაკადების ზრდამ ხელი შეუწყო გაყიდვების  მაჩვენებლების ზრდას. მარტისა და აპრილის თვეებიდან უკვე შეინიშნებოდა პოზიტიური დინამიკა უცხოელი სტუმრების წინასწარი ჯავშნების სახით. TTE ROOMS აქტიურად იყენებს საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს, მათ შორის სტუდენტურ ფასდაკლებებს, CASHBACK-სა და PLUS ქულების აქციებს ციფრული არხების გამოყენებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გაყიდვებსა და კომპანიის ცნობადობას “, - აღნიშნავს ემილ სარქისიანი.

კომპანიის მთავარი კონკურენტული უპირატესობა მისი უნიკალურობა და ორიგინალურობაა. სამომავლოდ, TTE ROOMS აქტიურად გეგმავს გაფართოებას.

„TTE ROOMS-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა მისი უნიკალურობაა, რადგან ყველა თავსატეხი და დეკორაცია ორიგინალურია. ასევე, აღსანიშნავია სათამაშო სივრცის რეალისტურობა და მომსახურების მაღალი ხარისხი (Google-ის შეფასება: 4.9/5). თამაში ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, რაც უცხოელი სტუმრებისთვის კომფორტულ გამოცდილებას უზრუნველყოფს და ზრდის განმეორებითი ვიზიტების ალბათობას.

კომპანია აქტიურად მუშაობს გაფართოებასა და ახალი პროექტების განვითარებაზე, მათ შორის ახალი გასართობი ოთახების გახსნაზე. გაყიდვების ზრდისთვის, TTE ROOMS აქტიურად ახორციელებს გარე გასართობ თამაშებს (OUTDOOR) დიდი და ტურისტული ჯგუფებისთვის. თამაშები ტარდება სხვადასხვა გარე სივრცეში, როგორიცაა პარკები, სასტუმროს ტერიტორიები, ოფისების ეზოები და ა., რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, მოემსახუროს უფრო მეტ მომხმარებელს და გააფართოოს თავისი შეთავაზებები, შეამციროს რისკები და გაზარდოს საბაზრო წილი.

ტურისტულ კომპანიებთან პარტნიორობა მიზნად ისახავს უცხოელი სტუმრების მოზიდვას და TTE ROOMS-ის, როგორც უნიკალური სათავგადასავლო პროექტის, არსებობას საქართველოში. კომპანიის ზრდასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი მიზანია შევქმნათ უფრო მეტი სამუშაო ადგილი და დავასაქმოთ მეტი ადამიანი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ჩვენი ბიზნესის, ასევე ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. ეს ინვესტიციები და სტრატეგიული ნაბიჯები უზრუნველყოფს TTE ROOMS-ის შემდგომ სტაბილურ ზრდასა და მომგებიანობას “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ESCAPE ROOM- გაქცევის ოთახი, ბევრისთვის ცნობილი, როგორც FORT BOYARD თამაში, მდებარეობს თბილისში, ანდრია ბენაშვილის ქუჩაზე. TTE Rooms - ადგილი, სადაც რეალობა და თამაში ერთიანდება, რათა შეიქმნას დაუვიწყარი თავგადასავალი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „კრისტალი“ მომხმარებელზე მორგებულ სერვისებს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით ავითარებს

05.06.2025.13:47

კრისტალი, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ, აქტიურად განაგრძობს ტექნოლოგიურ განვითარებას და ამ პროცესში  ინოვაციური  პროექტებს ახორციელებს, რომლის მიზანი საბანკო მომსახურების  განვითარებაა.

ამჯერად, „კრისტალიციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით  Optio- CRM პლატფორმას ნერგავს, რომელიც  ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებუთ ხელს უწყობს მომხმარებლების  საჭიროებების უკეთ აღქმას და მათზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მიწოდებას.

Optio-ს პლატფორმა კრისტალს  საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გააერთიანოს მომხმარებელთა მონაცემები, დააკვირდეს ქცევით ტენდენციებს და მათი ანალიზის საფუძველზე შექმნას მეტად პერსონალიზებული, მიზნობრივი შეთავაზებები  და ეფექტური კომუნიკაციის ფორმა.

საბანკო ტრანსფორმაცია კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობაშიიმისთვის, რომ უკეთ მოვემსახუროთ მათ, კარგად უნდა ვახერხებდეთ მათი საჭიროებების ანალიტიკასსწორედ ეს შესაძლებლობა მოგვცა Optio-მოქნილი, ინტელექტუალური და მონაცემებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებით.“- აღნიშნავს კრისტალის გენერალური დირექტორი ილია რევია.

როგორც Optio-ს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა გიორგობიანი აცხადებს: „კრისტალი ყოველთვის გამოირჩეოდა მომხმარებელზე ორიენტირებულობით. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან თანამშრომლობა და იმ პროცესში მონაწილეობა, რაც საბოლოოდ მომხმარებლებს მეტად პერსონალიზებულ და მიზნობრივ ფინანსურ მომსახურებას შესთავაზებს.“ 

კრისტალის  სტრატეგია - პერსონალიზებულ მომსახურებაზე ორიენტაცია, მოხმარებლების შესაძლებლობების გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება, საფინანსო ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის ახალ ფორმას ქმნის, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც კრისტალს, ასევე მის 130 000 -ზე მეტ მომხმარებელს.

კრისტალისთვის ტექნოლოგიური განვითარების პრიორიტეტულობა განსაკუთრებით იზრდება საბანკო ტრანსფორმაციის პროცესში, რომელსაც კომპანია ამჟამად გადის და 16 ივნისიდან მომხმარებლებს სრულ საბანკო სერვისებს შესთავაზებს.

პარტნიორობა Optio-სთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპიატექნოლოგიური პლატფორმა სულ უფრო მეტ ფინანსურ ინსტიტუტს ეხმარება მარკეტინგის მიმართულებით, მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდასა  და ინოვაციების დანერგვაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა