შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
შოპინგის სახალისო ნაწილი ყველას უყვარს, იქნება ეს ნივთების ყიდვა ახალი ჰობისთვის, საჩუქრების არჩევა საყვარელი ადამიანებისთვის, თუ გარდერობის ან ტექნიკის განახლება. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ჩვენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი არა სახალისო, არამედ რუტინულ შოპინგზე იხარჯება.
სურსათი, საწმენდი საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები და წვრილმანები, რაც თვის განმავლობაში შეუმჩნევლად გროვდება - ეს აუცილებელი ხარჯები ჩვენი ფინანსური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, იმ შემთხვევაშიც, როცა მათგან ვერავითარ სარგებელს ვიღებთ.
თუმცა თიბისის ერგული საკრედიტო ბარათის დახმარებით შეგიძლია, შეიმსუბუქო ყოველდღიური ხარჯების ტვირთი და რუტინული შოპინგი უფრო სახალისო გახადო.
ამისთვის საყიდლების სიის შეცვლა საერთოდ არ დაგჭირდება. საკმარისია, გადაიხადო თიბისის ერთგული ბარათით იქ, სადაც ისედაც იხდი, და უფრო მეტი ქეშბექი ავტომატურად დაგიბრუნდება ერთგულის საფულეში.
მნიშვნელობა არ აქვს, ყველაზე მეტ ფულს სურსათზე ხარჯავ, მედიკამენტებზე თუ თავის მოვლის საშუალებებზე, რადგან 12%-მდე ქეშბექს ერთგულის 4 000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში დაიბრუნებ. თანაც ეს ყველაფერი მრავალჯერადად. გარდა ამისა, შერჩეულ ობიექტებში 50%-მდე ქეშბექ შეთავაზებებსაც რეგულარულად მიიღებ.
ამასთან, ერთგული ბარათის დაფარვის მოქნილი პირობები საშუალებას გაძლევს, საკრედიტო ბარათი შენი საჭიროებისა და სურვილისამებრ გამოიყენო. დავალიანების სრულად დაფარვა კი მაქსიმუმ 55 დღეში შეგიძლია ისე, რომ წლიური პროცენტი არ დაგერიცხება.
რაც მთავარია, ლიმიტის დამტკიცება და ბარათის აღება 1-2 წუთში, ფილიალში მისვლის გარეშე,მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. ერთგული ბარათის ციფრულ საფულეში გადატანას და ლიმიტით სარგებლობას კი მომენტალურად შეძლებ.
რუტინული შოპინგი გარდაუვალია, თუმცა ის ტვირთად არ უნდა იქცეს. თუ სადებეტო ბარათს ყოველკვირეულად ათობით მაღაზიაში ისედაც ატარებ, შეცვალე ის ერთგული საკრედიტო ბარათით, და აქციე თითოეული გადახადა უფრო მეტ სარგებლად.
სხვა სიახლეები
ამჟამად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ - BODBE Hotel
08.12.2025.16:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას.
სასტუმროში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia „ბოდბეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
„ბოდბეში“ ამჟამად რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი წლის ღონისძიებაა. გვინდა სტუმრებს განსაკუთრებული განწყობა შევუქმნათ და წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს “ბოდბესთვის” დამახასიათებელი, გამორჩეული გარემო დავახვედროთ.
პარალელურად, ვამუშავებთ სეზონურ მენიუების გადახალისებაზე, რათა სტუმრებს ახალი გემო და კულინარიული აღმოჩენები მთელი წლის განმავლობაში შევთავაზოთ.

სიახლეების მომტანი იქნება “ბოდბეს” გუნდის ამჟამინდელი, აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცემებთანაც - ვფიქრობთ, ასე „ბოდბეს“ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სივრცეების - ჩვენი გამორჩეული მარნის, ახალი რესტორანებისა და პადელის მოედნის გახსნა კიდევ უფრო გაგვამრავალფეროვნებს და მეტ, სხვადასხვა ინტერესების მქონე სტუმარს გაუჩენს „ბოდბეში“ დასვენების სურვილს.
როგორია მოთხოვნა ზოგადი თვალსაზრისით?
„ბოდბე“ მხოლოდ ერთი წლისაა, შესაბამისად, გასული წლების დინამიკას ვერ შევედრებით. თუმცა, ვიცით, რომ სასტუმროს გახსნიდან დღიდან, დაინტერესება და მოთხოვნა ყოველთვიურად მატულობს - ტენდენცია სტაბილურად მზარდია.
ცნობისთვის, სასტუმროში განთავსებულია დახურული და სეზონური ღია აუზი ტერასაზე. „ბოდბე“ სიღნაღში გამორჩეულია, როგორც კერძების მრავალფეროვნებით, ასევე უნიკალური გარემოთი.
