შეარჩიეთ საჩუქარი ბავშვისთვის Velvet.ge-ზე
ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევა ხშირად დიდ სიამოვნებასთან ერთად, გამოწვევებთანაცაა დაკავშირებული. მთავარია, რომ შერჩეული ნივთი არა მხოლოდ გასართობი, არამედ განმავითარებელი და თქვენი პატარას ინტერესების შესაბამისიც იყოს. ონლაინ მაღაზია Velvet.ge ამ მხრივ ფართო შესაძლებლობებს იძლევა, განსაკუთრებით საბავშვო სათამაშოების კატეგორიაში.
თუ პატარასთვის ეძებთ ისეთ საჩუქარს, რომელიც ხელს შეუწყობს მისი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მაშინ ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ “ველვეტის” სათამაშოების განყოფილებაზე. აქ წარმოდგენილია მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ ნივთებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ასაწყობი კონსტრუქტორები, რომლებიც ბავშვისთვის ერთგვარი პირველი მასწავლებელია. ეს სათამაშოები არა მხოლოდ ართობს, არამედ აიძულებს მოზარდს იფიქროს, განავითაროს ანალიზის უნარი, სივრცითი აღქმა და მარტივი მოტორიკული უნარები. კონსტრუქტორები, იქნება ეს მანქანის, არქიტექტურული ნაგებობის, თუ სხვა თემატიკის, ხელს უწყობს ბავშვის ფანტაზიასა და კრეატიულობას. სწორედ ასეთი საჩუქარია ის, რომელიც პატარას დიდი ხნით ჩაითრევს შემეცნებით პროცესში და დაეხმარება ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
Velvet.ge-ზე საჩუქრის ონლაინ შერჩევა და სახლიდან გაუსვლელად მიღება კი პროცესს წარმოუდგენლად ამარტივებს.
თუ ჯერ კიდევ ვერ გაგირკვევიათ კონკრეტულად რომელი სათამაშო აჩუქოთ თქვენს პატარას აუცილებლად მოგვწერეთ.
სხვა სიახლეები
2025 წელი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა - „დადარი“
19.12.2025.19:00
2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხის ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარის“ დამფუძნებელმა, არჩილ გობეჯიშვილმა, განუცხადა.
„2025 წელი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული აღმოჩნდა.
ბავშვთა დაცვის დღეს გავხსენით ჩვენი პირველი ბრენდული კუთხე ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში, სადაც მივიღეთ საოცრად თბილი გამოხმაურება, მომხმარებლების დიდი ყურადღება, მაღალი შეფასებები და იმაზე უკეთესი შედეგები, ვიდრე ველოდით.
ბევრისთვის აღმოჩენა იყო, რომ ასეთი ხარისხის ხის სათამაშოები საქართველოში მზადდება.
ამ გამოცდილებამ დაგვარწმუნა, რომ სწორ გზაზე ვართ და მოგვცა დიდი სტიმული, ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა სხვადასხვა სივრცეში.
წლის ბოლოს გავხსენით ჩვენი მეორე ბრენდული კუნძული ისთ ფოინთის ახალ, თანამედროვე სივრცეში, სადაც ასევე ძალიან ბევრი თბილი გამოხმაურება მივიღეთ მომხმარებლებისგან.
ჩვენი სათამაშოები დიდი ინტერესითა და პატივისცემით მიიღეს სავაჭრო ცენტრის სტუმრებმმა. ბევრმა პირველად სწორედ იქ დაინახა, თუ როგორი ხარისხიანი, ეკომეგობრული და მზრუნველობით შექმნილი შეიძლება იყოს ქართული სათამაშო.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტის მიმართულებაც: გაღრმავდა თანამშრომლობა გერმანიაში, დავიწყეთ გრძელვადიანი პარტნიორობა უნგრეთში, და ვხედავთ, რომ ქართულ სათამაშოებს საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მეტი სივრცე ეძლევა.
ასევე აღსანიშნავია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „აქციოს“ მხარდაჭერა, რომლის დახმარებითაც ამ წელს მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საწარმოს ტექნიკურ-მატერიალური ბაზა და შევძელით ახალი, მოთხოვნადი პროტოტიპების შექმნა. ამან უდიდესი როლი ითამაშა როგორც ექსპორტის ზრდაში, ისე ადგილობრივი წარმოების განვითარებაში “, - აცხადებს არჩილ გობეჯიშვილი.
სოციალური საწარმო „დადარი" 2018 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე.