მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7217.6
0.0281
flag
AZN 1.5845
-0.0003
flag
CNY 39.498
0.0019
flag
EUR 3.1687
-0.0084
flag
GBP 3.6395
-0.0044
flag
KZT 57.73
0.0023
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6931
-0.0005

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით ჩვენ გავდივართ ევროპის ბაზარზე, რომელიც არის ძალიან მაღალმსყიდველუნარიანი - მინდია საბანაძე

news image

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და საბანკო სექტორი მაქსიმალურად არიან მოტივირებულნი, მხარი დაუჭირონ ენერგეტიკის განვითარებას, - ამის შესახებ განცხადება IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მინდია საბანაძემ ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის თემაც ქვეყნის ენერგეტიკის პოლიტიკა იყო. ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა და კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკის დარგში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

როგორც ფორუმის დასრულების შემდეგ მინდია საბანაძემ განაცხადა.  ენერგეტიკისადმი არსებულმა მიდგომამ ბიზნესაქტივობის მკვეთრი გამოცოცხლება გამოიწვია.

„ვფიქრობ, რომ ახლა აღარავინ აღარ დავობს იმაზე, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება. აღსანიშნავია სახელმწიფოს დადებითი როლი გამჭვირვალობის კუთხით და ის, რომ აბსოლუტურად საერთო თამაშის წესები ჩამოაყალიბა. გამჭვირვალობა არის ნომერ პირველი, რაც შეიძლება ხაზგასმით აღინიშნოს და ორივე, ეკონომიკის სამინისტროც და საბანკო სისტემაც საქართველოში ძალიან მოტივირებულია, რომ მხარი დაუჭიროს ენერგეტიკის განვითარებას. ამან გამოიწვია ძალიან გამოცოცხლება ბიზნეს სექტორის ენერგეტიკის კუთხით.

ჩვენ ამ სფეროს საკმაოდ დიდი ხანია ვუყურებთ და აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებებით ვითარდებით. აღსანიშნავია ორი ფაქტორი: ერთია, რომ ნორმატიული აქტები ცოტა უფრო სწრაფად რომ ჩამოყალიბდეს და მეორე, „გეზეშზე“, რაც ხშირად დროში ძალიან იწელება, თუ შეიძლება რომ გამარტივებული წესით მივუდგეთ“, - განმარტავს IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მინდია საბანაძის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში ახალი ინიციატივები, მათ შორის ქონების გადასახადის ლოკალურად დატოვების პრინციპი და შავი ზღვის ენერგეტიკული პროექტი ინვესტორთა მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის. ბიზნესმენის თქმით,  აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს სექტორის უფრო სწრაფ განვითარებას, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკაში.

„სახელმწიფომ შეიმუშავა ძალიან კარგი პროგრამა ქონების გადასახადის ადგილობრივად, ლოკაციურად დატოვების პრინციპები, რაც მოტივაციას უზრდის ადგილობრივ მოსახლეობას, ნაკლებად ხელოვნურად შექმნილი პრობლემებით გამოვიდნენ ხოლმე ამ პროექტების წინააღმდეგ და ეს ძალიან სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით ეს ეხება ჰიდროელექტროსადგურებს.

არ შეიძლება არ აღვნიშნო  ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი - შავი ზღვის ენერგოკაბელთან დაკავშირებით. მართლა სენსაციური მოვლენა იყო, ძალიან კარგად განვითარდა, ძალიან კარგად მიდის. ეს კიდევ მოტივაციას უზრდის ენერგოსექტორში მოთამაშე ბიზნესს, რათა უფრო აქტიური გახდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სისტემიდან გათიშვების წესებისა და თანმიმდევრობის მკაფიოდ განსაზღვრა, რაც მზის, ქარისა თუ სხვა ტიპის სადგურებს შეეხება.

ინვესტორისთვის რთულია გადაწყვეტილების მიღება, როდესაც არ არსებობს გარანტია, მოხდება თუ არა მისი ობიექტის ქსელიდან გათიშვა. ეს პირდაპირ კავშირშია გენერირებული ენერგიის რეალიზაციასა და იმ შემოსავლის მიღებასთან, რაზეც საინვესტიციო პროექტია გათვლილი.

ამრიგად, შეხვედრაზე განხილულ იქნა ყველა აქტუალური თემა, ყოველგვარი მტკივნეული საკითხის გვერდის ავლის გარეშე. საბოლოო ჯამში, შედგა საკმაოდ ნაყოფიერი და ღია დისკუსია“. - განაცხადა მინდია საბანაძემ,

მისივე თქმით, შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტი საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვან მოთამაშედ აქცევს.

„ფაქტობრივად გავდივართ იმ ბაზარზე, რომელიც არის ძალიან მაღალმსყიდველუნარიანი. ევროპის ბაზარზე გასვლა არ არის სახუმარო საქმე. ოღონდ, არ უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ამ კაბელში მხოლოდ ჩვენი წარმოებული ენერგია გავა. აქ არის აზერბაიჯანიც. მოკლედ, ვხდებით საერთაშორისო მოთამაშე. დარწმუნებული ვარ  ეს კაბელი სულ ცოტა ხანში აღარ ეყოფა და კიდევ იქნება დამატებითი კაბელის ჩადება საჭირო შავი ზღვის ფსკერზე“, - განმარტავს მინდია საბანაძე.

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე

20.04.2026.17:09

დღევანდელ რეალობაში, როდესაც დრო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია, ავტომობილის შესაკეთებლად რამდენიმე საათის ან, ზოგჯერ, მთელი დღის გამოყოფა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწორედ ამ პრობლემას აგვარებს „თეგეტა მოტორსის“ ინოვაციური მომსახურება - Tegeta Comfort, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სერვისცენტრში მისვლის გარეშე, სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი სასურველი ადგილიდან სასურველი სერვისი შეუკვეთოს.

სერვისის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, გამოიძახოს პერსონალური მენეჯერი, რომელიც ადგილზე მივა, შეაფასებს ავტომობილის მდგომარეობას, გადაიყვანს სერვისცენტრში და შეათანხმებს ყველა საჭირო მომსახურებას, უზრუნველყოფს საჭირო სამუშაოების შესრულებას და დასრულების შემდეგ ავტომობილს მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე დააბრუნებს. Tegeta Comfort ასევე მოიცავს ადგილზე აკუმულატორის მიტანა-მონტაჟის სერვისს.

ვაჟა ილურიძე „თეგეტა მოტორსის” საცალო გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი:„თეგეტა მოტორსში“ გამუდმებით ვქმნით და ვნერგავთ ახალ სტანდარტებს, რომლებიც ავტომობილის მფლობელებს მომსახურებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ბაზრისთვის გვსურდა, შეგვეთავაზებინა მომსახურების ისეთი მოდელი, რომელიც იქნებოდა მოქნილი, სწრაფი და რაც მთავარია, მომხმარებელს საშუალებას მისცემდა, დაეზოგა დრო. Tegeta Comfort - სახელწოდებაც მიანიშნებს, რომ სერვისი მომხმარებლისთვის სწორედ კომფორტის შექმნას ისახავს მიზნად.

ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც Tegeta Comfort-ს გამოიყენებენ, ჩვენს ფილიალში მოსვლა აღარ დასჭირდებათ. პერსონალური მენეჯერი ავტომობილს ადგილზე მიაკითხავს და შესაკეთებლად სერვისცენტრში წაიყვანს. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ავტომობილის მოვლა და ეს პროცესი მეტად სასიამოვნო გავხადოთ“.

სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ორი გზით: ქოლ-ცენტრში დარეკვით ნომერზე - 0322264444 ან Tegeta App-ის საშუალებით. მოთხოვნის გენერირების შემთხვევაში განაცხადი პერსონალურ მენეჯერთან გადამისამართდება, ხოლო მომხმარებელი უკუკავშირს მაქსიმუმ 10 წუთში მიიღებს.

პერსონალური მენეჯერის გამოძახება შესაძლებელია თბილისსა და ბათუმში. Tegeta Comfort-ის გუნდის წევრი ადგილზე მისვლისას ათვალიერებს ავტომობილს, რათა სერვისცენტრში წაყვანამდე მისი მდგომარეობა დეტალურად შეფასდეს. მომხმარებელთან შეთანხმებისა და ტექნიკური დეტალების გავლის შემდეგ კი ავტომობილი „თეგეტა მოტორსის“ შესაბამის ცენტრში გადაჰყავს. მომხმარებელი მომსახურებას მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად იღებს.

მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით: როგორც ხელშეკრულების გაფორმებისას საბანკო გადარიცხვით, ისე ადგილზე POS-ტერმინალის საშუალებით.

Tegeta Comfort-ის მიზანი მომხმარებლის დროის მაქსიმალურად დაზოგვა და ავტომობილის მომსახურების პროცესის გამარტივებაა - სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე, კომფორტულად და მოქნილი კომუნიკაციით.

„თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა