მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.3
-0.0101
flag
AZN 1.5941
-0.0002
flag
CNY 37.778
-0.0005
flag
EUR 3.1725
0.016
flag
GBP 3.6552
0.0074
flag
KZT 50.76
-0.004
flag
TRY 0.0671
0
flag
USD 2.7106
-0.0007

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად

news image

თიბისი კონცეპტის წარდგენით, 11-13 ივლისს, „ისთერნ პრომოუშენსის“ ორგანიზებით ბათუმში შავი ზღვის მე-18 ჯაზფესტივალი გაიმართა. სამ დღიანი დაუვიწყარი თავგადასავალი სტუმრებისთვის თბილისიდან ბათუმისკენ ჯაზმატარებლით მგზავრობით დაიწყო.

საუკეთესო განწყობის შესაქმნელად უკვე ტრადიციაა, რომ ფესტივალის სტუმრებს, თიბისი კონცეპტი, VISAდა საქართველოს რკინიგზა კომფორტულ მგზავრობასთან ერთად გამორჩეულ შთაბეჭდილებას უქმნიან. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდნენ - კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი. გემოვნებიან მუსიკას თან ახლდა გამაგრილებელი სასმელები, ლანჩი, ტკბილეული, სახალისო აქტივობები როგორიცაა „გამოიცანი მელოდია“, რომლის გამარჯვებულებიც დასაჩუქრდნენ თიბისი კონცეპტის პარტნიორი კომპანიებისგან - სენსი, ბიოლოჟიქი, ისი პარი, ოკტოპუსი, ყვარლის ტბა, მტევინო, Malongo და Extra.ge. ჯაზმატარებლის ყველა მგზავრს კი, თიბისი კონცეპტის საჩუქრებთან ერთად, PSP-მ თავის მოვლის განსაკუთრებული ნაკრები გადასცა.

ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში, თიბისი კონცეპტმა თავის მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზებებიდაახვედრა დასვენების, კვების ობიექტებსა და თავის მოვლის სფეროში. ფესტივალის დღეებში უამრავ ობიექტში, კაფე-რესტორნებში, სასტუმროებში, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში ქეშბექი და ფასდაკლება მოქმედებდა, რამაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა საზაფხულო თავგადასავალი ბათუმში, როგორც აქტიური, ისე მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის.  

წლევანდელმა ჯაზფესტივალმა ტრადიციულად მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსებს უმასპინძლა და დაუვიწყარი ემოციები დატოვა ფესტივალის სტუმრებში. თიბისი კონცეპტმა, კი თავის მომხმარებლებს, საუკეთესო გამოცდილება შეუქმნა და ყოველი შეთავაზებით კიდევ უფრო კომფორტული და სახალისო გახადა მათი დასვენება შავი ზღვის სანაპიროზე.

 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ამ მომენტისთვის 17 კომპანია სარგებლობს „ბიზნეს ასისტენტის“ სერვისით - ვახტანგ ჟვანია

22.07.2025.19:00

დღეისათვის „ბიზეს ასისტენტის“ სერვისით 17 კომპანია სარგებლობს. ამის შესახებ  გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ განაცხადა. მისვე განმარტებით, პროექტის გაშვებამდე ის სატესტო რეჟიმში 4-5 თვის განმავლობაში იყო აქტიური და ამ ხნის განმავლობაში მოხდა მისი დახვეწა. 

„მოგეხსენებათ, როდესაც იუსტიციის სახლზეა საუბარი აქ პირველი თავში რაც მოგვდის ეს არის ხარისხი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიდრე ამ პროექტს ოფიციალურად ჩავუშვებდით, მანამდე დაახლოებით 4-5 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი გვქონდა, როცა სატესტო რეჟიმში მუშაობდა ეს პროექტი. ამ მომენტისთვის 17 კომპანია სარგებლობს ამ სერვისით, და ბუნებრივია ჩვენ გვქონდა ბიზნეს ასოციაციაში შეხვედრა, სადაც გავმართეთ პრეზენტაცია. ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა. თქვენ იცით, რომ თითქმის 24 საათიან რეჟიმში უწევს ბიზნეს იუსტიციის სახლთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე ვეცადეთ, რომ ყველა კითხვისთვის პასუხი გაგვეცა. რაც შეეხება ამ სატესტო რეჟიმს, ამ პერიოდმა ამ 4 თვემ მოგვცა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ ეს პროცესი ბოლომდე დაგვეხვეწა და ის ხარვეზები რაც კი გამოჩნდა ამ 4 თვიანი კომუნიკაციის და ურთიერთობის პროცესში, ამ ხარვეზების საფუძველზე უფრო მეტად სრულყოფილი გაგვეხადა ეს პროექტი“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარის თქმით, სერვისი ამ დროისათვის ხელმისაწვდომია თბილისში, თუმცა ეტაპობრივად მისი გაფართოება მოხდება. 

„ჩვენ აქტიურად ვგეგმავთ უფრო ფართოდ გავშალოთ საინფორმაციო კამპანია ამ მიმართულებით. ასევე როგორც გითხარით ბიზნეს ასოციაციაშიც გვქონდა შეხვედრა, ორი შეხვედრა შედგა ჩვენს შორის. ასევე ეს არაა ის პროცესები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თბილისში წარიმართება. როცა ამ პროექტის რაღაც ეტაპი დასრულდება, ბუნებრივია ავტომატურად საჭიროება გახდეს იმისა, რომ ვთქვათ ბათუმში განხორციელდეს ეს პროექტი და ბათუმში არსებულ ბიზნესსაც ჰქონდეს შესაძლებლობა ამით ისარგებლოს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, როგორც ყოველთვის, ყველა სერვისთან მიმართებაში ყველასთან მივიდეთ და ყველას ავუხსნათ ამ პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა