მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

შავი ზღვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025-2027 წლების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

news image

ქალაქ ბათუმში, საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025–2027 წლების გეგმის პროექტის შესახებ საჯარო განხილვა ჩატარდა. 

აღნიშნული გეგმა, სახელმწიფო უწყებებისა და შავი ზღვის ზონის მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად. საჯარო განხილვები კი, ჰაერის ხარისხის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის ფორმირებაში მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას და საჯარო მმართველობის გაძლიერებას უწყობს ხელს. 

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გეგმის პროექტი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის მომზადებული და სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტია. 

საჯარო კონსულტაციების ფარგლებში გამართული შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ხის, ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“ გაფართოებას განაგრძობს

01.05.2025.18:00

ხის, ხელნაკეთი სათამაშოების საწარმო „დადარი“ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს. კომპანია, მაისის თვიდან ჰუალინგის სავაჭრო სივრცეში იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა არჩილ გობეჯიშვილმა განუცხადა.

რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?

დიახ, 2025 წლის დასაწყისში „დადარმა“ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებისთვის. იანვრის ბოლოს მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე „Spielwarenmesse 2025 Nuremberg" გერმანიაში. ეს გამოფენა არის სათამაშოების ინდუსტრიის მთავარი გლობალური პლატფორმა, სადაც წარმოდგენილია წამყვანი მწარმოებლები მსოფლიოს მასშტაბით.
გვაქვს სასიხარულო შედეგები - ჩვენმა ხელნაკეთმა ხის სათამაშოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ კომპანიასთან გრძელვადიანი B2B თანამშრომლობის შესახებ. განსაკუთრებით დაფასდა ჩვენი პროდუქციის ეკოლოგიური სისუფთავე და უნიკალური ხელნაკეთი დიზაინი.

ადგილობრივ ბაზარზეც ვვითარდებით - მაისში ვხსნით „დადარის“ ბრენდულ კუთხეს ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის პროდუქციის ხელმისაწვდომობას გაზრდის. ეს მხოლოდ დასაწყისია და მომდევნო თვეებში იგეგმება მსგავსი სარეალიზაციო წერტილების განთავსება სხვა მსხვილ სავაჭრო ცენტრებშიც.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

"დადარის“ ბრენდის ქვეშ ამჟამად იწარმოება 102 უნიკალური მოდელი, რაც ჩვენი ასორტიმენტის მნიშვნელოვანი გაფართოებაა წინა წელთან შედარებით. ჩვენი კოლექცია მოიცავს ცხოველებისა და ფრინველების ხის ფიგურებს, სხვადასხვა განმავითარებელ სათამაშოებს, რომლებიც შექმნილია მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვით და ბავშვის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალებისგან.

 რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

"დადარის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობა მდგომარეობს იმ უნიკალურ მეთოდოლოგიაში, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ მაღალი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქცია და ამავდროულად უზრუნველვყოთ მასშტაბური წარმოება. ეს მიდგომა აერთიანებს ხელნაკეთი ხელოსნობის ტრადიციებს და თანამედროვე საწარმოო სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ ყოველი ნაკეთობის უნიკალურობა და ამავდროულად დავაკმაყოფილოთ მზარდი მოთხოვნა.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, მათ შორის არიან იძულებით გადაადგილებული პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები, რომლებიც გადამზადდნენ ხის დამუშავების ოსტატობაში. ეს არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინებაა, არამედ ჩვენი პროდუქციის ხარისხის გარანტიაც - თითოეული სათამაშო იქმნება განსაკუთრებული სითბოთი და ყურადღებით.

ჩვენი პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს. ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, არატოქსიკურ მასალებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქციისთვის.
ამასთან, ჩვენი B2B თანამშრომლობის მოდელი იძლევა მოქნილობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის - შეგვიძლია მოვარგოთ წარმოება სხვადასხვა მოცულობის შეკვეთებს და პარტნიორების სპეციფიკურ მოთხოვნებს."

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

"დადარის” სამომავლო გეგმები ითვალისწინებს ზრდას ორი მიმართულებით: ადგილობრივი ბაზრის გაფართოება და საერთაშორისო წარმომადგენლობის გაძლიერება.

ადგილობრივ ბაზარზე ვგეგმავთ სარეალიზაციო არხების მნიშვნელოვან გაფართოებას. პირველი ნაბიჯი იქნება ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში „დადარის“ ბრენდული კუთხის გახსნა, რასაც მოჰყვება მსგავსი წარმომადგენლობითი წერტილების განთავსება სხვა მსხვილ სავაჭრო ცენტრებში. ასევე ვმუშაობთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმის გაძლიერებაზე, რაც ხელმისაწვდომს გახდის ჩვენს პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

საერთაშორისო მიმართულებით, ჩვენი მიზანია გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა როგორც უკვე არსებულ B2B პარტნიორებთან, ასევე ახალი თანამშრომლობის დამყარებით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ევროპის ბაზარზე, სადაც მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ხელნაკეთ პროდუქციაზე.

გარდა ამისა, ვაფართოებთ ჩვენს სოციალურ მისიას - მომავალ წელს ვგეგმავთ მეტი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლის გადამზადებას და დასაქმებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს „დადარის“ როლს, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელი საწარმოსი."

აღსანიშნავია, რომ ინტენსიურად ვმუშაობთ ასორტიმენტის შემდგომ გაფართოებაზე. ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია 80-ზე მეტი ახალი მოდელი, რომელთა წარდგენაც ეტაპობრივად მოხდება წლის განმავლობაში. ეს ახალი კოლექცია მოიცავს როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ დიზაინებს, რომლებიც ორიენტირებულია ბავშვების კოგნიტური, მოტორული და სოციალური უნარების განვითარებაზე."

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა