მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

„შატო მუხრანი“ – ორი საუკუნის ისტორიის მქონე ქართული შატო, სადაც ტრადიცია და თანამედროვე გამოცდილება ერთიანდება

news image

„შატო მუხრანი“ –XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლის, ივანე მუხრანბატონის მიერ დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს შატოს კლასიკურ კონცეფციას, რომელიც ოთხ ძირითად ფასეულობას ეფუძნება: საკუთარ ვენახებს, მეღვინეობას, ისტორიულ სასახლესა და კულტურულ მემკვიდრეობას.

შატო მდებარეობს ქართლში, სოფელ მუხრანში და პირველი ქართული შატოა, რომელიც ევროპული შატოების მოდელზეა აგებული.

მიმდინარე და სამომავლო გეგმები ტურიზმის განვითარების მიმართულებით

„შატო მუხრანი“ მუდმივად ნერგავს ახალ ტურისტულ ინიციატივებს. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ ბუაძემ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა:


„2025 წლის მეორე ნახევარში ვგეგმავთ ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ვიზიტორთა ნაკადის ზრდას მოემსახურება. პროექტის დასრულება 2027 წლისთვის იგეგმება.“

მრავალფეროვანი ტურისტული სერვისები და გამოცდილებები

„შატო მუხრანის“ ყოველდღიური შეთავაზებები მოიცავს ისტორიულ ტურებს, ღვინის დეგუსტაციებს, ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასებს, კულინარიულ აქტივობებს, რომელთაც დიდწილად უცხოელი სტუმრები ირჩევენ. სტუმრები თავად ამზადებენ ტრადიციულ ქართულ კერძებს შატოს პროფესიონალ შეფებთან ერთად.

ამ ეტაპზე შატოს ტერიტორიაზე განთავსებულია ორი რესტორანი:

  • „ორანჟერია“ – ულამაზესი სივრცე, რომელიც მრავალფეროვან ღონისძიებებს მასპინძლობს
  • „სამეფო მარანი“ – რესტორანი, რომელიც ქართულ, ადგილობრივ კერძებს სთავაზობს სტუმრებს.

ღონისძიებები „შატო მუხრანის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა – როგორც კერძო, ასევე კორპორატიული, ბიზნეს და MICE ტურიზმის ღონისძიებები რეგულარულად იმართება.

ვიზიტორთა პროფილი და მოთხოვნების დინამიკა

„შატო მუხრანის“ ტურისტული სერვისები თანაბრად პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს შორის.

„ისტორიული ტურების, ღვინის დეგუსტაციისა და კულინარიული მასტერკლასების შემთხვევაში სტუმართა უმრავლესობა საერთაშორისო ვიზიტორია. ხოლო ღონისძიებების მიმართულებით განაწილება დაახლოებით ასე გამოიყურება – 60% ადგილობრივი სტუმრები, 40% უცხოელი“, - აცხადებს თამარ ბუაძე.

უცხოელი სტუმრების გეოგრაფია თანხვედრაშია საქართველოს ტურიზმის საერთო ტენდენციებთან – ტრადიციული ბაზრების გარდა, მზარდია ინტერესი აღმოსავლეთის და გალფის ქვეყნების მხრიდან. წელს ინდოეთიდან მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია.

„შატო მუხრანში“ ამ ეტაპზე 23 სახეობის ღვინო და მაღალალკოჰოლური სასმელი ჭაჭა იწარმოება.


„ღვინის შერჩევა სეზონისა და სტუმრის მიერ არჩეული პაკეტის მიხედვით მიმდინარეობს – ცივ სეზონზე მეტად მოთხოვნადია წითელი ღვინო, ხოლო თბილ ამინდში მეტი ყურადღება თეთრ და ვარდისფერ ღვინოებზეა გადატანილი“, - განმარტავს თამარ ბუაძე.

მაღალი სეზონი და 2025 წლის მოლოდინები

„შატო მუხრანისთვის“ მაღალი ტურისტული სეზონი მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

თამარ ბუაძის შეფასებით, „2025 წელი, როგორც დაგეგმილი ღონისძიებების, ასევე ვიზიტორების თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული და აქტიური იქნება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს წელი მეტად პოზიტიური და წარმატებული იქნება ჩვენი მიმართულებისთვის“.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეების დანერგვაზე, ბრენდის განვითარებაზე - ხის ნახშირი "თაკარა"

15.05.2025.18:00

თაკარაარის პრემიუმ ხარისხის ხის ნახშირის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა და ქიმიური დანამატების გარეშე დამზადებულ პროდუქტს. კომპანიაში არსებულ სიახლეებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, Business Insider Georgia “თაკარასდამფუძნებელს რევაზ ხოსიტაშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

კომპანიისათვის და არა მარტო კომპანიისთვის, არამედ მთლიანად ქართული ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენს ჩვენი ინოვაციური პროდუქტი, ხის ნახშირი "თაკარა". იგი არის სპეცალიზირებულ, ქაღალდის ყუთებში დაფასოებული მუხის ხის ნახშირი. "თაკარას" უნიკალურობა მისი სწრაფად გაღვივების თვისებაში გამოიხატება. ის უსიამოვნო პროცესი, რაც ნახშირის გაღვივებას უკავშირდება, "თაკარა"-ს შემთხვევაში საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, რადგან სწორედ ყუთის დახმარებით, ცეცხლის მხოლოდ ერთი მოკიდებითაა შესაძლებელი ნახშირის წვა და გაღვივება. გაღვივებული ნახშირი კი, იმდენად დიდხანს იწვის, რომ დაახლოებით 5 კგ ხორცის შეწვის საშუალებას იძლევა.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

მიმდინარე ეტაპზე კომპანიის ასრტიმენტი მოიცავს: ყუთის ნახშირს, ტომრის ნახშირს და წალამს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაგვემატა და უკვე სარგებლობს დიდი მოთხოვნითმას, არსებული სხვა მომწოდებლების წალამისგან განსხვავებული შეფუთვა აქვს, არის გამომშრალი და დაპრესილი. მისი თითოეული შეკვრის წონა 5-7 კგ-ია და შეუძლია დაახლოებით 3-4 კგ ხორცის შეწვა. წალამი ნამდვილად არის ბუნებრივი არომატი თქვენი მწვადისათვის.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

კომპანიის კონკურენტული უპარატესობა პირველ რიგში არის თავად ნახშირის ხარისხი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით არის დამზადებული და განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს შემწვარ ხორცს. ასევე ყუთი, რომელიც როგორც აღვნიშნე სიახლეა ქართული ბაზრისათვის. მისი იდეა დაპატენტებული გვაქვს და ნამდვილად ბევრად ამარტივებს მწვადის შეწვის პროცესს. რაც შეეხება წალამის უპირატესობას, იგი გროვდება სპეციალური წალამის შესაგროვებელი სპეც-ტექნიკის საშუალებით, რომელიც თავად პრესავს წალამს, შემდეგ კი ხდება მისი გამოშრობა და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი მაღაზიებში განაწილება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

ჩვენი კომპანია მუდმივად ფიქრობს სიახლეების დანერგვაზე, ბრენდის განვითარებაზე. არ ვჩერდებით და მომავლის გეგმებიც ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი გვაქვს. "თაკარას" ბრენდის ქვეშ, უახლოეს მომავალში, აუცილებლად შეხვდებით საინტერესო და ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა