მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.9
-0.0027
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 38.762
-0.0007
flag
EUR 3.2166
-0.0111
flag
GBP 3.7139
0.0001
flag
KZT 53.49
0.0012
flag
TRY 0.062
0
flag
USD 2.6922
-0.0005

„შატო მუხრანი“ მუმბაიში - ქართული ღვინისა და ტურიზმის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე

news image

5-7 თებერვალს Château Mukhrani • შატო მუხრანი მონაწილეობას მიიღებს ინდოეთის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაში - OTM Tourism Fair 2026, რომელიც მუმბაიში გაიმართება. Business Insider Georgia-სთან საუბარში „შატო მუხრანის“ ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ბუაძე აცხადებს, რომ გამოფენაში მონაწილეობა ობიექტისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. 

„ბოლო წლებში ინდოეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია. მუმბაიში დაგეგმილ გამოფენაზე მივდივართ ჩვენი სრული შეთავაზებებით, რაც მოიცავს როგორც ღვინის ტურიზმის მიმართულებას, სხვადასხვა ტურისტულ პაკეტებს აღნიშნულ ლოკაციაზე, ასევე ღონისძიებების მასპინძლობის სერვისებს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობით მოლოდინი გვაქვს, რომ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება როგორც ღონისძიებების, ისე ზოგადად ტურიზმის მიმართულებით. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ინდოელი პოტენციური მომხმარებლებისთვის „შატო მუხრანის“ სერვისები უკეთ წარმოვაჩინოთ“, - აცხადებს თამარ ბუაძე.

მისივე განმარტებით, „შატო მუხრანის“ მაგალითზე ინდოეთიდან ჩამოსული ვიზიტორების სტატისტიკა მზარდ ტენდენციას აჩვენებს, რაც სხვადასხვა მარკეტინგულმა კამპანიებმა და ინდოეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნამ განაპირობა.

„ინდოეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, რაც სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით არის განპირობებული. რა თქმა უნდა, პირდაპირი ფრენებიც ამ პროცესს ხელს უწყობს — როდესაც არსებობს პირდაპირი რეისი, რომელიც დაახლოებით ექვს საათს გრძელდება, საქართველოში მოგზაურობა მარტივდება და ტურისტებისთვის მეტად მიმზიდველი ხდება. ზოგადად, ინდოელი ტურისტების ინტერესი მზარდია“, - აცხადებს თამარ ბუაძე.

გარდა კულტურული ტურიზმისა, ინდოეთიდან იზრდება იმ ვიზიტორთა რაოდენობაც, რომლებიც საქართველოში ქორწილებისა და სხვადასხვა ღონისძიებების აღსანიშნავად ჩამოდიან.

„ინდოელები საკმაოდ ცნობილნი არიან მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებით. ქორწილებზე მოწვეული სტუმრების რაოდენობა, როგორც წესი, მრავალრიცხოვანია. ამ მიმართულებით „შატო მუხრანში“ უკვე ვამუშავებთ რამდენიმე მოთხოვნას და ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობით კიდევ უფრო გავზრდით ინტერესს როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე „შატო მუხრანის“ მიმართ“, - აცხადებს თამარ ბუაძე.

„შატო მუხრანი“ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენელმა, ივანე მუხრანბატონმა დააარსა და დღემდე ინარჩუნებს შატოს კლასიკურ კონცეფციას, რომელიც ოთხ ძირითად ფასეულობას ეფუძნება: საკუთარ ვენახებს, მეღვინეობას, ისტორიულ სასახლესა და კულტურულ მემკვიდრეობას.

შატო მდებარეობს ქართლში, სოფელ მუხრანში და წარმოადგენს პირველ ქართულ შატოს, რომელიც ევროპული შატოების მოდელზეა აგებული.

„შატო მუხრანის“ ყოველდღიური შეთავაზებები მოიცავს ისტორიულ ტურებს, ღვინის დეგუსტაციებს, დეგუსტაციის მასტერკლასებსა და კულინარიულ აქტივობებს, რომელთაც დიდწილად უცხოელი სტუმრები ირჩევენ. სხვადასხვა კლინარიული მასტერკლასები და აქტივობები ლოკაციაზე ხორციელდება „შატო მუხრანის“ მზარეულებთან ერთად.

შატოს ტერიტორიაზე განთავსებულია რესტორანი „ორანჟერია“ - ულამაზესი სივრცე, რომელიც მრავალფეროვან ღონისძიებებს მასპინძლობს.
ღონისძიებები „შატო მუხრანის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა - კერძო, კორპორატიული, ბიზნეს და MICE ტურიზმის ღონისძიებები აქ რეგულარულად იმართება.

„შატო მუხრანის“ ტურისტული სერვისები თანაბრად პოპულარულია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს შორის.

ამ ეტაპზე „შატო მუხრანში“ 23 სახეობის პროდუქციას, როგორც ღვინოს, ასევე ჭაჭას.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდი JOLLY-ის სიახლეები, 2025 წლის შედეგები და განვითარების გეგმები

30.01.2026.14:00

JOLLY ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. Business Insider Georgia კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დამფუძნებელს, ანასტასია ბაგრატიონს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

ამჟამად, ჩვენი ბრენდი ახალი პროდუქტების დამატებაზე აქტიურად მუშაობს. ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს და ჩვენი მომხმარებლების დღეები „ჯოლის“ ფერადი აქსესუარებით გავახალისოთ.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, დაინტერესებას ყოველდღიურად ვგრძნობთ მომხმარებლების საოცრად დადებითი უკუკავშირით, რაც უდიდეს სტიმულს გვაძლევს, ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე - გავაფერადოთ მათი დღეები. ჩვენი მომხმარებლების ძალიან დიდი ნაწილი ლოიალურია, ბრუნდებიან და კვლავ იძენენ „ჯოლის“ პროდუქციას, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული ბრენდისთვის.

როგორ აფასებთ 2025 წელს?

2025 წელი ბევრი გამოწვევით სავსე იყო. ვმუშაობდით რამდენიმე ახალ პროდუქტზე, რომელიც წლის ბოლოს, საახალწლოდ ჩავუშვით გაყიდვაში, რამაც საკმაოდ დიდი დაინტერესება და მოწონება გამოიწვია.

როგორია 2026-ის გეგმები განსაკუთრებით გაფართოების/ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

2026 წელს ბევრი სიახლე გვექნება ახალი პროდუქტების დამატებას კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი საყვარელი მოხმარებლები მათ იგივენაირად შეიყვარებენ. ვცდილობთ გავითვალისწინოთ თითოეული მათგანის რეკომენდაცია, იმისათვის, რომ პროდუქცია მაქსიმალურად მათზე მორგებული იყოს და მათ ინდივიდუალიზმს გაუსვას ხაზი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა