მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

„შატო ართვაინი“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს განახლებული ინტერიერითა და ინვენტარით შეხვდება

news image

ზაფხულის ტურისტულ სეზონს თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ართანაში მდებარე Chateau Artwine - შატო ართვაინი განახლებული ინტერიერით შეხვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან „შატო ართვაინის“ გენერალურმა მენეჯერმა ანა გაბაშვილმა განაცხადა, ინტერიერის პარალელურად განახლდება სასტუმროს ავეჯი და სტუმრებს ობიექტზე სრულიად ახალი შიდა ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

მიმდინარე პერიოდი „შატო ართვაინისთვის“, ისევე როგორც ზოგადად კახეთისთვის, დაბალ სეზონად ითვლება და რეგიონში სტუმრების ზრდას უკვე მაისიდან ელოდებიან.

„დაბალ სეზონზე „შატო ართვაინში“, ისევე როგორც კახეთში მდებარე სხვა სასტუმროებში, შედარებით მცირე დატვირთულობა იყო. რაც შეეხება მაღალ სეზონს, დატვირთულობა ფაქტობრივად 50-დან 100 პროცენტამდე მერყეობდა. სექტემბერი ბევრად უკეთესი თვეა, მაგალითად, ვიდრე ივლისი და სხვა ზაფხულის თვეები.

ჩვენს შემთხვევაში, 2025 წელს ადგილობრივი სტუმრები შედარებით ნაკლები იყო - დაახლოებით 20%, ხოლო დანარჩენი სტუმრები ევროპიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ.

რაც შეეხება 2026 წელს, ტურისტულ სეზონზე სტუმრებს განახლებული ინვენტარით შევხვდებით. სასტუმრო ნომრები განახლებული დახვდებათ სტუმრებს, განახლდება სასტუმროს ძირითადი საშუალებები და მათ უკეთეს სერვისს შევთავაზებთ“, - აცხადებს ანა გაბაშვილი.

„შატო ართვაინი“ 2021 წელს კახეთის სოფელ ართანაში გაიხსნა. სასტუმრო 4-ვარსკვლავიანია და 32 ნომერს მოიცავს.

„გვაქვს საუნა, ღია აუზის ბარი, ღია საცურაო აუზი და გასართობი ოთახი, სადაც წარმოდგენილია მაგიდის ჰოკეი, მაგიდის ფეხბურთი, ბილიარდი, მაგიდის ტენისი და სხვადასხვა ბორდ და სამაგიდო თამაშები, რომლებიც შეგვიძლია ჩვენს სტუმრებს შევთავაზოთ. ვინც ოჯახთან და ბავშვებთან ერთად აპირებს დასვენებას, ეს მიმართულება მათთვის საკმაოდ საინტერესო იქნება.

ასევე გვაქვს საცეცხლური სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად საღამოს დროის გატარება და დასვენება შესაძლებელია. აღნიშნული ლოკაცია ცოტათი მოშორებულია სასტუმროსგან, შესაბამისად ხმაური და მუსიკა პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე გვაქვს მარანი, სადაც ღვინის დეგუსტაციები ტარდება და სტუმრებს ტურების შეთავაზებაც შეგვიძლია“, - განმარტავს „შატო ართვაინის“ გენერალური მენეჯერი.

ანა გაბაშვილი „შატო ართვაინის“ მაგალითზე 2026 წელს უფრო მეტი სტუმრის მიღების მოლოდინშია, ვიდრე 2025 წელს.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 2026 წელი უკეთესი იქნება. შარშანდელი და წლევანდელი სეზონების შედარებისას, სიმართლე რომ გითხრათ, ჯავშნების რაოდენობა დაახლოებით იგივეა, რაც შარშან გვქონდა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ შემოსავალი გაიზრდება. მოგეხსენებათ, კახეთში საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ კონკურენციას ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ“, - ამბობს „შატო ართვაინის“ გენერალური მენეჯერი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „წნული“ მომხმარებელს ხელნაკეთი კალათების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს

09.04.2026.14:00

„წნული მომხმარებელს ხელნაკეთი კალათების მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს სოციალური საწარმო „წნულის“ დამფუძნებელმა დავით პარკაძემ განუცხადა.

შევიძინეთ ლაზერული დანადგარი, რომლის მეშვეობით სამუშაო პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივდა და დაჩქარდა. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო - შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც სწრაფად მზადდება და ამავდროულად ინარჩუნებს ხარისხსა და ესთეტიკას.
პროდუქცია გადავიყვანეთ ხის ძირზე, რაც გულისხმობს, რომ კალათები შესრულებულია ხისა და წნულის კომბინაციით - ძირი არის ხის, ხოლო დანარჩენი ნაწილი მოქსოვილია წნულისგან. შედეგად, პროდუქტი გამოდის უფრო მყარი, ფორმაში სწორად დაცული და ვიზუალურად გამორჩეული.

დღესდღეობით განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა მსგავსი ტიპის პროდუქციაზე, რადგან მომხმარებლისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სხვადასხვა პროდუქტის როგორც ესთეტიკურად, ისე პრაქტიკულად განთავსება.

ვთანამშრომლობთ არაერთ კომპანიასთან - არა მხოლოდ სააღდგომო პერიოდში, არამედ მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით აქტიურია თანამშრომლობა პურ-ფუნთუშეულის მწარმოებლებთან და იმ ბიზნესებთან, რომლებიც კალათებს ბოსტნეულისა და სხვა პროდუქციისთვის იყენებენ. ამ მიმართულებით, ვთანამშრომლობთ ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილთან“, „სუპერმარკეტ საბურთალოსთან“ და სხვა მსხვილ კომპანიებთან.

ამჟამად, ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია როგორც ინდივიდუალური კალათები, ასევე სამეული კომპოზიციები. გვაქვს სხვადასხვა ფორმა: მრგვალი, ოთხკუთხედი და მართკუთხედი, სადაც მარტივად თავსდება სააღდგომო კვერცხები, პასკები და სხვა პროდუქტები.

კალათები გამოირჩევა როგორც პრაქტიკულობით, ისე ესთეტიკით, რაც მათ იდეალურ არჩევანად აქცევს როგორც საჩუქრისთვის, ისე სადღესასწაულო სუფრისთვის.
ფასი იწყება 19 ლარიდან, სამეული კალათების ღირებულება 150–200 ლარის ფარგლებში მერყეობს. კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში, ფასი რაოდენობის მიხედვით იცვლება.

მოთხოვნა მუდმივად მაღალია. ახალი პროდუქციის გამოშვებისას კი განსაკუთრებით მატულობს “, - აცხადებს დავით პარკაძე.

ინფორმაციისთვის, სოციალური საწარმო „წნული“ 2017 წელს შეიქმნა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა