„შაქარი მარგებელი“ - საქართველოში წარმოებული პროდუქტი, რომელიც სტანდარტულზე 6-ჯერ ტკბილია
რამდენიმე თვეა ქართულ ბაზარზე „შაქარი მარგებელი“ გამოჩნდა და ის უკვე იყიდება„ფრესკოს“, „გვირილას“ და „გუდვილის“ ქსელებში. დღეისათვის „შაქარი მარგებელი“ 300 გრამიანი და 900 გრამიანი შეფუთვითაა წარმოდგენილი.
შაქრის ფორმულა საქართველოშია შემუშავებული, ხოლო მას კომპანია „ჯანი პლუსი“ აწარმოებს. როგორც „შაქარი მარგებელის“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „შაქარი მარგებელი“ სტანდარტულ შაქართან შედარებით 6-ჯერ ტკბილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი 6-ჯერ ნაკლებ კალორიას იღებს.
ირკვევა, რომ სიმინდის მარცვლეულისგან დამზადებული „შაქარი მარგებელი“ არ შეიცავს საქაროზას, რის გამოც არ იწვევს სისხლში გლუკოზის მატებას
მისი შემადგენელი კომპონენტების უსაფრთხოება დადასტურებულია საერთაშორისო კვლევებით, მათ შორის ჯანმოს (WHO) მიერ. მეტიც, „შაქარი მარგებელი“ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესშიც.
სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, „შაქარი მარგებელი“არ არის კალორიული, პირიქით, ის ხელს უშლის წონაში მატებას.
„შაქარი მარგებელი“ ძირითადად ტრეჰალოზასგან შედგება, რომელიც არეგულირებს სისხლში ჰოლესტერინის დონეს.
„ტრეჰალოზას აქვს კარგად გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები. ტრეჰალოზა ხელს უწყობს ორგანიზმში ცილოვანი სტრუქტურების სტაბილიზაციას, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, რაც იმას ნიშნავს, რომ ანელებს კანის დაბერების პროცესებს. ტრეჰალოზა მოიაზრება, როგორც არტერიული ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზის პროფილაქტიკური საშუალება. ტრეჰალოზა აღადგენს ფიზიკურ და გონებრივ ენერგიას. ტრეზალოზა შეიწოვება მსხვილი ნაწლავიდან იმდენად ნელა, რომ სისხლში პრაქტიკულად არ ცვლის გლუკოზის დონეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ საჭიროებს დამატებითი ინსულინის გამოყოფას“, - აღნიშნულია „შაქარი მარგებელის“ სოციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.
„შაქარი მარგებელი“ ბაზარზე ივლისიდან იყიდება და ამ დროისათვის სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელში იყიდება. გაყიდვებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ბევრ სუბიექტთან მიმდინარეობს. „კულამ“ უკვე იყიდა 5 ტონა შაქარი და ნაწილ პროდუქციას „შაქარი მარგებელით“ აწარმოებს. ასევე მოლაპარაკება გვაქვს საკონდიტრო „სანდოსთან“ . „შაქარი მარგებელის“ მიზანია მაქსიმალურად შეამციროს მოსახლეობაში შაქრის, სახაროზას მიღება. თუმცა ამისთვის ჩვენს რაციონში შაქრის „შაქარი მარგებელით“ ჩანაცვლება საკმარისი არ არის, რადგანაც მთელი ქსელი შაქრით დამზადებული პროდუქტებით არის დამზადებული.
„შაქარი მარგებელი“, მისი 99%-ი შედგება ტრეჰალოზასგან (სიმინდისაგან მიღებული ბუნებრივი შაქარი). ტრეჰალოზა იაპონელების მიერ სიმინდისგან მიღებული ბუნებრივი ბუნებრივი შაქარია, რომელიც გამოიყენება სურსათის ინდუსტრიაში.
ტრეჰალოზას მიღების მცდელობები იყო გასული საუკუნის სამოციან წლებში, მაგრამ ის საკმაოდ ძვირ ჯდებოდა და ამიტომ აქტუალურობა დაკარგა. თუმცა 2017-18 წლიდან იაპონელებმა დაიწყეს მუშაობა ტრეჰალოზას მისაღებად და წარმატებასაც მიაღწიეს. ჩვენი ნოუჰაუ რა არის - ტრეჰალოზას 2-ჯერ ნაკლები სიტკბო აქვს, ვიდრე შაქარს, ამიტომ მისი გამოყენება ეკონომიკურად მომგებიანი არ არის.
ჩვენ პროდუქტს დავამატეთ სამკურნალო მცენარეთა კოქტეილი და დამატკბობლად დავუმატეთ სუკრალოზა, რომელსაც უსაფრთხოების გრიფი აქვს მინიჭებული. „შაქარი მარგებელში“ კი ის დასაშვები ნორმის 1/3 შედის. ფორმულა და პროდუქტი ქართულია. ჩვენ არსებული პროდუქტების კომბინაციით მივიღეთ „შაქარი მარგებელი“, - აცხადებს გამოყენებითი მეცნიერების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ჯოგლიძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოდან ლოკოკინას ექსპორტი 115%-ით გაიზარდა, მთავარ საექსპორტო ბაზრად კი თურქეთი ჩამოყალიბდა
სხვა სიახლეები
10.10.2025.18:27
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, მათთვის, ვისაც პროფესიის ცვლილება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას სრული დაფინანსებით.
პარტნიორ აკადემიებს შორისაა თბილისის კომუნიკაციის სკოლა (commschool), სადაც სტიპენდიის მიღებას დაინტერესებული პირები მათთვის საინტერესო მიმართულებაზე შეძლებენ.
ამისათვის, მათ უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება.
აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
თბილისის კომუნიკაციის სკოლა უკვე მე-8 წელია ქმნის ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს აქტუალურ დარგებში, რომელიც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს იყვნენ კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი დასაქმების ბაზარზე.
ამ ეტაპზე სკოლა აერთიანებს 30+ პროგრამას ხელოვნური ინტელექტის (AI), მონაცემების, მარკეტინგის, დიზაინის, IT მენეჯმენტისა და პროგრამირების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტთა კმაყოფილების დონე (CSAT) 96%-ია, ხოლო კურსის წარმატებით დასრულების მაჩვენებელი თითქმის 80% აღწევს.
კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტები კურსდამთავრებულთა კლუბში ირიცხებიან, რომლის ფარგლებშიც სარგებლობენ სპეციალური შეთავაზებებით, დახურული ღონისძიებებითა და კომპანიის პარტნიორების შეთავაზებებით.
სკოლის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და კურსების ჩამონათვალს შეგიძლია გაეცნოთ ვებ-გვერდზე www.commschool.ge
პროგრამები განსხვავდება ფორმატის, ხანგრძლივობისა და შინაარსის მიხედვით და თითოეული მათგანი დაფუძნებულია პრაქტიკულ სწავლებას.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge