მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7089.2
-0.001
flag
AZN 1.5949
-0.0006
flag
CNY 38.078
-0.0056
flag
EUR 3.1231
-0.0155
flag
GBP 3.5607
-0.0016
flag
KZT 51.52
0.0021
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7117
-0.001

შანხაიში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, ქართული პროდუქციის მიმართ უპრეცედენტო ინტერესი დაფიქსირდა - მიხეილ ხიდურელი

news image

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილესი გამოფენა - China International Import Expo (CIIE) გაიხსნა, რომელშიც 40-მდე ქართული კომპანია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით მონაწილეობს.

სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, უმსხვილეს გამოფენაში მონაწილეობა "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს, მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარონ საერთაშორისო კომპანიებთან.

"ჩინეთში საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში 40-მდე კომპანიით ვმონაწილეობთ 15 სხვადასხვა კატეგორიაში. აღსანიშნავია რომ, მოლაპარაკებების შედეგად, წლევანდელ ექსპოზე გავზარდეთ გამოფენის სივრცე, რაც იმას ნიშნავს, რომ "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, კიდევ უფრო მეტი ქართველი ექსპორტიორი წარადგენს საკუთარ პროდუქციას ამ ღონისძიებაზე.

ჩვენ ყოველწლიურად, გამოფენების შემდეგ ვაჯამებთ, თუ რა შედეგი აქვს კონკრეტულ გამოფენას კონკრეტული ექსპორტიორებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ შანხაის ექსპო ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანია ამ მხრივ. იცით, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები უფრო მაღალ ეტაპზე გადავიდა და უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ჩინეთთან და ეს შესაძლებლობა ქართულმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ.

ამ დღეების განმავლობაში, ქართული პროდუქციის მიმართ, ჩინელი იმპორტიორების მხრიდან უპრეცედენტო ინტერესი დაფიქსირდა. ჩვენი სააგენტოს მხარდაჭერით ქართველი ექსპორტიორები შეხვედრებს მართავენ ჩინელ იმპორტიორებთან და ვიმედოვნებთ, ეს შედეგზეც აისახება - ქართველი ექსპორტიორები მნიშვნელოვან შედეგებს მიიღებენ და გაზრდიან გაყიდვებს“ - განაცხადა "აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, CIIE 2023-ზე 40-მდე ქართული კომპანია ორ მასშტაბურ პავილიონშია წარმოდგენილი - საკვებისა და სასმელის, ასევე საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონებში. აქ გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინო, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, აგროპროდუქტი, ტყავის ნაწარმი და აქსესუარები, ასევე ტანსაცმელი დახვდებათ.

ქართული ბიზნესის პავილიონების პარალელურად, საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს გამოფენის დამთვალიერებლები კიდევ ერთ პავილიონში გაეცნობიან. ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდი, მათ შორის: სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს რკინიგზა.

შანხაიში საქართველოს დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობს, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებთან - ირაკლი ნადარეიშვილთან და გენადი არველაძესთან, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, არჩილ კალანდიასთან და ერთად, ქართული პავილიონები დაათვალიერა და მეწარმეებს გაესაუბრა.

CIIE 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია მიიღებს. გამოფენის ვიზიტორების რაოდენობა წელს სავარაუდოდ, 500 000-ს მიაღწევს. „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას და ახალი პროდუქციის შეთავაზებას მომხმარებლებისთვის - Lolli Pop Caramels

03.11.2025.18:00

კომპანია Lolli Pop Caramels ხელნაკეთი ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 5 წელია ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ლიდა სარქისიანს ესაუბა.

„კომპანია „ლოლი პოპ კარამელსი“ 2020 წელს დაარსდა. უკვე 5 წელია რაც ბაზარზე ვართ და მომხმარებელს ვთავაზობთ ხელნაკეთ ტკბილეულს “, - ამბობს ლიდა სარქისიანი. 

კომპანიის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. ამჟამად, „ლოლი პოპ კარამელსი“ 20 -მდე სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. „გვაქვს მრავალფეროვანი ასორტიმენტი. 

ვაწარმოებთ 20-მდე სახეობის ტკბილეულს (ლოლიპოპსი, ქეიქპოპსი, ესკიმო, ხელნაკეთი შოკოლადი, მაფინები, ტკბილეულის თაიგულები და ა.შ) “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. 

კომპანიას სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ყველაზე მთავარი კი მაღალი ხარისხია.

„ლოლი პოპ კარამელსი" გამოირჩევა ხარისხით, განსხვავებული გემოს მქონე საკონდიტრო ნაწარმით და განსხვავებული დიზაინის პროდუქციით. ჩვენი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს მათთვის სასურველი დიზაინის პროდუქციას რაც კონკურენტულ უპირატესობად მიგვაჩნია, რადგან არ ვამზადებთ შაბლონური წესით და ყველანაირად ვცდილობთ მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა თავი განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ იგრძნოს “, - აღნიშნავს ლიდა სარქისიანი. 

„ლოლი პოპ კარამელსი" სამომავლოდ გაფართოებას და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს.

„სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას, ახალი პროდუქციის დამატებას და დისტრიბუციით პროდუქციის გატანას რეგიონებში “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი. 

ცნობისთვის, მაღაზია ქალაქ თბილისში, ატენის #1 -ში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა