მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

შანხაის ტურისტული გამოფენა დაგვეხმარება საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაში - ელიტ თრეველი

news image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს.

გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია ელიტ თრეველის წარმომადგენელი ნინა ხომასურიძე. 

„ჩინეთიდან უვიზო მიმოსვლა ცოტა ხანის წინ დაიწყო, შესაბამისად ნელ-ნელა მატულობს ტურისტების ნაკადი ჩინეთიდან. შეიმჩნევა უკვე მზარდი ნაკადები. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურობს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობით, რომ მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ვფიქრობთ, რომ შანხაის ტურისტული გამოფენა დაგვეხმარება საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაში“-აცხადებს ნინა ხომასურიძე. 

ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.

ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯი პირველ ეტაპზე 70 მგზავრზე იქნება გათვლილი - ლევან მოსეშვილი

29.05.2025.19:00

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში VISA-ს ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დეკემბრიდან უმასპინძლებს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, აეროპორტში ლაუნჯი 270 კვ/მ ფართობს დაიკავებს და VISA-ს ფერებში იქნება დაბრენდილი.
 
როგორც მოსეშვილმა განმარტა, თუ კი აქამდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოიაზრებოდა, როგორც „ლოუკოსტ“ აეროპორტი, ბიზნეს ლაუნჯი უკვე მას მეორე სიცოცხლეს შესძენს.
 
„რამდენიმე დღის უკან ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯის განვითარებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასოცირდებოდა, როგორც დაბალბიუჯეტიანი მგზავრების მომსახურე აეროპორტი. ბიზნეს ლაუნჯის დაანონსება კი აეროპორტისთვის ეს უკვე მეორე სიცოცხლეა და ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. სტატუსის ამაღლებაა. ახალი ეპატია.
 ლაუნჯის მოწყობაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ საერთაშორისო პარტნიორ VISA-თან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯი 270 კვ/მ-ზე იქნება განთავსებული და ასევე, დაბრენდილი იქნება VISA-ს ფერებში. ის ასევე ქართული ეთნო ელემენტებით იქნება გაფორმებული. მინიმალისტურ სტილში იქნება, რომელიც მომსახურებას გაუწევს ბიზნეს მგზავრებს.  სერვისებს გავწევთ ჩვენი სტაფით. მინდა ასევე აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მგზავრს, რომელსაც ექნება Visa Platinum ბარათი სრულად უფასოდ შეძლებს ამ სერვისებით სარგებლობას. მოთხოვნაც იყო მგზავრებისგან, ხშირად მოგზაური პირებისგან, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი სივრცე, არ ჰქონდათ შესაბამისი რეკრეაციული ადგილი, სადაც შეძლებდნენ დასვენებას, ან საქმიანი შეხვედრების გამართვას. ველოდებით, რომ ლაუნჯში პირველ მგზავრებს დეკემბერში მივიღებთ. ბიზნეს ლანჯის გახსნა დაანონსებულია სწორედ 2025 წლის დეკემბერში. ჩვენს ბიზნეს პარტნიორთან Visa-სთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ რაც შეიძლება მალე ეს სივრცე მივიღოთ და ახალი სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს და კმაყოფილები გავუშვათ. იმის სურვილი ჰქონდეთ, რომ ჩვენს აეროპორტში კვლავ დაბრუნდნენ“, - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე ლაუნჯი 70 მგზავრზე იქნება გათვლილი, თუმცა მოთხოვნის შემთხვევაში განიხილება მისი კიდევ უფრო განვითარება.
 
„დიდი ხანი ვმუშაობთ ჩვენს გუნდთან ერთად. დიდი ხანი მიმდინარეობდა სწორი კონცეფციის შერჩევა. საკმაოდ ლამაზი და ტევადი სივრცე იქნება. პირველ ეტაპზე 70 მგზავრზე იქნება გათვლილი. რეალურად 70 მგზავრი კარგი მაჩვენებელი იქნება პირველ ეტაპზე, მოთხოვნა თუ იქნება შემდეგ ვიზრუნებთ გაფართოებაზე“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, რაც საშუალებას მისცემს მოიზიდოს სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიები, ამავდროულად დააკმაყოფილოს განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნის მქონე მგზავრების სურვილებიც.
სივრცეში ძირითადად აქტიური ფერებისა და მშვიდი ხის ტექსტურის შერწყმა იქნება წარმოდგენილი. სივრცე დაყოფილი იქნება რამდენიმე ზონად: მოსასვენებელი, საბავშვო სივრცე, სამუშაო და კვების ზონა, რაც აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობას შესაფერისად.
ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ლოკალურ ნარატივზე იქნება აგებული. კედლებზე წარმოდგენილი იქნება შუქ-პროექციები არგონავტების შესახებ მითოლოგიიდან, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მოცემული დეტალები ოდნავ მინიმალისტურად, მაგრამ ემოციურად მოქმედებს მგზავრზე და ქმნის კავშირს ადგილსა და ისტორიას შორის.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.
 
 
 
 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა