მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

შალვა კიკნაველიძემ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინა

news image

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძემ, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას ჰიდროელექტროსადგურების - „ფარავანი ჰესი 1“ და „ფარავანი ჰესი 2“ - მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ანგარიში წარუდგინა.

კორპორაცია მდინარე ფარავანზე ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სამ სოფელში - ხორენიაში, ეშტიასა და ჯიგრაშენში უკვე მეორედ გამართული შეხვედრებიც. მათ წინ, მაისში, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (სკოპინგის) შუალედური ანგარიშის საჯარო განხილვები უძღოდათ.

ჰიდროელექტროსადგურების სრულ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა და თითოეული ეტაპის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის.

შალვა კიკნაველიძემ, შეხვედრებზე, მშენებლობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.
კორპორაციის მიერ პროექტის განხორციელებით - მდინარე ფარავანზე ჯამური დადგმული სიმძლავრით 8 მეგავატის მქონე ორი ჰესის აშენებით ქვეყანა, დამატებით, 50 მლნ. კვტ.სთ. მწვანე ენერგიას მიიღებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ამჟამად, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ - BODBE Hotel

08.12.2025.16:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას.

სასტუმროში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia „ბოდბეს“ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

„ბოდბეში“ ამჟამად რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი წლის ღონისძიებაა. გვინდა სტუმრებს განსაკუთრებული განწყობა შევუქმნათ და წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს “ბოდბესთვის” დამახასიათებელი, გამორჩეული გარემო დავახვედროთ.

პარალელურად, ვამუშავებთ სეზონურ მენიუების გადახალისებაზე, რათა სტუმრებს ახალი გემო და კულინარიული აღმოჩენები მთელი წლის განმავლობაში შევთავაზოთ.

სიახლეების მომტანი იქნება “ბოდბეს” გუნდის ამჟამინდელი, აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო გამოცემებთანაც - ვფიქრობთ, ასე „ბოდბეს“ უფრო მეტ ადამიანს გავაცნობთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სივრცეების - ჩვენი გამორჩეული მარნის, ახალი რესტორანებისა და პადელის მოედნის გახსნა კიდევ უფრო გაგვამრავალფეროვნებს და მეტ, სხვადასხვა ინტერესების მქონე სტუმარს გაუჩენს „ბოდბეში“ დასვენების სურვილს.

როგორია მოთხოვნა ზოგადი თვალსაზრისით?

„ბოდბე“ მხოლოდ ერთი წლისაა, შესაბამისად, გასული წლების დინამიკას ვერ შევედრებით. თუმცა, ვიცით, რომ სასტუმროს გახსნიდან დღიდან, დაინტერესება და მოთხოვნა ყოველთვიურად მატულობს - ტენდენცია სტაბილურად მზარდია.

ცნობისთვის, სასტუმროში განთავსებულია დახურული და სეზონური ღია აუზი ტერასაზე. „ბოდბე“ სიღნაღში გამორჩეულია, როგორც კერძების მრავალფეროვნებით, ასევე უნიკალური გარემოთი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა