მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7041
-0.0044
flag
AZN 1.5894
-0.0012
flag
CNY 37.664
0.0158
flag
EUR 3.1254
0.0382
flag
GBP 3.5905
0.0299
flag
KZT 50.04
0.0023
flag
TRY 0.0664
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.0021

სეზონის პიკში ვიმყოფებით და სასტუმროების დატვირთულობა 99,9%-ია - "რადარის" დამფუძნებელი

news image

სეზონის პიკში ვიმყოფებით და სასტუმროების დატვირთულობა 99,9%-თან არის გათანაბრებული, - ამის შესახებ "რადარის" დამფუძნებელმა მაია მახათაძემ 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, „რადარის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ სასტუმროებში სტუმრების რაოდენობა და განთავსების ობიექტების დატვირთულობა დამაკმაყოფილებელია. 

„რადარი“ სასტუმროებისთვის განკუთვნილი სივრცეა, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის ყველა წამყვანი ინფორმაციის მიწოდებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. საჭირო ინფორმაციის დროული გაცნობითა და სტუმართა კმაყოფილებაზე ზრუნვით, სასტუმროები ახერხებენ განვითარებასა და უკეთესი შედეგის მიღებას.

„ამ დროისათვის  „რადარის“ ქოლგის ქვეშ 5 სასტუმროა, მათგან 2 დაგეგმარების ეტაპზეა. შესაბამისად, ახლა გესაუბრებით იმ 3 მოქმედ სასტუმროს მაგალითზე. ამჟამად ვიმყოფებით სეზონის პიკში. ეს ნიშნავს, რომ „რადარის“ სასტუმროების დატვირთულობა 99,9%-ია“, - ამბობს მაია მახათაძე.

„რადარის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ სასტუმროებში სტუმრების გეოგრაფია საკმაოდ „ჭრელია“. 

„სტუმრების სეგმენტი სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის, ეს დამოკიდებულია როგორც სასტუმროს ლოკაციაზე, ისე მის ბაზარზე პოზიციონირებაზე. „რადარი“ს ქოლგის ქვეშ არ არის პრემიუმ სასტუმროები, ყველა არის ბუტიკის ტიპის, კარგი 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტის და ეს სასტუმროები იმდენად სწორად არიან პოზიციონირებულები, რომ რაც აქვთ დაგეგმილი და დაანონსებული და ასევე, როგორ სეგმენტზეც არიან მომართულები, ზუსტად ასეთ სეგმენტს მასპინძლობენ და შესაბამისად არც აქვთ იმედგაცრუება საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ანუ მათ ზუსტად იციან, რომელი ქვეყნებიდან ელოდებიან სტუმარს და როგორც აქვთ დივერსიფიცირება დალაგებული თავიდანვე, მიდიან სწორედ ამ გზით. შესაბამისად, ამ სასტუმროებში გვაქვს ჭრელი დატვირთულობა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ სად იმყოფება სასტუმრო და როგორია ბაზარზე მისი პოზიციონირება. ამიტომ ჩვენს შემთხვევაში არის აზიური შერეული ბაზარი, ასევე გვაქვს დსთ-ს ქვეყნებიდან განსაკუთრებული მატება და ასევე, ეკონომიურად ბაჯეტური ტიპის ევროპული ტურები გვაქვს“, - აცხადებს მახათაძე. 

რაც შეეხება ღამისთევების რაოდენობას, „რადარის“ სასტუმროებში ეს მაჩვენებელი მენეჯმენტისთვის დამაკმაყოფილებელია. 

„რაც შეეხება საშუალო ღამისთევების, გვაქვს გრძელვადიანი ღამისთევები აპარტამენტის სტილის სასტუმროებში და 3-დან 4 ღამემდე გვაქვს ბუტიკურ სასტუმროებში. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ 3-დან 4-მდე ღამისთევა ძალიან ნორმალური და მისაღები ღამისთევების რაოდენობაა საშუალო ჭრილში სასტუმროებისთვის. აპარტამენტში კი გვაქვს 5-7 ღამის ჭრილში ღამისთევების რაოდენობა, რაც ასევე კარგი მაჩვენებელია“, - ამბობს მახათაძე.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის „რადარის“ქოლგის ქვეშ მყოფი სასტუმროები ტერიტორიულად განთავსებულია თბილისში, სტეფანწმინდაში და კახეთში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ექსპლუატაციის შემდგომი მომსახურება - საიმედო პარტნიორობა „იმპოსტი მეპ“-თან

04.08.2025.17:10

დღეისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შენობა-ნაგებობებისათვის საინჟინრო სისტემების გამართულად და უწყვეტად ფუნქციონირებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“-ის ახალი სერვისი, რომლითაც სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტებს ექსპლუატაციის შემდგომ გეგმურ მომსახურებას სთავაზობს.

ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი მოიცავს: დანადგარების დიაგნოსტიკას, ფილტრების გაწმენდასა და გამოცვლას, ფრეონით დატუმბვას, გეგმურ შემოწმებას, ცვეთადი ნაწილების საჭიროებისამებრ შეცვლას და სხვა ტექნიკურ სამუშაოებს.

გეგმური შემოწმების ფარგლებში მოწმდება AHU, Rooftop, AC დანადგარები, VRF სისტემები, KEF ვენტილაცია, სახანძრო სატუმბი სადგური და სხვა სისტემები.

მომსახურების მთავარი მიზანია — საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მათი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება. ეს კი პირდაპირ აისახება შენობის ენერგოეფექტურობაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

აღნიშნული მომსახურებაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამჟამად „იმპოსტი მეპ“-ის სერვისით სარგებლობს არაერთი სამედიცინო დაწესებულება, რესტორანი და სასტუმრო, მათ შორის: სასტუმრო „ibis Tbilisi Airport“, „McDonald’s Georgia“ ,, ბიზნეს ცენტრი იოსებიძეზე’’ და სხვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა