მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

„სერვალი“- ქუთაისის საფეხბურთო კლუბი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

news image

ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიღმა ყოველთვის დაუღალავი ვარჯიში და შრომა დგასწესები და სპეციალური რუტინა, რაც პატარა ასაკიდანვე ყალიბდება. სწორედ ამაზე ზრუნავსსერვალი” — ქუთაისში დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი, რომელიც მომავალი თაობის ფეხბურთელებს ზრდის და პატარა ასაკიდანვე ეხმარება ჰობის პროფესიად ქცევაში.

 

ყველაფერი 2022 წელს დაიწყო, როცა ოთხმა ფეხბურთელმა: გიორგი გურულმა, თემურ ხაბურძანიამ, ბექა ჩხეტიანმა და თამაზ ბაბუნაშვილმა კლუბის შექმნა გადაწყვიტა

 

ოთხივე პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობდით ფეხბურთს, უმაღლეს და პირველ ლიგას. ერთ დღეს კი გაგვიჩნდა სურვილი, ბავშვებისთვის გვესწავლებინა თამაში. თან ის ყველაფერი მიგვეცა მათთვის, რაც თავად გვაკლდა თავის დროზე. ვფიქრობდით, რისი გაკეთება შეგვეძლო მომავალი თაობისთვისასე მოვუყარეთ თავი დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებასა და სურვილებს, რომლებიც პირადად არ აგვხდენია”, — აღნიშნავს თამაზ ბაბუნაშვილი.

 

კლუბის დაარსების საწყის ეტაპზე მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის ერთიანად თავმოყრა, შემდეგ კი სხვებისთვის გაზიარება იყო მთავარი ამოცანა. თუმცა განვითარებასთან ერთად, ხედვისა და სურვილების არეალი გაფართოვდა, რასაც ფინანსურ შესაძლებლობების ხელშეწყობაც სჭირდებოდა

 

სწორედ აქ გამოჩნდა თიბისი მთავარ მხარდაჭერად - თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით შევიძინეთ მიწა, 15 000 2, რაცსერვალისგანვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იყო”, - აღნიშნავს თამაზ ბაბუნაშვილი.

 

ამჟამად, ლიცენზირებული მწვრთნელებისა და შესაბამისი გარემოს მეშვეობით, პატარა ფეხბურთელები ყველაფერს სწავლობენ, რაც სპორტის ამ სახეობაში წარმატების მისაღწევადაა საჭირო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ" აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი გახსნა

05.05.2025.17:25

აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომაამოქმედა. 70 კვ.-ზე მოწყობილი შოურუმი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ადგილზევე გამოცადონ დანიური ბრენდის და ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ნაწილი ლიმიტირებულია არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზრებისთვისაც.

 

საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპანია ხმას, დიზაინსა და ტექნოლოგიას ერთ პროდუქტში აერთიანებს და მომხმარებლებს პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის: ხმის სისტემებს(დინამიკები, საუნდბარები, WiFi/Bluetooth აუდიო მოწყობილობები), ყურსასმენებს, ტელევიზორებსა და მოწყობილობებს, რომლებიც თავსებადია სხვადასხვა პლატფორმასთან და ჭკვიან სახლში ინტეგრაციისთვის. ბრენდისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური, სკანდინავიური დიზაინი კი პერსონალიზაციის ფართო შესაძლებლობას იძლევა.

Bang & Olufsen-ის თბილისის შოურუმი სრულად ასახავს ბრენდის გლობალურ კონცეფციას, შესაბამისად, მომხმარებლები ადგილზე მრავალფეროვან პროდუქტებთან ერთად ინდივიდუალური კონსულტაციითა და კონსიერჟ-სერვისით სარგებლობასაც შეძლებენ.

 

წლებია Bang & Olufsen-ი მსოფლიოს 40-მდე ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს; საქართველოში პირველი შოურუმის გახსნის შემდეგ კი მათს გეგმებში გაფართოებაც შედის.

თიბისი, როგორც ბიზნესის #1 პარტნიორი, აქტიურად აფინანსებს ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის სექტორს და ბაზარზე წამყვანი კომპანიების მთავარი ფინანსური მხარდამჭერია. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ბაზარზე Bang&Olufsen-ის შემოსვლა კი მაღალი კლასის სტანდარტს აწესებს, რაც სექტორის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა