სერბეთთან პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და პირდაპირი ავიარეისები ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ხელს შეუწყობს ადვილად იმგზავრონ სერბეთსა და საქართველოში - ალექსანდრე ხვთისიაშვილი
სერბეთთან პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და პირდაპირი ავიარეისები ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ხელს შეუწყობს ადვილად იმგზავრონ სერბეთში და საქართველოში, - ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გააკეთა, რომელმაც დღეს Air Serbia-ს ბელგრადი-თბილისის პირველი ფრენის საზეიმო დახვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პირდაპირი ფრენები ასევე ხელს შეუწყობს ბიზნეს ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
„დღეს ჩვენ დავხვდით პირველ პირდაპირ რეისს სერბეთიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და სერბეთს შორის იქნება პირდაპირი ავიამიმოსვლა. იცით, რომ ჩვენ სერბეთთან ძალიან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გაქვს და ეს რეისი ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ადვილად იმგზავრონ სერბეთში და საქართველოში. რა თქმა უნდა ეს ხალხთა შორის მეგობრობას და ბიზნეს შორის ურთიერთობებს შეუწყობს ხელს, გაამტკიცებს და გააღრმავებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო ღრმა და აქტიურ თანამშრომლობას.
წელს არის 30 წლისთავი, რაც საქართველოსა და სერბეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვთ დამყარებული. შესაბამისად ამ რეისით ხდება ჩვენი და სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღნიშვნა“, - განაცხადა ხვთისიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. აქტიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელგრადიდან პირველი პირდაპირი რეისი Air Serbia-მ ცოტა ხნის წინ შეასრულა. პირველი რეისის მგზავრებს შორის სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომლესაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთიასიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი ტატიანა პანაიუტოვიჩ ცვეტკოვიჩი დახვდნენ.
თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.
Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს, საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეაედგინა. რაც 66 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.06.2025.15:20
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ახალი მიმართულება გვაქვს, - აცხადებს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
თეა ზაქარაძის თქმით, ბელგრადი ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი კვანძია.
„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ კიდევ ერთი ახალი მიმართულება გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Air Serbia-მ, რომელიც კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს რეისებს ბელგრადის მიმართულებით. კიდევ ერთი კომფორტული მიმართულებაა და კიდევ ერთი დამატებითი კომფორტი ჩვენი მგზავრებისთვის. ბელგრადი არის ძალიან მნიშვნელოვანი კვანძი ევროპაში და ჩვენს მგზავრებს შეეძლებათ ბელგრადიდან ამერიკის, ასევე სხვა ევროპული მიმართულებით გადაადგილდნენ. ძალიან გვახარებს ეს ინფორმაცია.
აქვე მინდა დავამატო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაქვს 14%-იანი მატება წინა წელთან შედარებით. გვემატება ევროპული და არამარტო ევროპული ავიაკომპანიები. ასე, რომ ჩვენთვის, აეროპორტის მმართველი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალ მიმართულებებზე მუშაობა და მოლაპარაკებები ახალ ავიაკომპანიებთან, რასაც ვაწარმოებთ“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე, ახალი ევროპული ავიაკომპანია Air Serbia შემოვიდა. ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით და პირიქით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 3 სიხშირით, Airbus 319-ით შეასრულებს.