სექტორის უმსხვილესი კომპანიების ოპერირება საქართველოში გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში BPO ინდუსტრია განვითარდა და დღეს საქართველო მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი
ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით.
სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" რომელიც აქტიურად ახორციელებს სფეროს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის პოლიტიკას.
მიხეილ ხიდურელის თქმით: "რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, დღეს საქართველოში უკვე გვყავს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიები, მათ შორის TP და Concentrix. ისინი ჩვენს ქვეყანაში ათასობით ადამიანს ასაქმებენ და ამ ინდუსტრიის ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი სულ უფრო მზარდია. სხვა ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, ინვესტორებისთვის საინტერესოა ის სტაბილური ეკონომიკური გარემო და სტრატეგიული ლოკაცია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ."
„აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით მომზადდა არაერთი სექტორული კვლევა და საინვესტიციო ანალიტიკური ანგარიში. საქართველო წარდგენილი იყო 30-ზე მეტ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც გლობალურმა მოთამაშეებმა გაიცნეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. გარდა ამისა, სააგენტომ ორგანიზება გაუწია BPO სექტორის ლიდერების 3 ვიზიტს საქართველოში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 20-მდე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა. ასევე, ამოქმედდა FDI გრანტის პროგრამა, რომელიც დამატებით წამახალისებელი მექანიზმია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. შედეგად, საქართველოში ოპერირება დაიწყეს ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების სფეროში მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა. დღეს ეს კომპანიები საქართველოდან ემსახურებიან Fortune 500-ის წამყვან ბრენდებს და ქვეყანაში ნერგავენ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში BPO სექტორში მიმდინარე პოზიტიური ცვლილებები არაერთხელ გახდა საერთაშორისო მედიის ინტერესი. ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი სექტორების განვითარებას გამოეხმაურა ანალიტიკური პლატფორმა SSON, რომელმაც საქართველოს ვრცელი ანგარიში მიუძღვნა. რეპორტში ნათქვამია, რომ ქვეყანა გლობალურ რუკაზე ადგილს სწრაფად იმკვიდრებს, რადგან ინვესტორებს სტრატეგიულ ლოკაციას, დაბალ გადასახადებს, კვალიფიციურ სამუშაო ძალას, ბიზნესის წარმოების სიმარტივესა და ციფრულ მზადყოფნას სთავაზობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.17:00
Piccolino•პიკოლინო არის ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც დაახლოებით ხუთი წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. Business Insider Georgia „პიკოლინოს“ საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ, კომპანიის დამფუძნებელს გვანცა ბერიძეს ესაუბრა. მისივე თქმით, ბრენდი აქტიურად გეგმავს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას.
„ჩვენი კომპანია დაარსდა დაახლოებით 5 წლის წინ. ვკერავთ საბავშვო ტანსაცმელს. ძირითადად, ვმუშაობთ გოგონების კოლექციაზე. აქტიურად ვფიქრობთ, როგორც გაფართოებაზე, ასევე კოლექციის გამრავალფეროვნებაზე “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა ბერიძე.
ბრენდის პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა მუდმივად მზარდია.
„მომხმარებელთა დაინტერესება საქართველოში წარმოებული პროდუქციის მიმართ წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება. ხარისხისა და მისაღები ფასის კომბინაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც ჩვენს ბრენდს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი გვანცა ბერიძე.
მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია, როგორც ფიზიკურ სივრცეში, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობითაც. მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
„ამჟამად, ჩვენს პროდუქციას მომხმარებლები იძენენ როგორც ონლაინ გაყიდვების გზით, ასევე ფიზიკურ სივრცეში – თბილისში მდებარე Kids Concept-ის შოურუმში, რომელიც ქართული ბრენდების გაერთიანებას წარმოადგენს. პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
სამომავლოდ, ვგეგმავთ ბათუმში ფილიალის გახსნას და ეტაპობრივად სხვა რეგიონების დაფარვასაც. პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.