მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7047.6
0.0058
flag
AZN 1.586
0.0021
flag
CNY 37.741
0.0048
flag
EUR 3.1397
0.0061
flag
GBP 3.6136
0.0059
flag
KZT 49.95
0.0006
flag
TRY 0.0655
0.0001
flag
USD 2.6971
0.0036

სექტემბერს განახლებული გეგმებითა და პროგრამებით ვხვდებით - „თამაშობანა“

news image

სექტემბერს განახლებული გეგმებითა და პროგრამებით ვხვდებით, რომელიც შევიმუშავეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა ნაუ სონღულაშვილმა განუცხადა.

„სექტემბერს განახლებული გეგმებითა და პროგრამებით ვხვდებით, რომელიც შევიმუშავეთ ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჩვენ ვიყენებთ როგორც ERP სისტემას, ასევე შიდა გამოკითხვების მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ვაგროვებთ მომხმარებლების უკუკავშირს. მიღებული ინფორმაცია ძალიან აქტიურად გავითვალისწინეთ მიმდინარე პროგრამების გადახედვისას.

აღსანიშნავია, რომ სექტემბრიდან ვიწყებთ კურსების ახალ მიმართულებას, ასევე ვხსნით „კლასობანას სივრცეს“, რომელიც თავიდანვე ჩანაფიქრი იყო, თუმცა აქამდე არ ფუნქციონირებდა. ახლა კი დავნერგავთ განსაკუთრებულ „თამაშობანასეულ“ კურსებს, რომელიც ეფუძნება მსოფლიოში ცნობილ და აქტიურ მიდგომას Edutainment-ს (შემეცნება გართობით).

კლასობანას კურსები ბავშვებს შესთავაზებს სხვადასხვა მიმართულებას:

• არქიტექტურა ბავშვებისთვის;
• საინტერესო თემები სხვადასხვა სფეროდან;
• ხელოვნება (Art), სადაც პრაქტიკა და შემეცნება ერთად იქნება შერწყმული.
სულ იქნება 5 კურსი “, - ამბობს ნაუ სონღულაშვილი.

ზაფხულის პერიოდში ფუნქციონირებდა „თამაშობანას“ საზაფხულო ბანაკი, რომელიც 15 სექტემბრამდე იქნება აქტიური.

„ზაფხულში ძალიან წარმატებით ფუნქციონირებდა ჩვენი ბანაკი, სადაც დაახლოებით 350 ბავშვი გვყავდა. ყოველ კვირას ახალი ნაკადი გვემატებოდა. კვირაში საშუალოდ 30-50 ბავშვი. აგვისტოს ბოლოსკენ ეს რიცხვი მცირედით შემცირდა და კვირაში 15-20 ბავშვი მოდიოდა.

ბანაკი იფუნქციონირებს 15 სექტემბრამდე. ბანაკი, განსაკუთრებით აქტუალურია მშობლებისთვის, რომლებიც ქალაქში ბრუნდებიან. სკოლები ჯერ არ დაწყებულა, ბავშვები სახლში ვერ რჩებიან და მათ სურთ, რომ უსაფრთხოდ და სასარგებლოდ გაატარონ დრო. ჩვენი ბანაკი სწორედ ქალაქის ბანაკია, სადაც ბავშვები დილიდან საღამომდე ატარებენ დროს.

დღის განმავლობაში ისინი სეირნობენ პარკში, სწავლობენ სხვადასხვა შემეცნებით თემებს, თამაშობენ და ერთვებიან გასართობ აქტივობებში. გარდა ამისა, ბანაკს აქვს ჯანსაღი სამზარეულო, სადაც სპეციალურად ბავშვებისთვის მზადდება საკვები “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

სექტემბრის ბოლოდან განახლდება „თამაშობანას“ თეატრის აფიშაც.

„სექტემბრის ბოლოდან განვაახლებთ ჩვენი თეატრის აფიშას. აქტიურად გაგრძელდება დაბადების დღეები და ვორქშოპები, თუმცა ოდნავ შეცვლილი ფორმატითა და მცირე განახლებებით. დიდი ენთუზიაზმით ვუბრუნდებით ახალ სეზონს ჩვენთვის სექტემბრიდან ახალი წელი იწყება.

აქტიურად ვმუშაობთ მაღაზიის მიმართულებითაც პროდუქტების განახლებაზე.
ბრენდინგის ცვლილებამ გვაჩვენა, რომ თამაშების ასორტიმენტს გადახედვა სჭირდება.
სურვილი გვაქვს მივიღოთ მონაწილეობა Spielwarenmesse-ს გამოფენაში, რომელშიც ადრეც ვმონაწილეობდით. გარდა ამისა, აქტიურად ვმონაწილეობთ ფესტივალებზე.

ვართ „გემო ფესტის“ პარტნიორები და თითქმის ყველა დიდ ღონისძიებაზე ვართ წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში. გასართობ ზონასთან ერთად დავამატეთ საბავშვო კაფის სივრცეც, სადაც საფესტივალო გარემოში ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს დესერტებსა და საბავშვო მოქტეილებს “, - აცხადებს ნაუ სონღულაშვილი.

ცნობისთვის, „თამაშობანას“ მისამართია, ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, #4.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მისიაა, ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და დამკვიდრებული ტექნოლოგიები - „პარკსტეკი“

03.09.2025.18:00

„პარკსტეკი“ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მექანიკური და ავტომატიზებული პარკინგ სისტემების მწარმოებლის KLAUS Multiparking-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკო ზურაბიშვილს ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

„პარკსტეკი“ 2025 წელს ჩამოყალიბდა საქართველოში, თუმცა, კომპანიის საფუძველს მრავალწლიანი საინჟინრო და საერთაშორისო გამოცდილება განაპირობებს. ჩვენ წარმოვადგენთ საუკუნოვანი ისტორიის მქონე გერმანული კომპანიის Klaus Multiparking-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

„პარკსტეკი“ მომხმარებელს სთავაზობს გერმანული საინჟინრო გადაწყვეტილებების საფუძველზე შემუშავებულ მექანიზმებს, რომლებიც შეზღუდულ სივრცეში ერთ საპარკირებელ ადგილზე ორი ან მეტი ავტომობილის განთავსების საშუალებას იძლევა. ეს ინოვაციური ტექნოლოგია მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს არსებულ სივრცეს.

გარდა ამისა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ინოვაციურ საპარკინგე სისტემებს ყველა ზომისა და ტიპის პროექტისთვის, იქნება ეს კერძო სახლები, კორპუსები, ავტოსადგომები, სავაჭრო ცენტრები თუ საცხოვრებელი კომპლექსები.

ჩვენი მისიაა, ქართულ ბაზარზე შემოვიტანოთ მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და დამკვიდრებული ტექნოლოგიები, რომლებმაც უკვე წარმატებით გააუმჯობესეს ქალაქური ინფრასტრუქტურა მსოფლიოს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.

„პარკსტეკი“, შეიძლება ითქვას, ტექნოლოგიური პარტნიორი და მრჩეველია, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მდგრად და ხანგრძლივ გადაწყვეტილებებს ყველა ტიპის პარკირების ინფრასტრუქტურული პროექტისთვის.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ხოლო საპარკინგე ადგილები უფრო და უფრო იშვიათი ხდება, რასაც ბუნებრივად ფასის ზრდა მოჰყვება, განსაკუთრებით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი და ბათუმი. ამ ფონზე თანამედროვე ავტოსადგომის სისტემებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება.

ჩვენ ვხედავთ, რომ ინტერესი როგორც სამშენებლო კომპანიების მხრიდან, ისე კერძო მომხმარებლების მხრიდან ძალიან მაღალია. დეველოპერებისთვის ეს არის შესაძლებლობა, ერთი და იმავე მიწის ფართობზე მეტი მანქანა განათავსონ და შესაბამისად, უფრო მარტივად მოერგონ სახელმწიფო რეგულაციებს სავალდებულო საპარკინგე ადგილებთან დაკავშირებით, ხოლო კერძო პირებისთვის საკუთარ ეზოსა თუ ავტოფარეხში მაქსიმალურად ეფექტურად აითვისონ სივრცე.

ჩვენი პროგნოზით, უახლოეს წლებში მოთხოვნა ასეთ სისტემებზე უფრო მეტად გაიზრდება, რადგან თბილისის და ბათუმის ურბანული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ პარკინგია.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

"პარკსტეკის" მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც თანამედროვე ავტოსადგომის სისტემების დანერგვა დაიწყო. რეალურად, დღეს ქართულ ბაზარზე ასეთ პროდუქტს არ ჰყავს კონკურენტი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩამოვაყალიბოთ სრულიად ახალი მიმართულება ქვეყნის ურბანული განვითარებისათვის.

ამასთანავე, ჩვენ ვთანამშრომლობთ Klaus Multiparking-თან, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელთან, რომელიც ცნობილია ხარისხით, ინოვაციური მიდგომებითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ არა მხოლოდ ახალ, არამედ ევროპულ სანდო და გამოცდილ ტექნოლოგიას.
ჩვენი გუნდის გამოცდილება საინჟინრო და სამშენებლო სფეროში საშუალებას გვაძლევს, თითოეული პროექტი ინდივიდუალურად მოვარგოთ მომხმარებლის საჭიროებებს, ხოლო სრული სერვისი - კონსულტაციიდან მონტაჟამდე და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებამდე მომხმარებლისთვის პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

"პარკსტეკის" მთავარი მიზანია, რომ საქართველოში პარკინგის კულტურა თანამედროვე სტანდარტებზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ჯერ თბილისში, შემდეგ კი ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში - ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში დავნერგოთ თანამედროვე საპარკინგე სისტემები.

მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა პირველი მასშტაბური საზოგადოებრივი მოხმარებისთვის განკუთვნილი პროექტების განხორციელება, რათა საზოგადოებამ საკუთარი თვალით ნახოს, როგორ მუშაობს ჩვენი სისტემები და რამდენად პრაქტიკულია ის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს მაგალითები გახდება საფუძველი უფრო ფართო გავრცელებისთვის.

გრძელვადიან გეგმებში კი შედის სერვისისა და ტექნიკური მომსახურების ქსელის გაფართოება და ასევე ჩვენი ასორტიმენის მუდმივი განვითარება ახალი მოწინავე პროდუქტებით. გვინდა, რომ „პარკსტეკი“ არა მხოლოდ ინოვაციური პროდუქტის შემომტანი, არამედ საქართველოში ურბანული განვითარების აქტიური მონაწილე გახდეს.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კომპანიის საიტს ესტუმრონ : https://parkstack.ge/ka ან დარეკონ შემდეგ ნომერზე : 551 33 55 84

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა