სენდვიჩის პურები, ქართული ტრადიციული პროდუქტების მრავალფეროვნება - Food Alliance-ს ახალი მიმართულებები
ფუდ ალიანსი • Food Alliance ბაზარს ახალ პროდუქტებს სთავაზობს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ კოხრეიძემ განაცხადა, კომპანია წარმოების გაფართოებასთან ერთად ასორტიმენტსაც ზრდის. სულ ახლახან Food Alliance-მა ბაზარს სენდვიჩის პურების ახალი მიმართულება შესთავაზა, რომელიც უკვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.
„ახალი მიმართულებით დავიწყეთ განვითარება და ბაზარს სენდვიჩის პურები შევთავაზეთ. პროდუქცია სპეციალურ, თანამედროვე დანადგარებზე იწარმოება და მზადდება მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით. ასორტიმენტში წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობა: პროტეინ-მიქსი, იტალიური მიქსი, მარცვლოვანი მიქსი, კლასიკური, ჩიაბატა, ცეხვილი და სხვა,“ - აცხადებს ვახტანგ კოხრეიძე.

კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, პურების ახალი მიმართულების ძირითადი მომხმარებლები არიან ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს ანიჭებენ.
„ბაზარზე ჩვენს ახალ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად ის ადამიანები არიან, ვინც ლანჩზე ფრეშ-სენდვიჩებს ანიჭებს უპირატესობას. ამ ეტაპზე ოთხი სახეობის სენდვიჩის პური გვაქვს, თუმცა მომავალში სხვადასხვა ვარიაციის დამატებასაც ვგეგმავთ,“ – აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი.
Food Alliance მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს. კომპანიამ ასორტიმენტს ქართული ტრადიციული პროდუქტების მენიუ გაამრავალფეროვნა და ახალი პროდუქტები დაამატა.

„კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ ქართული წარმოშობის პროდუქციის ასორტიმენტი გავზარდეთ. მათ შორისაა იმერული ხაჭაპური, გურული ღვეზელი, ლობიანი და სხვა,“ – აცხადებს ვახტანგ კოხრეიძე.
შ.პ.ს „ფუდ ალიანსი“ 2019 წელს დაარსდა წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ. კომპანია სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში.

„ფუდ ალიანსის“ პროდუქცია აერთიანებს როგორც ფრანგული, ისე ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ინოვაციურ რეცეპტებს. კომპანიის პროდუქციის გამორჩეული გემოვნური თვისებები განპირობებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხითა და პრემიუმ კლასის ინგრედიენტების გამოყენებით.
კომპანია თანამშრომლობს საქართველოსა და ევროპის წამყვან მომწოდებლებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრუასანის წარმოებისთვის გამოყენებული ფრანგული ნედლეული, რომელიც პროდუქტის მაღალი ხარისხისა და განსაკუთრებული გემოს ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
„ფუდ ალიანსის“ ძირითადი მომხმარებლები არიან საცალო სავაჭრო ობიექტები, სასტუმროები, კაფეები, ბარები, რესტორნები და ქსელური მარკეტები.

დღის ტოპ 10 სიახლე
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს
სხვა სიახლეები
მეტი, ვიდრე შეჯიბრი: რატომ არის STEM ოლიმპიადა მნიშვნელოვანი
16.04.2026.15:40
როდესაც მომავლის პროფესიებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროები გვახსენდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.
უკვე 4 წელზე მეტია, კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით, STEM ოლიმპიადას ვატარებთ, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ შეჯიბრი.
სასკოლო პროგრამის მიღმა: ახალი უნარების განვითარება
ოლიმპიადა მოსწავლეებს სთავაზობს ისეთ კომპლექსურ და საინტერესო გამოწვევებს, რომლებიც სცილდება სტანდარტული სასწავლო პროგრამის ფარგლებს. მონაწილეები არა მხოლოდ ფიზიკასა და მათემატიკაში იღრმავებენ ცოდნას, არამედ სწავლობენ პრობლემის კრეატიულად გადაჭრას, კრიტიკულ აზროვნებასა და, რაც მთავარია, გუნდურ მუშაობას. ეს ის უნარებია, რომლებიც მათ მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.
ინტერესის გაღვივება მომავლის პროფესიებისადმი
STEM ოლიმპიადა ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართ ინტერესს აღვივებს. ეს სფეროები დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადია როგორც საქართველოს, ისე გლობალურ შრომის ბაზარზე. ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და პირველი ნაბიჯები გადადგან წარმატებული კარიერისკენ.
ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა და ხელშეწყობა
ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა. ოლიმპიადა მათ საშუალებას აძლევს, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიარონ გადამზადება კომაროვის სკოლის სპეციალისტებისგან და მიიღონ ხარისხიანი ცოდნა ამ სფეროში.
საბოლოოდ, STEM ოლიმპიადა აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც არ ჩერდებიან, მუდმივად ეძებენ განვითარების გზებს და მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის პროგრესში. ჩვენი მთავარი გზავნილიც ხომ ესაა – განათლების გზაზე არ გაჩერდე.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge