„სენა ავტო ჯგუფი“ წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის უახლესი პიკაპის 2025 წლის მოდელის JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს
კომპანია „სენა ავტო ჯგუფი“ საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საავტომობილო ბრენდის JAC Motors-ის ახალი პიკაპის JAC T9 Hunter-ის გაყიდვებს იწყებს.
JAC T9 Hunter-ის ბაზარზე გამოსვლა ბრენდის 60 წლიან ისტორიას ეძღვნება და მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, ახალი თაობის ტექნოლოგიებს, უსაფრთხოებასა და ახალ შესაძლებლობებს აერთიანებს.
ახალი მოდელი განსაკუთრებული დიზაინით, ძლიერი ძრავით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და როგორც მძღოლისთვის, ისე მგზავრებისთვის შექმნილი დამატებითი ახალი ტექნოლოგიებითა და კომფორტით გამოირჩევა.
აღნიშნული მოდელი შექმნილია მხოლოდ ტოპ ვერსია და თანამედროვე, ტექნოლოგიურ სწრაფ დროებას სრულად ესადაგება .
JAC T9 Hunter 4X4 ზე პიკაპი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია 2,0 ტურბოდიზელის ძრავით , რომელიც ხასიათდება ეკონომიურობით, სიძლიერითა და საიმედოობით.
პიკაპს გააჩნია უსაფთხოების რამდენიმე 5-ვარსკვლავიანი სერთიფიკაცია. სტანდარტად გააჩნია რამდენიმე აქტიური და პასიური უსაფრთხოების ფუნქცია, მათ შორის ავტონომიური გადაუდებელი დამუხრუჭება და ბრმა წერტილების მონიტორინგი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია JAC T9 Hunter -ის 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი და სხვა ისეთი აღჭურვილობები, როგორიცაა 10,4 დუიმიანი სენსორული საინფორმაციო დისპლეი, კლიმატის კონტროლი, დუალური ნავიგაცია და სხვა.
კომპანია „სენა მოტორსი“ გთავაზობთ ჯაკ მოტორსის საერთაშორისო ბაზრებისთვის განკუთვნილი მოდელების 5 წლამდე საგარანტიო მომსახურებას .
JAC Motors Group 1964 წელს ჩინეთში დაარსდა და წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავს. ისდღეს მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ჰყავს 500-ზე მეტი დილერი და14 ქარხანას ფლობს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
„სენა მოტორსი“ საქართველოში ექსკლუზიურად სამოდელო ხაზში არსებულ სრულ სპექტრს გთავაზობთ - კომერციულ, სამგზავრო და ელექტრო ავტომობილებებს და სხვა .
სხვა სიახლეები
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ლევან მოსეშვილი ავიაციის სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
07.12.2025.13:22
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს პროფესიული დღე მიულოცა და ავიაციის კუთხით მიმდინარე წლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვულოცავ პროფესიულ დღეს ავიაციის სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. თქვენი ყოველდღიური შრომითა და პროფესიონალიზმით ყოველდღიურად წერთ ქართული სამოქალაქო ავიაციის განვითარებისა და წარმატების ისტორიას. სწორედ თქვენი შრომაა ის საყრდენი, რომელზეც დგას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და სტაბილური განვითარება“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.
მისი თქმით, 2025 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიული იქნება, რადგან წინასწარი პროგნოზით, ქვეყნის აეროპორტები 8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურებიან.
„ამ ეტაპზე საქართველოში 120-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 70-ზე მეტ მიმართულებას ემსახურებიან, ხოლო კვირაში ხორციელდება ასეულობით რეგულარული რეისი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის საერთაშორისო საჰაერო ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც. ლევან მოსეშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობს სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია აეროპორტის შესაძლებლობებისა და ქვეყნის საჰაერო კავშირის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.