მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7052.4
0.0257
flag
AZN 1.617
0
flag
CNY 37.677
-0.0052
flag
EUR 3.1227
0.0003
flag
GBP 3.6682
0.0085
flag
KZT 53.58
0.0016
flag
TRY 0.0715
-0.0001
flag
USD 2.7496
0

სემეკთან შეთანხმებით “ენერგო პრო ჯორჯია” 2025 წელს 200 მლნ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სს „ენერგო პრო ჯორჯია“ 2025 წელს 196 178 958 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზების, საკაბელო მეურნეობების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის სხვა კომპონენტების  მშენებლობას, რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას.

2025 წელს შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, პირველი კვარტალის განმავლობაში, სს „ენერგო პრო ჯორჯიამ“ 28 000  000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უკვე განახორციელა. კერძოდ, 2025 წლის მარტის თვის მდგომარეობით საინვესტიციო გეგმის ფარგლებში სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მომხმარებლების ელექტრმომომარაგების უწყვეტობისა და საიმედობის გაუმჯობესების მიზნით ქ/ს საგურამოში ჩაატარა 6 კვ ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობის სრული რეკონსტრუქცია და მოძველებული ზეთიანი ამომრთველების თანამედროვე ტიპის ელეგაზური ამომრთველებით ჩანაცვლება, ასევე დაასრულა ქ/ს „ჭიათურა 1“ - ის რეაბილიტაცია. კომპანიამ საჩხერის მუნიციპალიტეტში ააშენა 7 კმ სიგრძის 35 კვ ძაბვის საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი. მარტის თვის მდგომარეობით კომპანიამ 6/10 კვ ძაბვის ქსელში დაამონტაჟა 1650 ცალი საყრდენი, 110 კმ სადენი, 15 კმ კაბელი, 185 ცალი ძალოვანი ტრანსფორმატორი. ასევე კომპანიამ დაბალი ძაბვის (0.4 კვ) ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაამონტაჟა 4150 ცალი საყრდენი. ამჟამად კომპანია ახორციელებს 110 კვ ძაბვის 3 ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დამატებით, მიმდინარე წელს კომპანია სალიცენზიო არეალის სხვადასხვა რეგიონებში განახორციელებს საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურებისა და ქსელის სხვა დანარჩენი კომპონენტების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას.

ამასთანავე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2024 წელს განხორციელებულმა ინვესტიციებმა გადააჭარბა სემეკთან შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმას და  195 482 558 ლარის ნაცვლად 256 315 000 ლარი შეადგინა. 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ელექტროენერგიის საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით, სს „ენერგო პრო ჯორჯიამ“ განახორციელა სხვადასხვა ტიპის სამუშაოები. მათ შორის, რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რეგიონებში მდებარე ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებს, 11 ქვესადგური აღიჭურვა SCADA სისტემით, 10/6 კვ ქსელის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციის ფარგლებში დამონტაჟდა 14916 ცალი საყრდენი და 1181.5 კმ სადენი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

29.04.2025.13:03

დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს განაახლა. ესპანეთის დედაქალაქისკენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 230 მგზავრით სავსე ხომალდი ცოტა ხნის წინ გაფრინდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მადრიდის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს A321neo ტიპის ხომალდით შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯერჯერობით ერთადერთია, საიდანაც ესპანეთის ორ ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში საქართველოდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი. ორივე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ჯამურად, კვირაში 5 სიხშირით სრულდება. 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ესპანეთიდან 2,988 ვიზიტორი  ესტუმრა

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია. 3 ივნისიდან კი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა