სემეკში GIPA-ს ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
საჯარო ლექციის ფორმატში, სემეკის თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია სემეკის საქმიანობის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების, განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ. გარდა ამისა, სტუდენტები გაეცნენ სატარიფო რეგულირების პრინციპებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ მომსახურების ხარისხის სტანდარტებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს, დაათვალიერეს სემეკის შენობის სახურავზე განთავსებული მზის პანელები.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ (GIPA) ახორციელებს ენერგომენეჯმენტის პროფესიული განათლების პროგრამას, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამა მოიცავს ისეთ სასწავლო მიმართულებებს, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტურობა და ენერგიის მოხმარების მართვა. ენერგიის სამომხმარებლო მოთხოვნის მართვის კურსი, მოიაზრებს სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავებას: ენერგიის მიწოდება-მოხმარების, განაწილებისა და განაწილების მართვისთვის საჭირო ტექნოლოგიების შესახებ.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა
09.12.2025.14:26
თბილისში, ორდღიანი ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა და მასში მონაწილეობა 55-მდე ქართული ბიზნესის წარმომადგენელმა და 3000-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო. ღონისძიება ,,გაყიდვების ასოციაციის’’ ორგანიზებით და თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა.
ბიზნესგამოფენის მიზანს მონაწილე კომპანიებისთვის შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენდა, საკუთარი პროდუქცია პოტენციური მომხმარებლებისთვის გაეცნოთ, შეხვედროდნენ სხვადასხვა სექტორის ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაეყარათ ერთობლივი თანამშრომლობისთვის.
ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა კონფერენცია, სადაც სპეციალურად მოწვეულმა, სხვადასხვა კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა, ასევე პანელური დისკუსიის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ბიზნესის თემატიკაზე საინტერესო ინფორმაცია და სიახლეები გაუზიარეს. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ღირებულების შექმნის და ხარისხის მართვის ასოცირებულმა პარტნიორმა, ია კალმახელიძემაც მიიღო.
სპეციალურად ბიზნესგამოფენისთვის, ადგილზე მოეწყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, კომპანიებმა მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშეს სპეციალური პრიზებიც.
ბიზნესგამოფენა თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართა და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.