მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

სემეკმა ენერგეტიკის რეგულირების შესახებ პირველი ანალიტიკური ჟურნალი გამოსცა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ენერგეტიკის რეგულირების შესახებ პირველი ანალიტიკური ჟურნალი გამოსცა. ჟურნალში განთავსებული პუბლიკაციები შეეხება რეგულირებად სექტორებში განხორციელებული პროექტების შეფასებას, სემეკის საქმიანობის ძირითადი პრინციპების მიმოხილვასა და ინოვაციურ პროექტებს.  

ჟურნალში - „ენერგეტიკის რეგულირებაყურადღება გამახვილებულია ელექტროენეგრეტიკის სექტორში სატარიფო რეგულირების, წყალმომარაგების სექტორში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების, არამიზანშეწონილი საოპერაციო დანახარჯებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის, მომსახურების სფეროში არსებული სიახლეებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

სემეკისთავმჯდომარისდავითნარმანიასთქმით, ანალიტიკური ჟურნალი სემეკის საჯაროობისა და ღიაობის პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს

ჟურნალის საშუალებით შევეცადეთ, რომ დაინტერესებულ პირებს გავუზიაროთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დაგროვილი ცოდნის შესახებ. ჟურნალში მიმოხილულია რეგულირებადი სექტორების ძირითადი მიღწევები, გამოწვევები და მათ გადაჭრის გზები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების ეფექტიან რეგულირებასთან ერთად სემეკი თავის საქმიანობას ახორციელებს სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით, რომლებიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს როგორც სექტორების განვითარებას, ასევე მომხმარებლებისათვის ხარისხიანი პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფას. წლებია, სემეკი ურყევად ინარჩუნებს საჯაროობისა და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს და აგრძელებს უწყვეტ თანამშრომლობას დაინტერესებულ პირებთან. სემეკის საქმიანობის მთავარი პრინციპი ნათლად არის ასახული სლოგანშიროცა ბალანსი დაცულია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ანალიტიკური ჟურნალის პრეზენტაციისას.

ანალიტიკური ჟურნალი განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/media/journal

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12.12.2025.16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს.

ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და VOULEZ-VOUS, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სადღესასწაულო შოპინგი დანახარჯების გარეშე დაიწყონ - შეთავაზების მიხედვით, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ სასურველი ნივთები ეფექტური 0%-ში და გადახდა მოგვიანებით დაიწყონ.

1. HOME

HOME-ში შეთავაზება აქტიურია 13 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით. მაღაზიაში დეკორაციული ნივთების შეძენა ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას 20% ფასდაკლებითაა შესაძლებელი. შეთავაზება არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ ნივთებზე.

2. ძველი სუფრა

15 დეკემბრიდან 21 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალფეროვანი სახლის დეკორის, ხელნაკეთი აქსესუარების, სუვენირებისა და საჩუქრის ნაკრების შეძენა ძველი სუფრის ფიზიკურ ობიექტებში 40%-იანი ფასდაკლებით - ნაწილ-ნაწილ მეთოდით გადახდისას. შეთავაზება სრულ კოლექციაზე ვრცელდება და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, პროდუქტები დღესვე აირჩიოს და გადახდა ეტაპობრივად, ოთხ ნაწილად განახორციელოს.

3. iPLUS 

17-დან 21 დეკემბრის ჩათვლით iPLUS-ის ონლაინ და ფიზიკურ მაღაზიებში მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების ტექნიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 150 ლარის ქეშბექი მიიღონ.

4. VOULEZ-VOUS

Voulez-vous-ში ასორტიმენტის დიდ ნაწილზე 50%-მდე ფასდაკლება უკვე დაიწყო. ამასთანავე, 15–18 დეკემბრის პერიოდში, სუნამოების, კანის მოვლისა თუ დეკორატიული კოსმეტიკის ნაწილ-ნაწილით შეძენისას, მომხმარებლები დამატებით 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ (სასაჩუქრე ვაუჩერების, Chanel-ის, Dior-ის, Guerlain-ის, Givenchy-ის და Kenzo-ს პროდუქტების გარდა).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა