მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

სემეკის ხელმძღვანელმა პირებმა ენერგეტიკული გაერთიანების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკული გაერთიანების  (Energy Community) 20 წლის საიუბილეო ღონისძიებაში, რომელიც საბერძნეთში, ქ. ათენში გაიმართა.

ღონისძიებაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისა და ევროპის ენერგეტიკული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობისა და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

ენერგეტიკული გაერთიანება საერთაშორისო  ხელშეკრულებების შესაბამისად 2005 წელს ქ. ათენში, დაარსდა. ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ ევროკავშირი და ხელშემკვრელი ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. 2016 წელს ხელი მოეწერა ენერგეტიკულ  გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმს, რომლისსაფუძველზეც 2017 წლიდან საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრია.ორგანიზაციის მთავარი მიზანია ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. 

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image დავაანონსეთ ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტის ოფიციალური მშენებლობა - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე

18.07.2025.15:00


დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ თავისი პირველი სუბურბანული პროექტის „მეტროპოლ ლისი“ ოფიციალურად დაანონსა. ამ დღის აღსანიშნავად კომპანიამ დიდი ღონისძიება გამართა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის დეტალები გააცნო. აღნიშნულ პრეზენტაციაზე გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა ისაუბრა. 

„15 ივლისი, ჩვენთვის „მეტროპოლისთვის“ ისტორიაში ჩაიწერა იმიტომ, რომ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პირველი სუბურბანული პროექტის ოფიციალური მშენებლობა და ამ დღის აღსანიშნავად ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მიწის უკვე არსებულ მფლობელებთან ერთად, „მეტროპოლის“ გუნდთან ერთად და მედიის წარმომადგენლებთან ერთად აღვნიშნეთ ეს დღე. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო საღამო შედგა, ჩვენ ვისაუბრეთ „მეტროპოლ ლისის“ დეტალებზე, რა თქმა უნდა ვისაუბრეთ „მეტროპოლის“ გრძელვადიან გეგმებზე, სტრატეგიაზე და რაც ჩვენი გუნდისთვის ყველაზე აღსანიშნავი იყო, საძირკველში უკვე არსებულ მაცხოვრებლებთან ერთად სიმბოლური კაფსულა განვათავსეთ და ჩვენთვის ერთგვარი ტრადიციასავით გახდა“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა. 

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „მეტროპოლ ლისი“ ეს არის ახალი სუბურბანული სივრცე ცხოვრების თანამედროვე სტილით. სუფთა ჰაერზე და მშვიდ გარემოში მდებარე ახალი უბანი აერთიანებს დაახლოებით 70 მიწის ნაკვეთს და მოიცავს თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმილ ჭკვიან დასახლებას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მაცხოვრებლების საჭიროებებს.


პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 3,600 მ² ფართობი საერთო ფუნქციური ზონისთვის, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფრასტრუქტურას:


• პადელის მოედანი


• ღია კინოთეატრი 


• საბავშვო მოედანი 


• ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები 


• სავარჯიშო სივრცე


• მოსასვენებელი პავილიონი


• ველობილიკები 


• დეკორაციული გამწვანება


• სასმელი წყლის შადრევნები.


„მეტროპოლ ლისი“ - იცხოვრე ჯანსაღ გარემოში, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა