მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.9
0.0229
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 39.293
0.0098
flag
EUR 3.1153
0.0013
flag
GBP 3.5711
-0.0007
flag
KZT 58.16
0.0019
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.697
-0.0005

სემეკის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ლოგიკურად გამომდინარეობს სექტორის მიმდინარე რეალობიდან, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის სიგნალი, რომ საქართველოს ენერგოსისტემა დგას გარდამტეხ ეტაპზე - ნინა გადელია

news image

,,სემეკის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ლოგიკურად გამომდინარეობს სექტორის მიმდინარე რეალობიდან, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის სიგნალი, რომ საქართველოს ენერგოსისტემა დგას გარდამტეხ ეტაპზე. მოსახლეობის პროტესტი სრულიად გასაგებია -  ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა პირდაპირ აისახება როგორც საოჯახო ბიუჯეტზე, ისე ბიზნესის ხარჯებზე, რაც საბოლოოდ პროდუქტებისა და მომსახურების გაძვირებასაც იწვევს", - აცხადებს Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია. 

კომპანიის დამფუძნებელი ტარიფის ზრდის ფაქტორებს განმარტავს და ინვესტიციების მნიშვნელობაზე საუბრობს. 

,,ტარიფის ზრდა ძირითადად განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: იმპორტდამოკიდებულება, გლობალურ ბაზრებზე ელექტროენერგიის ფასის ზრდა და ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობა. ამავდროულად, ინვესტიციების მასშტაბი, რომელიც ახლა იგეგმება, შეიძლება შეფასდეს როგორც აუცილებელი და გარკვეულწილად დაგვიანებულიც კი. გამანაწილებელი ქსელის გამართულობა კრიტიკულია -როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. თუ ეს ინვესტიციები რეალურად გამოიწვევს ავარიული გათიშვების შემცირებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ტარიფის ზრდა გამართლებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ", - ამბობს Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია. 

ნინა გადელია, როგორც მზის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელი ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზეც საუბრობს. 

,,როგორც მზის ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელი, ვხედავ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს: ტარიფების ზრდა პირდაპირ ზრდის ინტერესს ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების მიმართ. როდესაც ელექტროენერგია ძვირდება, მომხმარებლებისთვის - განსაკუთრებით ბიზნესისთვის  უფრო მიმზიდველი ხდება საკუთარი გენერაციის წყაროების შექმნა, მათ შორის მზის ელექტროსადგურების. ეს ნიშნავს, რომ არსებული გადაწყვეტილება შეიძლება იქცეს კატალიზატორად ენერგეტიკის განვითარებისათვის საქართველოში. სწორი პოლიტიკის პირობებში, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეამციროს იმპორტდამოკიდებულება, გააძლიეროს ენერგოუსაფრთხოება და, პარალელურად, დაასტაბილუროს ტარიფები გრძელვადიან პერიოდში. საბოლოოდ, სემეკის გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს როგორც აუცილებლობა, თუმცა ასევე უსვამს ხაზს იმას, რომ ქვეყანას სჭირდება უფრო სწრაფი ტრანზიცია ადგილობრივ და განახლებად ენერგორესურსებზე", - აცხადებს Shine Energy-ს დამფუძნებელი ნინა გადელია. 

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებასთვის“ ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა. ტარიფები გაიზარდა მოსახლეობისთვის (საყოფაცხოვრებო სექტორი) 5 თეთრით, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის კომერციული მომხმარებლისთვის (არასაყოფაცხოვრებო სექტორი) - საშუალოდ 4-6 თეთრით.

ქვემოთ მოცემულია ახალი ტარიფები, რომელიც ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან.

შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო)

საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):

10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 31.647 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ;
0-დან 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით _ 20.041 თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით _ 24.053 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.537 თეთრი/კვტ.სთ.

არასაყოფაცხოვრებო ტარიფი (კომერციული სექტორი):

110-35 კვ _ 27.762 თეთრი/კვტ.სთ;
10–6-3.3 კვ. _ 31.976 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. _ 35.261 თეთრი/კვტ.სთ.

სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“

საყოფაცხოვრებო ტარიფი (მოსახლეობა):

10–6-3.3 კვ. (საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) _ 32.880 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. (მცირე საწარმოები) _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ;
0 კვტ/სთ-დან 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე _ 19.731 თეთრი/კვტ.სთ;
101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით _ 23.707 თეთრი/კვტ.სთ;
301 კვტ/სთ-დან და მეტი _ 28.227 თეთრი/კვტ.სთ.

არასაყოფაცხვორებო ტარიფი (კომერციული სექტორი):

110–35 კვ. _ 30.322 თეთრი/კვტ.სთ;
10–6-3.3 კვ. _ 34.632 თეთრი/კვტ.სთ;
380-220 ვ. _ 35.713 თეთრი/კვტ.სთ.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სემეკის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ლოგიკურად გამომდინარეობს სექტორის მიმდინარე რეალობიდან, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის სიგნალი, რომ საქართველოს ენერგოსისტემა დგას გარდამტეხ ეტაპზე - ნინა გადელია

08.04.2026.00:19

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა