მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

სემეკის დავალებით „თელასის“ მიერ მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ აშენდა

news image

თბილისის ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დავალებით სს „თელასმა“ ახალი მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ ააშენა. ქვესადგურის მშენებლობა 2024-2029 წლების საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განახორცილდა. გაწეული ინვესტიციის მოცულობამ 24 მილიონ ლარს გადააჭარბა.

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, ქვესადგური სემეკის წევრებთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა. ასევე, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ქვესადგურის გახსნის ღონისძიებაში.

ახალი ქვესადგურის მშენებლობის საჭიროება ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ქვესადგური გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ორთაჭალა-კრწანისი-ტაბახმელის კვანძში ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა.

მაღალი ძაბვის ქვესადგური „კრწანისი“ აღჭურვილია მაღალი საიმედოობის მოწყობილობებით, მათ შორის ორი ძალოვანი ტრანსფორმატორით. ქვესადგურის ოპერატიული მართვის პუნქტსა და მაღალი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობაში გამოყენებულია თანამედროვე ევროპული მაღალი ძაბვის ელეგაზური და ვაკუუმური ელექტროდანადგარები, რელეური დაცვის ავტომატიკის და სიგნალიზაციის უახლესი მიკროპროცესორული ტერმინალები, ასევე აშენდა 1400 მეტრი სიგრძის 35 კვ ძაბვის საკაბელო ელეტროგადამცემი ხაზები. ქვესადგურის დადგმული სიმძლავრე 50 მეგავატია.

ქვესადგური აღჭურვილია სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგისა და სხვა საჭირო სისტემებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - ვახტანგ ცინცაძე

25.11.2025.19:51

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, კომპანია „იგლ ჰილსის" მიერ საქართველოში 6.6 მილიარდი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული ხასიათი ექნება - მათ შორის, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა და შეიქმნება ახალი, მაღალი ღირებულების მქონე სამუშაო ადგილები.

„იგლ ჰილსის" პროექტს მნიშვნელოვანი როლი აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით არსებული მოლოდინების გაუმჯობესებაზე, რასაც სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის ზრდაც ადასტურებს. ამასთან, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია გზავნილია სხვა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისადმი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ „იგლ ჰილსის" მიერ დედაქალაქსა და გონიოში თანამედროვე, მაღალი ხარისხის და სტანდარტების შესაბამისი პროექტები განხორციელდება, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების და ფულადი რესურსების შემოტანის გარდა, ასევე უზრუნველყოფს ცოდნის, ტექნოლოგიებისა და ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.

„გარდა იმისა, რომ ქვეყანაში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე გაჩნდება ახალი სივრცეები და მიზიდულობის ცენტრები, ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს საქართველოში გაცილებით მაღალმხარჯველები ტურისტების შემოდინებას და, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკა თვისობრივად სხვა დონეზე გადავა", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა