მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.9
0.0238
flag
AZN 1.5961
0.0037
flag
CNY 38.208
0.0149
flag
EUR 3.2143
0.0164
flag
GBP 3.7053
0.0129
flag
KZT 50.12
0.0003
flag
TRY 0.0657
0.0001
flag
USD 2.7143
0.0063

სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობა: შეთავაზება სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

news image

სელფისა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, 16 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის სტუდენტური და sCool ბარათების მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური შეთავაზებები.

აქციის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტუდენტური და sCool ბარათებით გადახდისას MyCellfie აპლიკაციაში, აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიაქტიურონ შემდეგი პაკეტები:

ინტერნეტ პაკეტები:

  • 5 GB – ფასი: 5 ლარი | ვადა: 30 დღე
  • 20 GB – ფასი: 15 ლარი | ვადა: 30 დღე

მიქს პაკეტი:

  • 10 GB
  • 150 წთ ყველა ოპერატორთან
  • ულიმიტო SMS
    ფასი: 10 ლარი | ვადა: 30 დღე

სელფი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების კომფორტზე და სთავაზობს მათ ახალ და საინტერესო შეთავაზებებს, რათა კომუნიკაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს.

                                                          

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Snacky წარმოებას აფართოებს და 2026 წლიდან ექსპორტზე გასვლას გეგმავს

18.09.2025.14:00

Snacky • სნექი წარმოებას აფართოებს და ექსპორტზე გასვლასაც განიხილავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Snacky-ის დამფუძნებელმა ზური სამოილენკომ განაცხადა, გაყიდვების ზრდასთან ერთად დღის წესრიგში დადგა წარმოების გაფართოება. სწორედ ამიტომ კომპანიამ შეიძინა ახალი დანადგარები, რომლებიც მალე ჩამოვა და კომპანიას პროდუქციის წარმოების გაზრდის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება ექსპორტზე გასვლას, კომპანია აღნიშნული მიმართულებით ინტენსიურად ემზადება და საწარმოში ISO-სა და Kosher სერტიფიკატებზე მუშაობს.

„ამ დროისთვის სერტიფიცირების პროცესში ვართ. ISO სერტიფიცირებაზე ვმუშაობთ და ასევე გვინდა, Kosher-ის სერტიფიკატი ავიღოთ. აღნიშნულ თემაზე ინტენსიურად ვმუშაობთ, და მისი დანერგვის შემდეგ განვიხილავთ ექსპორტს. უკვე გვყავს რამდენიმე დაინტერესებული კლიენტი. ISO და Kosher სერტიფიკატები კი ექსპორტისთვის მნიშვნელოვანი მოთხოვნებია - მაგალითად, ისრაელის ბაზარზე შესასვლელად აუცილებელია Kosher-ი, ხოლო აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში ექსპორტისთვის - ISO. ISO-ს დანერგვას დაახლოებით 6 თვე სჭირდება, შესაბამისად, ექსპორტზე გასვლა მოსალოდნელია 2026 წლისთვის“, - ამბობს Snacky-ის დამფუძნებელი.
ზური სამოილენკოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში Snacky-ის გაყიდვები 30%-ით გაიზარდა.
Snacky აქტიურად იყიდება სუპერმარკეტების ქსელებში, როგორებიცაა: ფრესკო, ნიკორა, გუდვილი, ევროპროდუქტი, ხოლო სულ მალე - დაახლოებით ერთ კვირაში - Snacky ხელმისაწვდომი იქნება ორ ნაბიჯშიც.

Snacky-ის წარმოება თბილისში, კერძოდ, ავჭალის ტერიტორიაზე მდებარეობს და კომპანიის მენეჯმენტი ინტენსიურად მუშაობს წარმადობის გასაზრდელად. საწარმოს ახალი დანადგარები ემატება, რაც საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გაზარდოს პროდუქციის მოცულობა.
მით უმეტეს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდასთან ერთად, კომპანია უკვე 2026 წლიდან ექსპორტსაც განიხილავს. ახალი დანადგარების მონტაჟის შემდეგ საწარმოს ექნება თვეში 100 ტონა Snacky-ის წარმოების შესაძლებლობა.

Snacky მუშაობს ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზეც. რამდენიმე თვეა, კომპანიამ მომხმარებლებს შესთავაზა Snacky ახალი, ქრანჩი ტექსტურითა და განახლებული შეფუთვით.

Snacky - ეს არის 100% ნატურალური მიწისთხილის კარაქი, რომელიც ყოველდღიურ, ჯანსაღ სნექად იქცა მრავალი მომხმარებლისთვის.
Snacky-ის მისიაა ჯანსაღი წასახემსებლის კულტურის შექმნა. საწარმოში დაცულია ყველა შესაბამისი ნორმა და დანერგილია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა HACCP.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა