სელფის კორპორაციული კლიენტები ოპტიმოს პაკეტებზე სპეციალური პირობებით ისარგებლებენ
სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, კორპორაციული კლიენტების მზარდი ბიზნესების მხარდაჭერის მიზნით, პარტნიორობა გააფორმა ოპტიმოსთან - საქართველოში წამყვანი მენეჯერული აღრიცხვის პროგრამის მიმწოდებელთან. შედეგად, სელფის მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური პირობებით ოპტიმოს მრავალფეროვან კორპორაციულ პაკეტებზე.
ოპტიმო მენეჯერული აღრიცხვის ქართული პროგრამაა, რომელიც შეიქმნა მაღაზიებისა და კვების ობიექტების სამართავად. მოქნილი ფუნქციონალით ის ამარტივებს გაყიდვებისა და მარაგების მენეჯმენტს. ოპტიმოს დახმარებით, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობით მარტივადაა შესაძლებელი ბიზნესის მართვა და კონტროლი.
ოპტიმოს მომხმარებელი სარგებლობს პერსონალური მხარდაჭერით და საქართველოს მასშტაბით სადღეისოდ უკვე 2,500-ზე მეტ კომპანიას ემსახურება.
„სელფის მიზანია გახდეს მისი კორპორატიული კლიენტების ბიზნეს პარტნიორი და მათ შესთავაზოს თამანედროვე ციფრული ტექნოლოგიები და პლათფორმები, მათი ბიზნესის მხარდასაჭერად.. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორების სიის სათავეში ისეთი ორგანიზაცია მოექცა, როგორიცაა ოპტიმო - მოქნილი, მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებით და, რაც მთავარია ადგილობრივი, რაც იმას ნიშნავს რომ საუკეთესოდაა მორგებული ჩვენი ბაზრის მოთხოვნებს, ისევე როგორც სუკეთესოდ ეხმიანება სელფის, როგორც ქართული მობილური ოპერატორის მისწრაფებებს. ეტაპობრივად, სელფის კორპორაციული კლიენტები მიიღებენ წვდომას სულ უფრო ახალ გადაწყვეტებზე და შედეგად სელფის ციფრული ეკოსისტემა მათთვის კივევ უფრო მომგებიანი გახდება“, განაცხადა სელფის ბიზნესოპერაციების დირექტორმა, მალხაზ ჟორჟიკაშვილმა.
სხვა სიახლეები
თიბისის და GAIA-ს პარტნიორობით AI პროფესიული შეხვედრების სერია - GAIA Meetup გრძელდება
18.11.2025.11:16
AI ეკოსისტემის განვითარებისთვის, ახალი თაობის და პროფესიონალების გაძლიერებისთვის თიბისი ქმნის გარემოს, სადაც ცოდნის გაზიარება, პროფესიონალებთან კომუნიკაცია და განათლების მიღება ტექნოლოგიურ იდეას რეალობად აქცევს.
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ყოველთვიური შეხვედრების სერიას „GAIA Meetups“ აგრძელებს. 13 ნოემბერს GAIA Meetups Tech-ის მორიგი შეხვედრა ჩატარდა, რომლის სპიკერიც AI მკვლევარი ლევან ცინაძე იყო. მან მონაწილეებს საკუთარი კვლევის შედეგები გაუზიარა. კვლევა ენის მოდელების (LLMs) ახსნადობას (Explainability) და ინტერპრეტირებადობას (Interpretability) შეეხება და კომპლექსურ მათემატიკურ საკითხებს მოიცავს. პრეზენტაციის გარდა, შეხვედრის მონაწილეებს ნეთვორქინგის და იდეების, სიახლეებისა და გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
GAIA Meetups არის ყოველთვიური შეხვედრების სერია, რომელიც თიბისის და D Block-ის მხარდაჭერით იმართება. პროექტის ზოგადი მიზანია AI-ის გარშემო გამოცდილების გაზიარებისა და ნეთვორქინგისთვის სივრცის შექმნაა.
GAIA Meetups-ის შეხვედრები ყოველთვიურად ორ ფორმატში ტარდება - GAIA Meetups Tech და GAIA Meetups Horizons.
GAIA Meetups Tech: განკუთვნილია AI და მონაცემთა ტექნოლოგიების პროფესიონალებისთვის. შეხვედრების მიზანია ღრმა ტექნიკური საკითხების (მაგალითად, AutoML, Explainable AI და ა.შ.) განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
GAIA Meetups Horizons: ფართო აუდიტორიისა განკუთვნილია და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის (ბიზნესი, მარკეტინგი, ფინანსები თუ მედიცინა). ამ შეხვედრების ფოკუსი AI-ის ინტეგრაცია, ათვისება და განვითარების ზოგადი ტენდენციებია.
შეხვედრები ყოველთვიურად იმართება პროექტის პარტნიორ D Block-ის სივრცეში. დასწრებისთვის აუცილებელია GAIA-ს ვებგვერდზე რეგისტრაცია და მოწვევის დადასტურება.